Home რუბრიკები საზოგადოება თუ ერთად არ დადგა ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, საქართველო გაქრება!

თუ ერთად არ დადგა ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, საქართველო გაქრება!

ძალიან მომწონს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, საქართველოში საუკეთესო გაზეთია, რომელიც მტკივნეულ პრობლემებზე წერს და ნაკლოვანებებს დაუნდობლად ამხელს. მომწონს მასალები, ავტორები და რესპონდენტები, მაგ., თამარ კიკნაძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ალექსანდრე ჭაჭია, ბაკურ სვანიძე და ა.შ. მომწონს მათი ნააზრევი, რაც იწერება თქვენს გაზეთში, მაგრამ მათ თვალსაზრისს ბოლომდე მაინც ვერ დავეთანხმები. ისინი თვლიან, რომ რუსეთთან აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და დიპლომატია. ვისაც რუსეთთან დიპლომატიის აღდგენა არ სურს, საქართველოს მტერია, მაგრამ მხოლოდ დიპლომატია არ არის საკმარისი, საჭიროა, სასწრაფოდ შევიდეთ ევრაზიულ კავშირში, ქვეყანა რომ არ დაიღუპოს!

ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა “რუსთავი 2”-ის რეიტინგის შედეგებმა, რომელთა მიხედვით, გამოკითხულთა 80% ევროპას უჭერდა მხარს, 20% _ რუსეთს. ვიცით, რომ აყალბებენ რეიტინგებს და, თუ სწორი და პატიოსანია “რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, მაშინ ხალხს ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემა.

რომ გაიძახიანნატონატოო”, ჯერ ვინ გიღებს კარს და, დღესვე რომც გაგვიღონ, რაც გამორიცხულია, რისთვის გვჭირდება, რას მოგვიტანს?

იქნებ მიპასუხონ პოლიტოლოგებმა და პოლიტიკოსებმა _ რატომ არის ევროპა და ნატო საქართველოს ინტერესი ან როდის ყოფილა ჩვენი ისტორიული არჩევანი ნატო და ევროპა? ეს არასწორი გზაა! მაგალითად, ირანს სამხედრო კავშირი რომ ჩამოეყალიბებინა, მტერთან შევიდოდით ალიანსში? სად არის ლოგიკა?

ერთი ნათელმხილველი ბრძანებდა პირდაპირ ეთერში, რუსეთი დაიშლება, საქართველო კი გაბრწყინდებაო და ტაშს უკრავდა. სახარებაში წერია, რომ ცრუწინასწარმეტყველებს ყოველთვის ადიდებდნენ და სჯეროდათ მათი. ჯერ ერთი, რუსეთს რა დაშლის და რომც დაიშალოს, ნატო გაგვაბრწყინებს? თუ მართლმადიდებლები ერთად ვიქნებით, აი მაშინ გაბრწყინდება საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქვეყანა. თუ ასე არ მოხდა, თუ ერთად არ დადგა ორი მართლმადიდებელი ქვეყანა და რუსეთი დაიშალა, საქართველო გაქრება. გავიხსენოთ: საბჭოეთი დაიშალა და ამ გეოპოლიტიკურ კატასტროფაში ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა. თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში შევა, მერწმუნეთ, გვეშველება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გაბრწყინებას არ უნდა ველოდოთ!

შემიძლია, დავარწმუნო მოწინააღმდეგენი, რომ ევრაზიული კავშირი ნათელია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი _ ბნელი. სავაჭრო, სამხედრო, ტერიტორიული, კულტურული, რელიგიური და ყველა კუთხით აგრესორ ნატოს ევრაზიული კავშირი ჯობია.

პატივისცემით,
გიორგი ფრანგიშვილი

2 COMMENTS

  1. რათ უნდა ამასლაპარაკი გვიყვარს ბაქი ბუქი ვისაც რუსეთის დაშლა უხარია ის სუბთა შტერია მეორე დღეს საქართველო აგარ იქნება რა მივიღეთ აჭარაში მარგად ხედავთ სოხუმშჯც ასე იქნებკდა მაგრამ რუსეთმა ეს არ დაუშვა და უნდა გვცოდნოდა ბევრი წელი გვისვა თავზე ხელი მაგრამ არა მაშინ წაგვარტყა და რა ვქენით დავამტვრიეთ ბატის კვერცხები ფრთხილად უნდა ვიყოთ თორემ გაეკიდება ეშელონი ეშელონს ჩრდილოეთისაკენ ასეა ეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here