Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე?

რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე?

2862

ამისკენ მიისწრაფვოდა “ნაციონალი” მკბენარებით გამოხრული ქართველი ხალხი?!

რა ხდება? რა დავგმეთ და რა მოვიპოვეთ? _ ვიძახეთ, რუსეთმა დამოუკიდებლობა წაგვართვაო. ლანძღვა-გინებით ავიკელით, როდესაც თვითონ რუსეთსაც ძალიან უჭირდა, იქაც ბობოქრობდა ცრუდემოკრატთა დამაქცევარი ფსიქოზი. საიდან იკვებებოდა ეს ანტიქართული, ანტირუსული და, საერთოდ, ანტიადამიანური პარაზიტი, დღევანდელი სინამდვილიდან ძნელი გამოსაცნობი არ არის.

ცრუდემოკრატები მომავალ თაობას ისტორიულ სინამდვილეს უმახინჯებენ, რუსეთის სასიკეთო გავლენას უმალავენ და ბოროტებით კვებავენ და გაღვივებული ანტირუსული ისტერიით საქართველოს გადაგვარება-გადაჯიშება, დაკნინება-დაქუცმაცებით ევროატლანტიკური უბედურების ყბაში საერთაშორისო თანამეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სატყუარათი მიათრევენ.

ახალგაზრდობამ არ იცის, ერთმორწმუნე რუსეთთან ქართველთა მეგობრულ ურთიერთობას რა სიკეთე ახლდა, მხოლოდ უარყოფითს უკეთებენ რეკლამას და უცხოეთის დავალებით რუსეთს საზარელ მტრად გვალანდებენ. საკმარისია, მასთან ურთიერთობის მოგვარებაზე ვინმემ სიტყვის თქმა გაბედოს, რომ ამ ზომბირებულთა ისეთი აღშფოთება ატყდება, ჯოჯოხეთის ქაჯთა ყაყანზე წარმოდგენა შეგექმნება.

რუსეთთან საერთო ენის გამონახვის ნაცვლად გაზულუქებული მოზარდივით ვიბუტებით და იმას ვეხუტებით, ვინც ზიზღით გვისვამს თავზე ხელს, რათა ჩვენდა საზიანოდ შეგვაძულონ ის, ვისაც შეუძლია, ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი მოზარდის მდგომარეობიდან გვიხსნას. რუსეთიც ისე იქცევა, როგორ სიტუაციაშიც ვაყენებთ. გვავიწყდება, რომ მის წინააღმდეგ შემართული ევროატლანტიკური კოალიცია თვითმკვლელ ფანატიკოსად გვიყენებს და სულაც არ ენაღვლება, თუ ამგვარ წინდაუხედაობას შევეწირებით.

რუსეთის დაუსრულებელი ლანძღვის ფონზე მიმდინარეობს სახალხო ქონების გამნიავებელმომხვეჭელთა აღზევება, ხალხის უკიდურესი გაღატაკება და რატომ გვიკვირს ქვეყანაში ამდენი უბედურება?!

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში საქართველო ინდუსტრიულ-კულტურული მიღწევებითა და მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობით თანამედროვე განვითარებული ქვეყნების დონეზე იყო, ევროატლანტიკელი მეგობრების დახმარებით, რეკომენდაციებითა და ჩვენი ცხოვრების მოწყობაში “კომპეტენტური” ჩარევით კი საშინელებას ჩავეხუტეთ. მათ სულაც არ სჭირდებათ მძლავრი და აყვავებული საქართველო; გამათხოვრებულსა და დაბეჩავებულს ისე გვეპყრობიან, როგორსაც ამგვარი არსებობით ვიმსახურებთ.

რომელი ნორმალური ქვეყნის მთავრობა აიტანდა იმ შეურაცხყოფას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას საქართველოს დელეგაციამ იწვნია?! ქვეყნიდან გაქცეული, დამნაშავე და ძებნილი სააკაშვილი წინა რიგში რომ წამოასკუპეს, ესენი კიდევ დაუპატიჟებელი პრეზიდენტიანად ქანდარაზე მერცხლის ბარტყებივით იყვნენ ჩაჭედილი. მათ ეს არ აშფოთებთ, მაგრამ ქართველ ხალხს ეკადრება ამგვარი აბუჩად აგდება?!

ნატოს წევრი არც ერთი ძირითადი ქვეყანა აღარ დარჩა, არ ეთქვათ, სათქვენო ნატო ცხრა მთას იქითააო. ესენი კიდევ ჭირვეული ბავშვივით გაიძახიან, _ ნატოში შესვლას აღარაფერი გვიკლიაო. საინტერესოა, სად იჩეკება ამდენი დაუბუმბლავი ექსპერტი, უბოდიშოდ რომ გვიმტკიცებენ, უკვე თითქმის ნატოში ვართო. თუ ვაზიანის ბაზა და ქართველი სამხედროების სანატოე გარჯა აქვთ მხედველობაში, ნატო კი არა, რატომ იმას იქით არ არიან. სავალალო კი ის არის, რომ მათი ასეთი როკვა ქართველ ხალხს უბედურებად ექცა, საერთაშორისო თანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის სატყუარა ციური მანანა რომ ჰგონია.

დავივიწყეთ, ორი მტაცებლის ყბაში მოხვედრილი დაქუცმაცებული საქართველო გაქრობის ზღვარზე რომ იყო, ხსნა საიდან მოევლინა?! ქართველთა საამაყო ერეკლე მეორე _ სპარსეთის მიერ დანიშნული, ერეკლე ხანად იწოდებოდა და საქართველოც ისეთივე სახანოდ ითვლებოდა, როგორც სხვა დანარჩენი. სამხრეთში თურქები ბატონობდნენ _ აჭარა და შავი ზღვის სანაპირო მათ განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ყველა ცალცალკე თურქეთის ყბაში ფართხალებდა. რომელი დამოუკიდებლობა წაგვართვა რუსეთმა?! ვინ ამოაძრო უკვე გადაყლაპული აჭარა თურქეთის ყბიდან? შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, იმერხევი, ოლთისი ვისი ძალისხმევით დავიბრუნეთ, რომლებიც მენშევიკური დამოუკიდებლობის დროს ისევ ჩამოგვაჭამა თურქეთმა?! სტალინი ამ ტერიტორიებზე პრეტენზიას უყენებდა თურქეთს და, რომ არა ამერიკელების მიერ ატომური ბომბით დამუქრება, უდავოდ დაიბრუნებდა. რომელმა ევროპელმა თანამეგობარმა გააპარტყუნა ყურები, არიქა, საქართველო იღუპება და ვუშველოთო?!

ვინ ვიყავით? _ აყვავებული და გამძლავრებული საქართველოს ამაყი მოქალაქენი. ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების დონეზე გვქონდა სამეცნიეროსაკვლევი ინსტიტუტები. მსოფლიოში ისმოდა ქართველი მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ასტრონომების, ბიოლოგებისა და სხვა მეცნიერთა ხმა.

გვქონდა ჩარხმშენებელი, მეტალურგიული, საავტომობილო, საავიაციო, რადიოელექტრონული, გემთმშენებელი, ელმავალმშენებელი და უამრავი სხვა ქარხნა, რომლებიც რუსეთის დახმარებით აშენდა. ეს საწარმოები ნედლეულითაც რუსეთიდან მარაგდებოდა და პროდუქციის გასაღების პრობლემებიც არ არსებობდა. რა იქნა? რუსეთმა წაიღო ან დაანგრია და მიწასთან გაასწორა? საკუთარი საზღვაო ფლოტი ვინ შეჭამა?! დასავლეთ საქართველოში ჩაისა და ციტრუსების წარმოების ესოდენი მომძლავრება ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში მევენახეობისა, კრედიტებით ხელშეწყობა და შემდგომში მისი გადახდის პატიება ვინმეს დაუყვედრებია?!

რუსეთი იყო იმპერია და დღევანდელი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა ანგელოზთა ბუდე?

უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა რუსეთმა დაგვაძალა თუ ევროატლანტიკურმა კეთილისმსურველებმა დაგიქნიეს თითი, რასაც ამერიკელთა მსახური არასამთავროების ღავღავი და “ნაციონალთა” შერჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თემიდას მახვილის ანტიქართული მოხმარება მოჰყვა.

იქნებ ვინმემ შეგვახსენოს შემთხვევა, რომ ქართველი ქალი, ოჯახის დედა გადახვეწილიყო რუსეთში ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოსავლელად. თმები ყალყზე დაგიდგება ევროპაში ვაი-ვაგლახით მოხვედრილი ქართველი ქალბატონების საზარელ პირობებში ტანჯვის მოსმენით.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით დავიწყეთ და ღრიალით _ “ძირს იმპერია!” საშიში მტაცებლის ყბაში აღმოვჩნდით. ყველა სიკეთე, რომლებიც სოციალისტურ ცხოვრებას ახლდა, იმპერიულ უბედურებად გამოვაცხადეთ, უაღრესად განვითარებული სახალხო მეურნეობა გავანადგურეთ. ეს სანაქებო ევროატლანტიკური თანამეგობრობა ერთი ქარხნის აშენებაში მაინც დაგვეხმარა, იმოქმედეთ და როგორმე სული მოითქვიო?

სასოფლო-სამეურნეო მიწების უთავბოლო განიავებას, ქარსაფარი ზოლების გაჩეხვასა და სარწყავი სისტემების განადგურებას არ დავჯერდით და მიწაში ჩაწყობილი ლითონის მილებიც გავყიდეთ, გადავთხარეთ და გავაოხრეთ სავარგულები. რომელ დამპყრობს შეეძლო ქვეყნის ასე საშინლად დარბევა?! სოფელი იცლება, ახალგაზრდობა უმუშევრობით სასოწარკვეთამდეა მისული და ოჯახს ვერ ეკიდება; საქართველოდან გადასახვეწ გზას ეძებს და აგერ, თურმე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პერსპექტივა გვქონია. გამფრთხალ ახალგაზრდობას აქ რაღა ძალა დააბრუნებს?!

როცა საქართველოში გაყინულ ხორცს არ კადრულობდნენ, თევზის კონსერვი, საქონლის “ტუშონკა” და ძეხვი აუარებელი იყო, რუსეთის რეგიონებში კი მხოლოდ ძვლები იყიდებოდა წვნიანი კერძის დასამზადებლად. ამგვარი სიჭარბით გაკვირვებული რუსეთიდან ექსკურსიაზე ჩამოსული მოქალაქეები შინ ამანათებით გზავნიდნენ პროდუქტებს. არადა, მეცხოველეობის პროდუქტებს საქართველო რუსეთიდან დოტაციით იღებდა, რაზეც ქართველთა უბედურებამ, კარიერისტმა და მუხთალმა შევარდნაძემ უარი თქვა და საქართველოში კარაქი ისე გაქრა, ერევნიდან დაიწყეს შემოტანა. რუსეთში ციტრუსების გაყიდვის აკრძალვით და რუსეთის ბაზრებში ქართველებზე ნადირობით ხომ გამოიჩინა თავი და მთელი თავისი კომუნისტური მოღვაწეობა ქართველი ხალხის უბედურებას მოახმარა. ჩვენ კი ვერ შევინარჩუნეთ ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც ევროატლანტიკელმა მეგობრებმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნეს, დაამხეს და მარიონეტი შევარდნაძე, უკვე მეორედ, საზარელ სარეველად ჩაგვითესლეს, რომლის მწარე ნაყოფით დღესაც გვიწამლავენ სიცოცხლესნაციონალებიდა მათი მსგავსნი.

ღვარძლმა, მომხვეჭელობამ, გაუმაძღრობამ, ამპარტავნობამ, შურმა, განდიდების მანიამ და ყველა მანკიერებამ განვითარებული და აყვავებული საქართველო უცხოეთის ლაქიად, გამათხოვრებულ საცოდაობად აქცია.

ვინ იყო დაინტერესებული საქართველოს ასე საზარლად გაპარტახებით? ცრუ მეგობრებმა კარგად იციან, რომ მათხოვარი იოლი სამართავია და აგერ, ჩვენი მაგალითი: დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყნის ჯარისკაცებს ერაყში, ავღანეთსა თუ აფრიკაში აღვრევინებენ სისხლს და ერთი არ წამოსცდებათ, უნდა მოგიფრთხილდეთ, რათა წელში გაიმართოთ და ნორმალურად იცხოვროთო. დიდ მტაცებელს ადევნებული ტურასავით დავყვებით ნატოს, რომლის სისხლიან ნაკვალევზე მხოლოდ ხალხების უბედურებაა. აგერ არის ერაყის, ლიბიის, ავღანეთისა და მთელი არაბული სამყაროს ან თუნდაც უკრაინის მაგალითი. ჩვენ კი ნატოში მიღების სურვილის ტყვეობაში ისე გავიბლანდეთ, რომ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება კი არა, რაც დავრჩით, ლამის ამაზეც ხელები დაგვაბანინონ.

თითქმის ოცდახუთი წელია, უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად დემოკრატიის ლოზუნგით ვიბრძვით და მივადექით კიდეც აქამდე არარსებულ გაჭირვებას. მსოფლიოში, ალბათ, არ მოიძებნება ისეთი საზარელი უბედურების მაგალითი, როდესაც მამა თავს იკლავს იმის იმედით, რომ მის დაკრძალვაზე შემოსული ფულით შვილისთვის ოპერაციის გაკეთება მოხერხდეს. დამშეული ცოლშვილის უბედურების შემყურე, უმუშევრობის ბრჭყალებში მოქცეული ოჯახის შრომისმოყვარე მამა თავს იკლავს. ამ დროს მთავრობის, პარლამენტისა და პარტიების ბოსები სატელევიზიო შოუებში ტაკიმასხარაობენ და სიცილით იჭაჭებიან. საქართველოს დღევანდელობის ფონზე ზღაპრული ხელფასი ეცოტავებათ და ხელფასის დანამატად წოდებულ თანხებსა და პრემიებს ისეთი რაოდენობით იღებენ, მათი სანატრელი ევროპაც კი გაოცდება. განა ამისკენ მიისწრაფვოდა “ნაციონალი” მკბენარებით გამოხრული ქართველი ხალხი?!

ევროატლანტიკურ მოთხოვნებზე გადასვლას ხალხის ნდობის დაკარგვა ახლავს. როგორც უნდა ელაქუცო და ინგლისურ ენაზე ჩლიქინით თავის მოწონება სცადო, ნაცისტებს მაინც ვერ გადაასწრებთ, ასე ღრმად რომ არიან შემძვრალი ევროატლანტიკურ ძაღლიშვილთა საპატიო ადგილას. თუ ასე არ არის, კბილებით რატომ იცავენ საერთაშორისო კანონებით დამნაშავე, ომის გამჩაღებელ, საკუთარ ხალხთან მეომარ, ქართველი ხალხის დაუძინებელ მტერ სააკაშვილსა და მის ბანდას, რომელიც 8 მილიარდი დოლარით დაასაჩუქრეს ცხინვალის ავანტიურის ესოდენ ბრწყინვალედ შესრულებისთვის.

ასე რომ, მივილტვით ევროკავშირში, რომელიც თავის სტანდარტებზე გასვლას გვავალებს, ნაციონალ დამნაშავეებს კბილებით იცავს და საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს, რაღა ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღება მოითხოვეს? ევროსტანდარტებში შედის უიმედობაში მყოფი გაჭირვებული ხალხის ფართხალი და დამშეული პენსიონერების საცოდაობა, ისედაც მჭლე პენსია წამლებისთვის რომ ვერ გაუწვდენია? ასე უკუსვლით თუ გვიპირებენ ევროკავშირში შესვლას, აფერუმ, ევროპასა და მის კავშირს “ნაცისტთა” მეხოტბე სახალხო პარტიის თამადობით. ჯერ არ ვიცით, ასოცირების ხელშეკრულებით რა რეფორმების გატარებას ითხოვენ ჩვენგან, მაგრამ ცხადია, ანტიდისკრიმინაციური კანონის მსგავსი მარგალიტები საკმაოდ ექნებათ. მათ პედერასტების ამქარში ყოფნა ეამაყებათ და შენ რაღაზე აჰყოლიხარ გამრუდებულ ვნებათა ხუსტურს?! რა ჯადო გაგვიკეთეს ასეთი, რომ პარლამენტში არ მოიძებნა ერთი დეპუტატი მაინც, რომელიც იტყოდა, ანტიდისკრიმინაციული კანონს, თქვენს მამიდას ასე კარგად რომ მოერგო, ჩვენი ხალხის სულს არ წავაბილწვინებთო.

დღეს უკვე საიდუმლო აღარავისთვის არის, რომ საქართველოს ამერიკის ელჩი მართავს. ხალხი კი ბევრი საკითხის მოგვარებას “ქართულ ოცნებას” ავალებს, მაგრამ საკითხავია _ არის ხელ-ფეხგახსნილი ხელისუფლება, რომელსაც ამდენი მკბენარი დასევია და სისხლს წოვს?

ექსსაგარეო მინისტრი ქალბატონები გულს გვიხეთქავენ, არავის ვაპატიებთ ევროპის გარდა სხვა მხარეს გახედვასო. ალასანიამ ხომ დაამშვენა “ქართული ოცნება” და მიშა მეორის იარლიყი მიისაკუთრა ამერიკელი მფარველებისგან. ქართველი ერის საამაყო მამულიშვილების _ ილიას, აკაკის, ვაჟას, ლადო ასათიანის მაგინებელი და, საერთოდ, ყოველივე ქართულის უარმყოფელი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან თუ ტელევიზიის ეკრანიდან თავის დეფორმირებული აზროვნების ნაყოფს რომ გვთავაზობს, გაარკვიეთ ახლა, სად მთავრდება ეს არსება და სად იწყება ნამდვილი “ქართული ოცნება”, თორემ სულაც არ გვიკვირს “ქართვლის დედის” მაგინებელი “ნაცისტი” ჭიაბერიშვილისა და მისთანების სატელევიზიო სისინი. კიდევ რამდენი პარტია და პიროვნებაა, რომელთა პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ახლა კი ენერგიულად “უძვრებიან” ევროატლანტიკელ დამრიგებლებს. ან რაღა დარჩა “ქართული ოცნებიდან”?!

არც ამერიკელებს დავიწყებიათ არასაიმედოთათვის სახელმწიფო გადატრიალების ყვავილებით მოწყობის ილეთი, მათ ალასანია ჰყავთ გახუნებული და გაშიფრული მიშას მაგიერ.

კადრების შერჩევაში სერიოზული იაღლიში ბიძინა ივანიშვილს შეიძლება შეცდომად არ ჩაეთვალოს, თუ ეს პიროვნებები უცხო ძალის ზეწოლით მოახვიეს თავს. თორემ ადამიანს, რომელიც “ნიჩურტა ქართველების” ავტორია, პრეზიდენტად არ დაგვინიშნავდა. ახლა გამოდის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით და ქელეხის უხეირო თამადასავით ყურადღებას ითხოვს. შენც ისეთი რამ თქვი, რომ მოგისმინონ. ვიდრე პრეზიდენტად აკურთხებდნენ, ბიძინას პლასტელინივით ეგლისებოდა, გაინაღდა და აღარ სცნობს. ენდე ახლა ამგვარ კაცს! თუ ასე გინდა, განაგდე ბიძინას ნაჩუქარი და შენი ავტორიტეტით ეზიარე პრეზიდენტობას. მერე გინდ, ელ-გე-ბე-ტე ვაჭარაძესთან და გინდ, ამერიკელთა მსახურ არასამთავრობო გოგო-ბიჭებთან კონსულტაციის ანგარიშით გაგვანათლე.

ხელისუფლებას, შეიძლება, ეკონომიკური პრობლემები შეექმნას, როცა ესოდენ დამოკიდებულია საერთაშორისო სავალუტო რყევებზე _ ეს გასაგებია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, ვისი ზეგავლენით ფერხდება ქართველთა სურვილი, ნაცისტების მიერ თბილისის ცენტრიდან გაძევებული ერის საამაყო მეფის _ დავით აღმაშენებლის თავის ადგილზე დაბრუნება.

ფაშისტურ გერმანაზე გამარჯვების სამოცდაათ წლისთავს ნაცისტების მიერ აფეთქებული ობელისკის ადგილიდან ამ პარლამენტში იმავე ნაცისტების ბოროტი ღავღავით ვხვდებით. მსოფლიო ზეიმობს ფაშისტური ჭირიდან ხსნის იუბილეს, ქართველმა ხალხმა ესოდენ დიდი და საამაყო წვლილი რომ შეიტანა მის განადგურებაში. თუმცა ნაცისტების მიერ ვანდალურად მოსპობილი ქართველი ხალხის საამაყო შვილების ობელისკის ცოდვიან ადგილზე სხდომების გამართვა ისე არ აშფოთებთ, როგორც ხეზე შემომჯდარ თვალებდაჭყეტილ ბუს გაცოფებულ ზღვის ტალღებს შეჭიდებული ნავის ბედი.

ავსტრიაში, სადაც ფაშიზმი მსოფლიოს დასაგესლად ბობოქრობდა, ნეოფაშისტებს არ აპატიეს საბჭოთა მეომრის ობელისკის საღებავით დასვრა. სიღნაღში კი ვანდალებმა მთელი ქიზიყის სიამაყე, სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ბრწყინვალე უნიკალური ობელისკი გაანადგურეს და სხვა ღირსშესანიშნავი ძეგლებიც მიაყოლეს.

რა შეუძლია “ქართულ ოცნებას”, როცა ევროატლანტიკურ მფარველებს ეს ნაცისტები ისევ საქართველოში ვითარების მომავალ ამრევებად წარმოუდგენიათ და სათანადოდაც აფასებენ მათ ანტიეროვნულ ღვაწლს? ესენი, სერიოზულად გაპაპაჯორებულები, მიტინგებს აწყობენ და ხელისუფლებაში დაბრუნების მუქარით გულუბრყვილო ობივატელს გულს უხეთქავენ. ტელევიზიები ხომ მათი ღვარძლის ნოტზეა აწყობილი იმ დონეზე, რომ თავიანთი ბატონობის პერიოდსაც გაასწრეს.

ახლა უკრაინაში აფრქვევენ ღვარძლსა და ბოღმას, რომელიც პლაცდარმად გაიხადეს საქართველოში რევანშის მოსაწყობად. უკრაინელი ხალხი კი მიხვდება, რა საშინელი უბედურებაც დაატყდა თავს ბანდერელი ნაცისტების პარპაშით და ამ ევროატლანტიკურ სატყუარას დამსახურებულ ადგილს მიუჩენს, მაგრამ როგორი მსხვერპლის ფასად დაუჯდებათ ნეოფაშისტი არამზადების თავხედობა, რომლის შედეგებიც მომავალ თაობას ექცევა თავის ტკივილად…

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მომაკვდავი “ნაცისტური მოძრაობის” რეანიმაციის პროცესი. ამერიკა-ევროკავშირის ქორებს ჯერ კიდევ ვერ შეუგნიათ, რომ ქართველი ხალხი არც ისეთი გულუბრყვილოა, მათი ბოროტი ხრიკები სიკეთის მაცნედ რომ მიიღოს. ვერც ენ-დი-აისა და აი-რა-ის კვლევებით ვეღარ აურევენ გზა-კვალს. ქართველი ხალხი თანდათან ნათლად ხედავს ამერიკელთა ბოროტ განზრახვებს. შორს აღარ არის დრო, როდესაც საქართველოდან აიკრეფენ გუდა-ნაბადს. მათი ბატონობის წლები კი ქართველი ერის ისტორიას კიდევ ერთ შავ ფურცლად შემორჩება.

“ქართულ ოცნებას” კი მივმართავ: ევროატლანტიკური ლიქნი ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვად არ ღირს. ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენი მოღვაწეობა, ქართველი ერის იმედი ვადაში გადატეხილ ხმალს დაემსგავსოს. გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ სწამთოცნებისდა, თუ თავგანწირულად შეუტევთ ავსა და ბოროტს, მადლიერი ქართველი ერი დიდებას და პატივს არ მოაგკლებთ.

გივი სომხიშვილი,

მწერალი, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი,

აკადემიააია”- ნამდვილი წევრი

 

17 COMMENTS

  1. თითოეული სიტყვა ,რაც აქ წერია,სიმართლეა და თანაც,ძალიან მწარე სიმართლე.

  2. VETANXMEBI NAMDVILAD KALBATON MARINAS….MILIONI PROWENTIT MARTALİ BRDZANDEBIT BATONO GIVI. RATOM IKAVIT GASHUMEBULİ AMDENI WLEEBI. SAKARTVELOS TKVENISTANA MRAVALİ ADAMIANI SHIRDEBA ROM XMA AMOIGOS. RAMODENA ISTORIA AKVS SAKARTVELOS DA RAMDEN MTERS GADAURSHA…KVELAM KARGAD IWIS…EXLA SHVENI PEXIT MOVEDIT DA MONEBAD VART TURKETSHI, SABERDZNETSHI, ESPANETSHI, ITALİASHI DA KVELGAN RATA PURIS PULİ MOVIDZIOT. TURKETI SAXELMWIPO 1997 WLİDAN RUSETIS BAZRIT SARGEBLOBS. NUTU KVEKANA BAZRIS GARESHE IARSEBEBS. 80 MILIONIANI KVEKNIS LİDERİ KVELA ODJAXS 4 DA METI SHVILIS GASHENAS AVALEBS….DAWOTAVDA SAKARTELO…VIZRUNOT KVELAM. GVIKVARDES ERTMANETI…GAVADZLİEROT AVAKVAVILOT SHVENI ULAMAZESI SAMSHOBLO. VIKOT KVELA KVEKANASTAN MEGOBRULAD.

  3. Anu shevardnadzis dros . Edvardi xom rusetma gamogvigzavna da akakunebda evro kavshirshi ტერიალური კეთილდღეობით თანამედროვე განვითარებული ქვეყნების დონეზე იყო, ევროატლანტიკელი მეგობრების დახმარებით, რეკომენდაციებითა და ჩვენი ცხოვრების მოწყობაში “კომპეტენტური” ჩარევით კი საშინელებას ჩავეხუტეთ. მათ

  4. ამას მეც ვიძახი მაგრამ ტელევიზია ზიზის და პიდარასტებს აპიარებს…… საქართველის აყვავების გზა რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზება…..

  5. სრულ ჭეშმარიტებას ამბობს ბატონი გივი, მაგრამ ვინაა ამის შემსმენი, ამ უბედურსა და უპატრონო ქვეყანაში, თუ კიდევ ითვლება ეს ქვეყნად.

  6. ugrmesi madloba batono givi tirilit davamtavre kitxva kargi iqneba tu erti azri eqnebat saqartveloshi tqven rogorc fiqrobt samwuxarod azrta sxvadasxvaoba dagupavs qveyanas am mtavrobas qveynis martva ar sheuzlia da arc eshvebian arc erti mtavroba ar yofila qveyvistvis me vnatrob stalinisnairi pirovneba movides sataveshi rom amdeni mogalateebisgan gawmindos saqartvelo iqneb es droc dadges madloba ufali gfaravdet

  7. sruli simartlea,gaixaret, gtxovt imokmedot tkven da tkvennairad moazrovneebma.moucodet kidev mravaljer,rom gamoigvizos erma da berma. davdget ertad saqartvelos da qartveli eris gadasarchenad! Gmerti tqventan!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here