ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“ იმ საკითხებზე წერს, რომელთა გამოც დასავლეთი ბევრს დაკარგავს, თუ ნიგერში ახალი ანტიდასავლური მთავრობა იქნება:
1. იქ არის ამერიკული სამხედრო ბაზა, რომლიდანაც მათი უპილოტო საფრენი აპარატები ყველგან დაფრინავენ;
2. საფრანგეთი ურანის 45%-ს ნიგერიდან იღებს. ატომური სადგურები საფრანგეთის ელექტროენერგიის 70%-ზე მეტს გამოიმუშავებენ;
3. ნიგერი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელიც არ მონაწილეობს რუსეთ-აფრიკის ფორუმში;
4. ნიგერის ჩამოგდებული პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მეგობარია, რამდენიმეჯერ დაურეკეს ერთმანეთს და ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას უკრაინის მხარდაჭერისთვის;
5. ნიგერი ყოველთვის აძლევდა ხმას დასავლეთის ყველა ანტირუსულ რეზოლუციას უკრაინის შესახებ;
6. „ვაგნერის“ მეთაურმა პრიგოჟინმა უკვე პირდაპირ დაუჭირა მხარი ნიგერის ყოფილი კორუფცირებული პრეზიდენტის დამხობას და მზადაა დასახმარებლად;
7. საფრანგეთს აქვს თავისი ავიაბაზა ნიგერში;
8. გენერლები, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მალის ხელისუფლებასთან, ქვეყნისა, რომელშიც ვაგნერი უზარმაზარ როლს თამაშობს და რომლიდანაც ფრანგები გააძევეს;
9. თუკი ნიგერში ახალი სტაბილური ანტიდასავლური მთავრობა იქნება, მაშინ აფრიკაში რუსეთისადმი მეგობრული და დასავლეთთან კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოებისგან შეიქმნება „მეგობრობის რუსული სარტყელი“ ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/7521