როგორც უკრაინული წყაროები წერენ, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტის კულისებში ზელენსკიმ პარტნიორებთან მობილიზაციის საკითხიც განიხილა. იგეგმება ევროკავშირში წასული უკრაინელების შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია, – წერს ტელეგრამ-არხი„ Юрий Баранчик “-ი.
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, ასევე, ჩეხეთი აპირებენ მათ ხელთ არსებული მონაცემების გადაცემას „ლეოპარდების“, „აბრამსებისა“ და „ბრედლების“ ეკიპაჟების პოტენციურ წევრებზე. ძველი ევროპა, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის სახით, თანახმაა, შეიმუშაოს კიევთან ურთიერთქმედების მექანიზმები საკუთარი ტერიტორიებიდან უკრაინელების მობილიზაციისთვის.
ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მობილიზაციის მხარდაჭერა აშკარაა. სჯობს, უკრაინელებმა იბრძოლონ დასავლეთის ინტერესებისთვის, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებმა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2023 წლის იანვარში გამოთვალა უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც დატოვეს ქვეყნის ტერიტორია: ასეთი სულ 7 915 287 ადამიანია, მათგან 2 852 395 რუსეთში წავიდა.
ზოგიერთი მონაცემით, ევროკავშირში დაახლოებით 500 000 უკრაინელი მამაკაცია ზელენსკის რეჟიმის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიებიდან და ისინი, ასაკის მიხედვით, მობილიზაციას ექვემდებარებიან. სწორედ ამ „სამობილიზაციო რეზერვს“ ეძებენ ახლა ევროკავშირის ქვეყნებში.
აშკარაა, რომ დასავლეთის განაჩენი „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“ ყველას ეხება. მათ, ვისაც გაუმართლა და მოახერხა ფრონტისთვის თავის არიდება, ახლა მოუწევთ ან ევროკავშირში კარგად დამალვა, ან საკუთარი საჭიროების დამტკიცება, ან კიდევ გაქცევა სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ ითანამშრომლებენ კიევთან მობილიზაციაზე.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@barantchik/11225