რუსეთმა, უკრაინამ და ევროკავშირის სახელმწიფოებმა მოსკოვსა და კიევს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მოგვარების სურვილი გამოთქვეს. შესაბამისი ინფორმაცია ჩინელმა ემისარმა ლი ჰუეიმ გაავრცელა.
ამის შესახებ მან 2 ივნისს, პარასკევს, ჩინეთის სახალხო დიპლომატიის ასოციაციის ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყველა ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს და პეკინთან დიალოგი შეინარჩუნოს, – განაცხადა ემისარმა.
“პირველი, რაც აშკარად ვიგრძენი, იყო პოზიტიური შეფასება ყველა შესაბამისი მხარის მიერ ჩინური მხარის ძალისხმევაზე. ყველას აქვს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების იმედი“, – დაასკვნა ლი ჰუეიმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლი ჰუეი 15-26 მაისს ეწვია კიევს, ვარშავას, პარიზს, ბერლინს, ევროკავშირის შტაბ-ბინას და რუსეთს უკრაინის კრიზისის განსახილველად.