რუსმა სამხედროებმა ისწავლეს ახლახან კიევის რეჟიმისთვის მიწოდებული შორი დისტანციის Storm Shadow რაკეტების ეფექტურად ჩამოგდება. ამას მოწმობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ანგარიშის მონაცემები სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაჩერეს 7 შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, 3 რადარის საწინააღმდეგო რაკეტა HARM და ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო ამერიკული სისტემა HIMARS-ის 7 რაკეტა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს დღე-ღამეში 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება.
უკრაინელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით მომარაგებისთანავე დაიწყეს მათი გამოყენება ლუგანსკზე იერიშისთვის.