Home ახალი ამბები მსოფლიო ნიუ-იორკში მაღაზიებს, როგორც წესი, ერთი და იგივე ადამიანები ძარცვავენ

ნიუ-იორკში მაღაზიებს, როგორც წესი, ერთი და იგივე ადამიანები ძარცვავენ

პოლიცია მათ ათავისუფლებს, გამყიდველები კი ვერ ეწინააღმდეგებიან

პოლიციამ განაცხადა, რომ შარშან  ნიუ-იორკში მაღაზიების ძარცვისთვის დაპატიმრებების თითქმის მესამედი მხოლოდ 327 ადამიანზე მოდიოდა. ისინი, პოლიციის კომისარ კიჩანტ სიუელის თქმით,  დააპატიმრეს, განმეორებით დააპატიმრეს და ასე შემდეგ  6000-ზე მეტჯერ. ზოგისთვის მაღაზიის ძარცვა ხელობად იქცა, ზოგი საქციელი კი ნარკომანიით ან ფსიქიკური დაავადებით არის განპირობებული.  „ნიუ-იორკ თაიმსზე“ დაყრდნობითი ამ ინფორმაციას ავრცელებს  პოლიტოლოგ დიმიტრი დრობნიცკის  ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.

პოლიციის ცნობით, ყველა საჩივრის 20% მოდის 18 უნივერმაღსა  და შვიდ ქსელურ აფთიაქზე. ნიუ-იორკის პოლიცია ცდილობს, დაამშვიდოს ქალაქელები. სამართალდამცველები ამბობენ, რომ დამნაშავენი ერთი და იგივე ადამიანები არიან და არც ისე ბევრი მაღაზიაა გაძარცვული, მაგრამ ეს არავის ამშვიდებს. პირველ რიგში, აშკარაა უცნაური ლიბერალური დამოკიდებულება დამნაშავეების მიმართ;  მეორე – დიახ, საჩივრების 20 პროცენტი 18  მაღაზიაზე მოდის, მაგრამ დანაშაულის 80%  ნიუ-იორკის დანარჩენ სავაჭრო ცენტრებში  ხდება.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის დამცველებმა განაცხადეს, რომ წვრილმანი ქურდობა აუცილებლობით გამოწვეული დანაშაულია და  ბევრი წარუმატებელი ნიუ-იორკელი იპარავს იმას, რაც  სჭირდება თავის გადასარჩენად  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქში. რიტეილერები (საცალო მოვაჭრეები – ლ.მ.) დამნაშავეთა ორგანიზებული ბანდების თითქმის დაუსჯელ საქმიანობაზე მიუთითებენ, რომელთა წევრები იყენებენ გირაოს შესახებ ახალ კანონს „წვრილმანი დანაშაულებისთვის“ და გირაოს ან  პატიოსანი სიტყვის საფუძველზე თავისუფლდებიან. უფრო მეტიც, ახალი კანონი უმეტეს შემთხვევაში საშუალებას აძლევს ქურდებს, თავი აარიდონ პატიმრობას.

ყველაზე მეტად ზარალდებიან პატარა მაღაზიები, რომლებშიც გამყიდველები იძულებულნი არიან, დამოუკიდებლად და საკუთარი ხარჯებით დაუპირისპირდნენ დამნაშავეებს. ბევრი მათგანი ამჯობინებს, დახუროს მაღაზია და შემოსავლის სხვა წყარო მოძებნოს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5558

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here