Home ახალი ამბები მსოფლიო 19FortyFive: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის კონფლიქტზეა დამოკიდებული

19FortyFive: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის კონფლიქტზეა დამოკიდებული

19FortyFive: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის კონფლიქტზეა დამოკიდებული

უკრაინის კონფლიქტმა და აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიონ ერთმანეთზე და დროა ამერიკელები დაფიქრდნენ ამ მოვლენების მჭიდრო ურთიერთკავშირზე, – მიიჩნევს პორტალ 19FortyFive-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი რობერტ ფარლი.

ფრონტის ხაზზე ქალაქები მტვრადაა ქცეული და რუსები და უკრაინელები იბრძვიან იმაზე ბევრად უფრო დიდი ფსონებისთვის, ვიდრე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, – წერს ავტორი.

მისი აზრით, თუ უკრაინის კრიზისი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე არ მოგვარდა, ამ არჩევნების შედეგი, შესაძლოა, პირდაპირ იყოს დამოკიდებული „ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე“.

ფარლიმ განმარტა, რომ სანამ ბაიდენი მხარს უჭერს კიევის რეჟიმს, რესპუბლიკელთა ბანაკში იზრდება უკმაყოფილება ზელენსკისთვის გაწეული უზარმაზარი დახმარების გამო.

ავტორს მოჰყავს ფლორიდის გუბერნატორის რონ დე სანტისის, სავარაუდოდ, ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგის, მაგალითი, რომელმაც უკვე შეცვალა რიტორიკა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის შესატყვისად. ფარლი დარწმუნებულია, რომ ტრამპი, დიდი ალბათობით, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება 2024 წელს და პარტია, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს უკრაინის დახმარების შეწყვეტას ან მკვეთრად შემცირებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here