მკითხველო! მინდა, დაგარწმუნოთ, რომ, როდესაც სტალინის ფენომენს ეცნობით, საქმე გაქვთ არა ჩვეულებრივი ადამიანის შემოქმედებასთან, არამედ სხვა, უფრო დიდ განზომილებებსა და სულიერ სიმაღლეებთან… ერთხელ ისააკ ნიუტონმა, რომელმაც თავისი კანონებით სიბნელე გაანათა და ღამე დღედ აქცია, თავისი სახლის კარზე ორი ხვრელი გააკეთა _ დიდი და პატარა. როცა ჰკითხეს, ასე რატომ მოიქეციო, უპასუხა, იმიტომ, რომ ორი კატა მყავს _ დიდი და პატარაო. ფარდობითობის თეორიის ავტორი, უდიდესი მეცნიერი, მიამიტი იყო ცხოვრებისეულ საკითხებში. სტალინის მსგავსი ადამიანი კი, მეცნიერული, პრაქტიკული და ადამიანური თვალსაზრისით, დედამიწაზე არ დაბადებულა.
სტალინი, როდესაც ზუბალოვოს აგარაკის კომენდანტ ეფიმოვს წერილს სწერდა, ვასილი (შვილი) ბებიას (სიდედრს) მოარიდეთ, რადგან ზედმეტი დათმობებით რყვნისო, პარალელურად, აკადემიკოს ნიკოლაი ციცინს ხორბლის მრავალწლიანი ჯიშის გამოყვანაზე ესაუბრებოდა, მისაღებში კი ჰიდროტექნიკის სპეციალისტ, აკადემიკოსი ჟუკი ელოდებოდა, კუიბიშევის ელექტროსადგურის ტექნოლოგიური პროექტის გეგმის მისაღებად.
*ამ პერიოდში გადამწყვეტ ფაზაშია მოსკოვის მეტროპოლიტენის დაპროექტება სტალინის მიერ შემუშავებული გეგმით.
*თავაუღებლად მუშაობს “მფრინავი ტანკის” ტექნიკურ პირობებზე, რომლის დეტალებიც, ეს-ეს არის, უნდა გადასცეს კონსტრუქტორს; *საათობით უსმენს და სათანადო დასკვნებს აკეთებს რადიოლოკაციის სპეციალისტის, აკადემიკოს ბერგის ლექციებიდან;
*უშუალოდ არის ჩართული კონსტრუქტორ გრაბინთან ერთად ზარბაზნების დეტალების სრულყოფის საქმეში და საგამოცდო პოლიგონზე ამბრაზურიდან თვალყურს ადევნებს სროლის შედეგებს;
*ინსტრუქტორ კოშკინთან ერთად ქმნის ლეგენდარულ ტანკს _ ტ-34-ს და მასზე სტალინის უშუალო მითითებებით ამონტაჟებენ შესაფერისი დიამეტრის ქვემეხს;
*აშენებს დღემდე საოცრებად მიჩნეულ სტალინურ მაღლივ შენობებს;
*აძლევს შენიშვნებს კარიკატურისტ ეფიმოვს, რომ სამურაის დახატვა ეშვებით არ შეიძლება, რადგან ეს “ეროვნული ღირსებების შელახვაა”;
*კომპოზიტორ ალექსანდრე ალექსანდროვს ურჩევს რეპერტუარს და უზუსტებს ტონალობას;
*ალექსანდრე კორნეიჩუკთან ერთად კონსპირაციულად წერს პიესა “ფრონტს” და აქვეყნებს გაზეთ “პრავდაში.
*დეტალურად იხილავს მოსკოვის დაცვის საკითხს და პარალელურად პოლიტბიუროს სხდომაზე გამოაქვს საკითხი საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის გახსნის თაობაზე;
*სტალინგრადის დაცვის მსოფლიოში არნახული ბრძოლების ფონზე, პოლიტბიუროს სხდომაზე გააქვს საკითხი ფრონტიდან სპორტსმენთა გამოწვევისა და 1943 წლის შემოდგომაზე სპორტის რამდენიმე სახეობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე;
*უშუალოდ ხელმძღვანელობს კინოფილმ “გიორგი სააკაძის” როგორც სცენარის, ასევე გადაღების ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას;
*დიდ და მოსკოვის მხატვრულ აკადემიურ თეატრებში უშუალოდ ხელმძღვანელობს, როგორც რეპერტუარის შედგენას, ასევე მისი განხორციელების მიმდინარეობას;
*უდიდეს ძალისხმევას ახმარს საპარაშუტო სპორტის განვითარებას და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას;
*საბჭოეთის უკიდეგანო ტერიტორიაზე გაჰყავს სარწყავი არხები და აშენებს მილიონობით ჰექტარ ქარსაცავ ზოლს;
*შეიმუშავებს ბერლინის ოპერაციას, რომელიც ომების ისტორიაში კლასიკური ოპერაციის ნიმუშად ითვლება, რომ არაფერი ითქვას, ათ სტალინურ დარტყმაზე და 227-ე ბრძანებაზე, “რომელთა ავტორობაც ისევე მიეწერება ღმერთს, როგორც ადამიანს”.
ლეგენდარული მაკედონელის, ნაპოლეონისა თუ სხვა გამოჩენილი მოღვაწის საქმიანობის აღსაწერად სრულიად საკმარისია ერთი ტომი, ხოლო რამდენი ათეული ტომი დასჭირდება სტალინის ნააზრევისა და გაკეთებულის ქაღალდზე გადატანას, მკვლევარებსა და მწერლებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ.
აი, ასეთი თანამემამულე გყავთ, ქართველებო, და მის მიმართ უმადურობას იჩენთ?! მოდი, ერთად გავაანალიზოთ სტალინის მოქმედება, მისი ნააზრევი და მის მიერ გაკეთებული საქმეები, იქნებ გული მოგიბრუნდეთ:
1936 წელს სტალინმა გადაწყვიტა, კუიბიშევში აშენებულიყო გიგანტური ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მან თავისთან მიიწვია საბჭოთა ჰიდროტექნიკოსი, აკადემიკოსი სერგეი ჟუკი. როცა მეცნიერს თავისი მოსაზრებები გააცნო დაუმატა:
_ თქვენ ნუ მოცდებით იმის გარკვევაზე, ვარგა თუ არა ეს ადგილი ჰიდროელექტროსადგურისთვის, ეს ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, ელექტროსადგური იქ უნდა აშენდეს და იცით, რატომ? ელექტროსადგურში მოხმარებული წყალი უნდა გამოვიყენოთ მოსარწყავად და ამისთვის ის უფრო ადვილად მიიღებს წყალს ვოლგიდან, ამასთანავე, აქედან უფრო იოლია ელექტროენერგიის გადაცემა სხვა რეგიონებისთვის. გარდა ამისა, ამ ელექტროსადგურისთვის საჭირო არხის სამარის არხთან შეერთებით 140 კილომეტრით მოკლდება სამდინარო გზა ვოლგაზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს. სწორედ ამ საკითხების გადასაწყვეტად მოგიწვიეთ თქვენ.
_ მჭირდება ათი დღე და თანხმობა კუიბიშევში გამგზავრებაზე, _ უპასუხა ჟუკმა.
_ თანახმა ვარ, წაბრძანდით კუიბიშევში.
კუიბიშევში ჩასული მეცნიერი საფუძვლიანად გაეცნო ჰესისთვის საჭირო ადგილმდებარეობას და შეეცადა, სპეციალისტებთან ერთად განესაზღვრა, რა სიდიდის რაბები უნდა გაჭრილიყო. ზოგიერთი მეცნიერისა და პრაქტიკოსის აზრით, რაბები გიგანტური უნდა ყოფილიყო, ზოგიერთის აზრით კი _ საშუალო. ჟუკი დაუკავშირდა სტალინს და მოახსენა, რას ფიქრობდა რაბების ზომის შესახებ. სტალინმა უპასუხა:
_ თქვენ მაგაზე ნუ შეწუხდებით, ეს გარკვეულია.
და სტალინმა ზეპირად უთხრა რაბის სიღრმის, ფსკერისა და ზედაპირის ზომები.
“ზუსტი გაანგარიშების შემდეგ, _ იგონებს სერგეი ჟუკი, _ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩვენი მონაცემები სტალინის ზეპირად ნათქვამ მონაცემებს დაემთხვა. ყველა გიგანტური მშენებლობის გეგმა და პროექტი ხომ სტალინის კაბინეტში და მის სამუშაო მაგიდაზე იქმნებოდა.
1937 წელს სტალინის კაბინეტში პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. კედელზე კუიბიშევისა და საბჭოთა კავშირის დიდი რუკები ეკიდა. რუკასთან ჯოხით ხელში სტალინი იდგა და პროექტზე საუბრობდა. პირველ რიგში, მან ის ადგილები მოხაზა, რომლებიც ჰესის მიერ მოხმარებული წყლით უნდა მორწყულიყო. შემდეგ ელექტროენერგიაზე გადავიდა და განსაზღვრა ის ცენტრალური რაიონები, რომლებსაც ელექტროენერგია კუიბიშევიდან უნდა მიეღოთ.
როდესაც სტალინს ვუყურებდი, ვხედავდი, რომ საუბარი არ იყო აშენდებოდა, თუ არა ჰესი. ჰესი აუცილებლად აშენდებოდა!..
სტალინის თვითდაჯერებულობა ჩვენზეც გადმოდიოდა და ჩვენი შრომის ნაყოფიერება და მონდომება განუხრელად იზრდებოდა. ვმუშაობდით დღე და ღამე, შეუსვენებლად, ხალისითა და აღფრთოვანებით.
1938 წელს კვლავ გამომიძახეს სტალინთან. მაგიდაზე გაშლილი იყო რუკები, სქემები, ნახაზები, მაკეტები. ხანგრძლივ საუბარში სტალინმა ყველა წვრილმანი განიხილა და საბოლოოდ გადაწყვიტა მშენებლობის დაწყება. იმ საღამოს სტალინმა დაამტკიცა მშენებლობის გეგმა და სადგური ორ ნაწილად გაყო. უნდა აშენებულიყო ორი დამოუკიდებელი ელექტროსადგური: ერთი _ “პერევოლოკაში”, მეორე _ ჟიგულის მაღლობთან, წყალსაცავის გვერდით.
გადავწყვიტეთ, ოთხი რაბის ნაცვლად, ორი გაგვეკეთებინა და ეს, რა თქმა უნდა, სტალინს მოვახსენეთ, მაგრამ მან ჩვენი მოსაზრების მცდარობაში დაგვარწმუნა:
_ თუ მხოლოდ ორ რაბს ავაშენებთ, ვოლგაზე 140 კილომეტრით გზის შემოკლება არ გამოგვივა, რაც ეკონომიკურ ეფექტს დაგვაკარგვინებს!
სტალინი მართალი იყო და ჩვენც, რა თქმა უნდა, დავეთანხმეთ. როდესაც საუბარი მორწყვაზე გადავიდა, მას ვაჩვენეთ დაწვიმებითი მორწყვის აგრეგატი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა, ბოლოს კი გვითხრა:
_ მცენარე გაცილებით უკეთესად იღებს სინესტეს მაღლიდან, გარდა ამისა, წვიმის დროს ფოთლებიდან ირეცხება ის მავნებლები, რომლებიც მასზე ბუდობენ, ამიტომ დაწვიმებით რწყვა კარგი საქმეა, ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოდ!
1939 წელს ჯერი მიდგა ტურბინების შერჩევაზე. იმხანად ათვისებული იყო ცხრა მეტრის დიამეტრის ტურბინები, რომლებსაც 55 000 კილოვატის გამომუშავება შეეძლო. თუ ტურბიჰნის დიამეტერს 50 -100 სანტიმეტრით გავზრდიდით, გამომუშავებული კილოვატსაათების რაოდენობა 200 000-ს მიაღწევდა. ამის შესახებ სტალინს მოვახსენე.
_ შეიძლება, ვიფიქროთ ამაზე, _ მითხრა სტალინმა, _ მაგრამ არა მგონია, ამის აუცილებლობა გვქონდეს. ცხრამეტრიანი ტურბინების გამოშვება ქარხანას ათვისებული აქვს, იქნებ დავკმაყოფილდეთ ამით, მით უმეტეს, რომ კუიბიშევში წყლის დინება უფრო ჩქარია, ვიდრე რიბინსკზე და საშუალება გვექნება, მივიღოთ 170-180 ათასი კილოვატი, რაც დამაკმაყოფილებელია.
კუიბიშევის ჰესი ექსპლოატაციაში 1950-იან წლებში შევიდა. კონსტრუქტორი ვალერი გრაბინი თავის მოგონებებში წერს: “სტალინი ბლინდაჟიდან ამოწმებდა ჩემი ქვემეხის ვარგისიანობას და თვალყურს ადევნებდა გამოსაცდელად გამოტანილ ქვემეხებიდან სროლის შედეგებს. როდესაც ბოლო ქვემეხმაც გაისროლა, სტალინმა წამოიძახა: “მორჩა” და ამბრაზურას მოშორდა. მომიბრუნდა და დამისვა შეკითხვები:
_ რა სიშორეზე იღებს მიზანს ქვემეხი? როგორია ყველა სახის ჭურვის მოქმედება სამიზნის მიმართ? როგორია ჯავშანის მსხვრევის შედეგი, ზარბაზნის სიმყარე და ა. შ.
ბლინდაჟიდან ამოვედით და სვლა განვაგრძეთ. ჩაფიქრებულმა სტალინმა თქვა:
_ იარაღი კარგია, მაგრამ ის უნდა გვქონდეს ბევრი და უნდა გვქონდეს დღესვე. ზოგიერთი საკითხი კი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. რაც მთავარია, გყავს ჩვენი კადრი.
ჩვენთან ერთად მოდიოდა კონსტრუქტორი მახანოვი. არც მე და არც მას ხმა არ ამოგვიღია, რადგან სტალინი ჩვენ არ გველაპარაკებოდა, ის ხმამაღლა ფიქრობდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სტალინი შეჩერდა და მახანოვს მიუბრუნდა: _ ამხანაგო მახანოვ, გააკრიტიკეთ გრაბინის ქვემეხი!
ამას არც ერთი არ ველოდით. ჩაფიქრებულმა კონსტრუქტორმა უპასუხა: _ გრაბინის ქვემეხზე ძვირის თქმა არ შეიძლება.
ჩემი ჯერიც დადგა.
_ ამხანაგო გრაბინ, გააკრიტიკეთ მახანოვის ქვემეხი!
ვუპასუხე, რომ მახანოვის ქვემეხს აქვს სამი ნაკლი. Mმე მოკლედ დავახასიათე სამივე და დავუმატე, რომ ამ სამი ნაკლის გამოსწორების გარეშე ქვემეხის გამოყენება არასასურველია. გავჩუმდი. დუმდნენ სტალინიცა და მახანოვიც. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ ჩემს სიტყვებს ან ერთი, ან მეორე. ვღელავდი… ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სტალინმა მომმართა:
_ აბა, ახლა შენი ქვემეხი გააკრიტიკე.
მე მოვახსენე, რომ ჩემს ქვემეხს აქვს სხვადასხვა ნაკლი, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მან არ ივარგოს საბრძოლო მოქმედებებისას, მაგრამ, თუ ნაკლოვანებები გამოსწორდება, ეს კიდევ უფრო გაზრდის მის ბრძოლისუნაჰრიანობას.
_ ეს კარგია, ასე თამამად და საფუძვლიანად რომ აკრიტიკებთ თქვენს ქვემეხებს, ეს ნიშნავს, რომ ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია და კოლექტივიც მზარდი და ჯანმრთელია. ერთი ეს მითხარით, რომელია, თქვენს ქვემეხებს შორის ისეთი, რომლის შეყვანაც დღესვე შეიძლება შეიარაღებაში?
ამ კითხვას არ ველოდი. ვდუმდი. სტალინმა კითხვა კვლავ გამიმეორა.
_ ამხანაგო სტალინ, ქვემეხი ჯერ უნდა გამოიცადოს და შემდეგ გადაეცეს შეიარაღებას.
_ ეს სწორია, მაგრამ იცოდეთ, უნდა ვიჩქაროთ, დრო არ გვიცდის. მითხარით, რომელი ქვემეხია ის, რომელსაც გადავცემთ შეიარაღებას.
იძულებული ვიყავი, დამესახელებია “ჟელტენკა”.
_ რატომ მაინცდამაინც ის და არა სხვა?
_ ეს უკეთესია, ვიდრე ეფ-22.
_ რით არის უკეთესი?
_ უფრო გვიან დავაპროექტეთ და ამიტომ მასში გავასწორეთ დაშვებული უზუსტობანი.
_ ეს კარგია და სწორია.
ახლა თქვენს ქვემეხს გავგზავნით ლენინგრადში _ დაე, იქ სამხედროებმა გამოსცადონ. მგონი, სწორად გაგიგეთ, რომ ამ ქვემეხში უცხოური არაფერია.
_ დიახ, ამხანაგო სტალინ, ეს ქვემეხი ჩვენს საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა, სამამულო ნედლეულისგან მიღებული მასალებითა და სამამულო მანქანა-იარაღებით.
_ შესანიშნავია, _ თქვა სტალინმა.
_ ამხანაგო სტალინ, არასოდეს მომხდარა, რომ იარაღი გამოცდის გარეშე არმიას გადასცემოდა, _ განვუცხადე მე.
_ არასოდეს მომხდარა? ახლა მოხდება. ჩვენ უნდა დავზოგოთ დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მწარედ დავიგვიანოთ. თქვენს ქვემეხს პირდაპირ პოლიგონზე გავგზავნით, დავაჩქარებთ საკითხის გადაწყვეტას.
მეორე დღეს, 1935 წლის 15 ივნისს, კრემლში გაიმართა თათბირი, რომელსაც მოლოტოვი თავმჯდომარეობდა. იხილებოდა საკითხი ქვემეხებით საბჭოთა ჯარების შეიარაღების თაობაზე. მრავალი გამომსვლელის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვა სტალინმა თქვა:
_ უნივერსალური ქვემეხი ვერ გადაწყვეტს ყველა საომარ მოქმედებას. თქვენ, ამხანაგო გრაბინ, იმუშავეთ სადივიზიო ქვემეხებზე. თქვენ კი, ამხანაგო მახანოვ, _ საზენიტო ქვემეხებზე. გრაბინის ქვემეხი კი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პოლიგონზე”.
სწორედ გრაბინის ქვემეხი აღმოჩნდა საუკეთესო მეორე მსოფლიო ომში. 1942 წლის 1 იანვარს სტალინმა გრაბინს სტალინური პრემიით დაჯილდოებისას განუცხადა: “თქვენმა ქვემეხმა იხსნა რუსეთი!”
მიხეილ კოშკინი მსოფლიოში სახელგანთქმული ტანკის _ ტ-34-ის კონსტრუქტორია. ერთხელ ის კრემლში ესწრებოდა პოლიტბიუროს სხდომას, რომელზეც ამ ტანკზე დამონტაჟებული ქვემეხის ლულის საკითხი იხილებოდა.
“ვოროშილოვს, რომელიც ფეხზე იდგა და ხელში პოლიტბიუროს დადგენილების პროექტი ეჭირა, სტალინი მიუახლოვდა და ქაღალდის ფურცელი გამოართვა. ჩაიკითხა და ჯავშნიანი მანქანების სამმართველოს უფროსს _ ფედორენკოს მიმართა:
_ რა ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლებით გამოირჩევა ახალი ლულა ძველისგან?
ფედორენკომ დაიწყო ახსნა, რომ ახალი ლულა მხოლოდ ჩამოსასხმელ საამქროში მზადდება, მაშინ, როდესაც ძველი ლულა სხვადასხვა საამქროში მზადდებოდა.
_ მე გეკითხებით, _ გაუმეორა სტალინმა, _ ტაქტიკურ-ტექნიკურ განსხვავებაზე და არა დამზადების ტექნოლოგიაზე, ვინ არის დაკავებული თქვენთან სამხედრო ტექნიკით?
ფედორენკომ გენერალი ლებედევი დაასახელა.
_ აქ არის ლებედევი?
_ აქ ვარ, _ უპასუხა გენერალმა.
_ მე თქვენ გეკითხებით, რა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება ახალი ლულა ძველისგან?
ლებედევმა იგივე გაიმეორა, რაც მისმა უფროსმა მოახსენა სტალინს.
სტალინმა მრისხანედ შეხედა გენერალს და უთხრა:
_ თქვენ სად მსახურობთ _ არმიაში თუ მრეწველობაში? მესამედ გეკითხებით: რა ტაქტიკურ-ტექნიკური განსხვავებაა ძველსა და ახალ ლულებს შორის. თქვენ კი მელაპარაკებით მისი ჩამოსხმის ტექნოლოგიაზე, ხომ არ სჯობს, წარმოებაში გადახვიდეთ.
“ვიფიქრე, _ წერს კოშკინი _ რომ პოლიტბიუროზე ეს საკითხი ჩავარდებოდა, რადგან მომხსენებლები საქმის კურსში არ იყვნენ, ხოლო ძველის ახლით შეცვლა აუცილებელი და საჭიროა. სწორედ ეს მაწუხებდა, როდესაც ხელი ავწიე და სტალინს სიტყვა ვთხოვე. სტალინმა ჩემ მხარეს გამოიხედა და მკაცრად თქვა:
_ მე კითხვა დავსვი ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებზე.
_ სწორედ ამაზე მინდა, გიპასუხოთ, _ მივუგე მე.
_ შენ რა, სამხედრო ხარ?
_ არა.
_ რა გინდათ, თქვათ? _ უკმაყოფილო სახით გადმომხედა სტალინმა.
წამოვდექი და ვუთხარი:
_ სხვადასხვა ნაწილებისგან შემდგარ ლულას არასწორი ზედაპირი ჰქონდა და სიგლუვე აკლდა. ჰქონდა შედუღების ხაზები _ ახალი ლულა გლუვზედაპირიანია და ნაკერის გარეშე ერთიანად არის ჩამოსხმული, რის გამოც პოლიგონზე ლულის გამოცდის შედეგები შთამბეჭდავია და სტალინს გადავაწოდე ფურცელი ორივე ლულის გამოცდის შედეგებით.
სტალინმა ბოლომდე ჩაიკითხა მიწოდებული ინფორმაცია და ფურცელი უკან დამიბრუნა.
_ ეს განსხვავება უკვე სერიოზულია, _ განაცხადა სტალინმა.
ნელი ნაბიჯით გაიარა და უკან მობრუნებულმა იკითხა:
_ მითხარით, როგორ იმოქმედებს ახალი ლულა ტანკის წონასწორობაზე. კონსტრუქტორი აქ არის?
კონსტრუქტორი წამოდგა და თქვა:
_ თუ იმოქმედებს, იმოქმედებს უმნიშვნელოდ, ამხანაგო სტალინ.
_ უმნიშვნელოდ! ეს არ არის საინჟინრო ტერმინი. თქვენ თუ იანგარიშეთ?
_ არა, არ მიანგარიშია.
_ რატომ? ეს სამხედრო ტექნიკაა, კონსტრუქტორის თვალს ეს არ უნდა გამოეპაროს. რა წონით დააწვება იგი ტანკის წინა ხიდს და რა დატვირთვას გაუზრდის ან შეუმცირებს მას?
კონსტრუქტორმა უპასუხა:
_ უმნიშვნელოდ.
_ რას აიჩემე ეს “უმნიშვნელო”. მითხარი, იანგარიშე თუ არა ეს?
_ არა, _ ჩუმად უპასუხა კონსტრუქტორმა.
სტალინმა დადგენლების პროექტი მაგიდაზე დადო და განაცხადა:
_ გთავაზობთ, გადავდოთ ეს საკითხი, როგორც მოუმზადებელი. გავაფრთხილოთ ამხანაგები, რომ ისინი ასეთი პროექტებით პოლიტბიუროზე არ უნდა გამოცხადდნენ. ახალი პროექტის მოსამზადებლად გამოვყოთ ჯგუფი, რომელშიც შევლენ: ფედორენკო, შემდეგ ხელით ანიშნა მანქანა-ტრაქტორთა მრეწველობის მინისტრ აკოფოვზე და თითი გამოიშვირა ჩემკენ”, _ ასე ამთავრებს მიხეილ კოშკინი იმდღევანდელ მოგონებებს.
1933 წელს წითელი არმიის ცენტრალურ სასახლეში კონცერტი გაიმართა, რომელსაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სტალინიც ესწრებოდა. კონცერტში მონაწილეობდა წითელი არმიის სამხედრო ანსამბლი ალექსანდროვის ხელმძღვანელობით, რომელიც 25 კაცისაგან შედგებოდა.
კონცერტის შემდეგ სტალინმა თავისთან მოიხმო ანსამბლის ხელმძღვანელი, შეუქო საქმიანობა და დაუმატა, რომ რეპერტუარში უნდა შეიტანოს რუსული ხალხური ცეკვები და სიმღერები, ხაზი გაუსვა ანსამბლის მცირერიცხოვნობას და ურჩია, წევრები დაემატებინა.
ალექსანდროვმა მორიდებით შენიშნა, რომ ანსამბლი სამხედროა და ამიტომ თავი შეიკავა ხალხური თვითშემოქმედებისგან, ხოლო რიცხოვნობა ხარჯებთან არის დაკავშირებული.
_ გაბედულად იმოქმედეთ. პროგრამაში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხალხური შემოქმედება, რიცხოვნობა კი გაზარდეთ! _ მისცა დავალება სტალინმა.
კრემლში გამართული კონცერტის შემდეგ, რომელზეც ანსამბლმა შეასრულა სიმღერა “ვოლჟსკაია ბურლაცკაია”, სტალინმა თავის ლოჟაში იხმო ალექსანდროვი და უთხრა: _ შესანიშნავი სიმღერაა, მაგრამ რაღაც აკლია.
_ ვერ ვხვდები, რა აკლია, ამხანაგო სტალინ, _ უპასუხა ალექსანდროვმა.
_ თქვენ კომპოზიტორი ხართ, დაფიქრდით, მიხვდებით, _ დაარიგა სტალინმა.
შინ მისული კომპოზიტორი როიალს მიუჯდა და რამდენიმეჯერ დაუკრა მელოდია. ბოლოს აღმოაჩინა, რომ შეცდომა მართლა იყო დაშვებული. მეორე სტროფი ბოლოში გადაიტანა და ნახევარი ტონით აუწია. კომპოზიტორი გაკვირვებას ვერ მალავდა, რატომ ვერ შენიშნა თვითონ ეს შეცდომა, რომლის გასწორებამაც სიმღერას სულ სხვა ჟღერადობა და ტემპერამენტი შესძინა.
ერთ-ერთ კონცერტზე ანსამბლმა შეასრულა სიმღერა “შეკაზმეთ, ბიჭებო, ცხენები” მარშის სტილში, სტალინმა ხელმძღვანელს შენიშვნა მისცა.
_ მგონია, რომ ეს სიმღერა არა მარშის, არამედ ნელ ტემპში უნდა იმღეროთ, ეს ხომ გაშლილი სტეპის სიმღერაა?!
მე-17 ყრილობის შემდეგ კრემლში გამართულ კონცერტზე ანსამბლმა შეასრულა სიმღერა პარტიაზე ლებედევ–კუმაჩის ტექსტის მიხედვით. სტალინის თხოვნით, სიმღერა გაიმეორეს, მაგრამ უნდა გაეთვალისწინებინათ სტალინის თხოვნა, რომ ემღერათ უფრო საზეიმოდ, როგორც ჰიმნი.
სტალინს სიმღერის მეორე ვარიანტი ძალიან მოეწონა და ანსამბლს სთხოვა, მისთვის დაერქმიათ არა “სიმღერა პარტიაზე”, არამედ “ბოლშევიკური პარტიის ჰიმნი”.
ერთ-ერთ კონცერტზე, რომელსაც სტალინი და ვოროშილოვი ესწრებოდნენ, ალექსანდროვის ანსამბლის წამყვანმა მოცეკვავემ სახუმარო ხალხური ცეკვა აკრობატული ილეთებით შეასრულა. ადრე მოწონებული ეს ნომერი ამჯერად მაყურებელმა არ მიიღო. არ მოიწონეს მთავრობის ლოჟაშიც. ჩაფიქრებული ალექსანდროვი უფრო აღელდა, როდესაც კულისებში ვოროშილოვი შევიდა (როგორც ჩანს, სტალინის დავალებით).
_ რატომ არ მოგეწონათ, ამხანაგო კლიმენტ ეფრემის ძევ, ეს ცეკვა? _ იკითხა ალექსანდროვმა.
_ არიან კომიკოსები და არიან შერეკილები. თქვენი მოცეკვავე, რომელიც სახუმარო ცეკვას ასრულებდა სცენაზე, გამოიყურებოდა არა როგორც კომიკოსი, არამედ როგორც შერეკილი. სად ნახა თქვენმა მოცეკვავემ აკრობატული ილეთებით შესრულებული ხალხური ცეკვა?
“1943 წელს, პირველი გამარჯვების აღსანიშნავი სალუტის შემდეგ კონცერტი გავმართეთ, მთელი შემადგენლობითა და მთელი მონდომებით შევასრულეთ “ბოლშევიკური პარტიის ჰიმნი”, ოღონდ ნახევარი ტემპით ნელა და ნახევარი ტონით დაბლა. სტალინს მოეწონა სიმღერა და გაღიმებულმა თქვა: “ეს იქნება საბჭოთა კავშირის ჰიმნი”, _ იგონებს გიორგი ალექსანდროვი.
სტალინის მიერ შექმნილი და მოწონებული ეს მელოდია დღესაც ქუხს და ამცნობს დედამიწას სტალინისა და რუსეთის არსებობას.
გრიგოლ ონიანი
P.S. გაზეთის წინა, 35-ე ნომერში დაბედილ მასალაში (“სტალინი და თანამედროვეობა”) გამოყენებული იყო ანონიმი ავტორის, ი. მ.-ს მასალები.
მაშინ რატომ აკრიტიკებენ სტალინს?..
სტალინის უარყოფისათვის ფურთხის ღირსი ხარ საქართველოვ!
ყოველივე ამის შემდეგ ვინა ვართ ჩვენ,ქართველები?