წინა წერილში განვიხილეთ უკრაინის თემა, რომელშიც სტალინი უკრაინის იმდროინდელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას აანალიზებდა, როგორც თანამედროვე პოლიტიკოსი, ისე, თითქოს, უკრაინის რადის ოპოზიციური დეპუტატი ყოფილიყოს.
ტურუხანსკის ციხიდან გათავისუფლების ექვსი თვის შემდეგ სტალინი არა მხოლოდ 1917 წელსა და უახლოეს პერიოდს აანალიზებს ზუსტად და შეუცდომლად, არამედ იმ მოვლენებსაც, რომლებიც დღეს, ოთხმოცი წლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარეობს. უფრო შოკისმომგვრელი და გასაოცარია 1934 წლის 26 იანვარს სტალინის მიერ გაკეთებული მოხსენება, რომელშიც იგი განიხილავს პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავების საკითხს ქვეყანაში. როგორც ჩანს, არა მხოლოდ “მოდაა კარგად დავიწყებული ძველი”, არამედ ადამიანთა ცხოვრების წესიც, ამიტომ მიმდინარე პოლიტიკაც ისევე ჰგავს ძველს, როგორც ობამა _ ტრუმენს, ხოლო კამერონი _ ჩერჩილს.
გააფრთებული ბრძოლა ბაზრების დასაპყრობად, საბადოებისა და ნედლეულის მიტაცების ცხოველური ლტოლვა, ხელისუფლების შენარჩუნებისა და სიმდიდრის მოპოვების სურვილი _ აი, ძირითადი მიზეზები, რომლებსაც ადამიანი სწრაფად მიჰყავს არამხოლოდ ცხოველურ ინსტიქტამდე, არამედ უფსკრულამდეც.
რით ჰგავს 1934 წელი 2014 წელს?! აი, რას წერს და ამბობს სტალინი წინასწარმეტყველურად 1934 წლის 26 იანვარს:
“საგარეო ბაზრებისთვის ბრძოლის გაძლიერებამ, თავისუფალი ვაჭრობის უკანასკნელი ნაშთების მოსპობამ, ამკრძალავმა ბაჟებმა, სავაჭრო ომმა, ვალუტების ომმა, დემპინგმა და სხვა ანალოგიურმა ღონისძიებებმა, რომლებიც ააშკარავებს უკიდურეს ნაციონალიზმს ეკონომიკურ პოლიტიკაში, უკიდურესობამდე გაამწვავა ურთიერთობა ქვეყნებს შორის, შექმნა ნიადაგი სამხედრო შეტაკებისთვის, რიგში დააყენა ომი, როგორც საშუალება მსოფლიოსა და სფეროების ხელახალი გაყოფისა, ძლიერი სახელმწიფოების სასარგებლოდ…”
არ გეშინიათ? ვერ ხედავთ, როგორ ემზადება ამერიკის შეერთებული შტატები, თავის ევროპელ სატელიტებთან ერთად, ომისთვის, რათა ომი, როგორც საშუალება, გამოიყენოს ისე, როგორც უახლოეს წარსულში გამოიყენა ერაყში, ლიბიაში, სირიასა და აზიის სხვა ქვეყნებში.
“…გერმანიის გამოსვლამ ერთა ლიგიდან და რევანშის აჩრდილმა ახალი ბიძგი მისცა მდგომარეობის გამწვავებასა და შეიარაღების ზრდას ევროპაში. გასაკვირი არ არის, რომ ბურჟუაზიული პაციფიზმი ახლა საცოდავ მდგომარეობაშია, ლაყბობას კი განიარაღების შესახებ ცვლის “საქმიანი” ლაპარაკი შეიარაღებისა და დამატებითი შეიარაღების შესახებ”.
ალბათ, გაგახსენდებათ 2011 წელს ნიუ იორკში დაწყებული საპროტესტო აქცია, როდესაც აშშ–ის უდიდესი მეგაპოლისის ქუჩებში მილიონობით ამერიკელი გამოვიდა ლოზუნგით: “დაიკავე უოლსტრიტი!”. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა მოწოდება “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”, რომელსაც შეუერთდა მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის მცხოვრები _ “დავიკავოთ უოლსტრიტი!” გახსოვთ, როგორ გაეხსნათ მადა კომუნისტური პარტიების აკრძალვაზე, რომელსაც ხალისიანად განაგრძობდა უკრაინის რადა? ან რად ღირს სირიის დაუკითხავად და გაეროს თანხმობის გარეშე ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილება სირიის დაბომბვის შესახებ _ ეს ხომ დიქტატურის შენარჩუნების ტერორისტული მეთოდია?!
“ისევე, როგორც 1914 წელს, წინა პლანზე გამოდიან მებრძოლი იმპერიალიზმის პარტიები _ ომისა და რევანშის პარტიები. საქმე აშკარად ახალი ომისკენ მიდის. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კაპიტალისტური ქვეყნების გაბატონებული კლასები გულმოდგინედ ანადგურებენ ან მნიშვნელობას უკარგავენ პარლამენტალიზმისა და ბურჟუაზიული დემოკრაჰტიის უკანასკნელ ნარჩენებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მუშათა კლასის მიერ, მის ბრძოლაში მჩაგვრელების წინააღმდეგ და აშკარად გადადიან დიქტატურის შენარჩუნების ტერორისტულ მეთოდებზე. შოვინიზმი და ომის მომზადება, როგორც საგარეო პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, მუშათა კლასის ალაგმვაა და ტერორი შინაგანი პოლიტიკის დარგში, როგორც აუცილებელი საშუალება, მომავალი საომარი ფრონტების ზურგის გასამაგრებლად, _ აი, რას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას ახლა თანამედროვე იმპერიალისტური პოლიტიკოსები.
გასაკვირი არ არის, რომ ფაშიზმი ყველაზე უფრო მოდურია ახლა მებრძოლ ბურჟუაზიულ პოლიტიკებს შორის. მე ვალპარაკობ არა მხოლოდ ფაშიზმზე საერთოდ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გერმანული ტიპის ფაშიზმზე, რომელსაც უმართებულოდ უწოდებენ ნაციონალ-სოციალიზმს, რადგან შეუძლებელია, ზედმიწევნით დაწვრილებით განხილვის დროსაც აღმოაჩინოთ მასში სოციალიზმის ატომიც კი”.
თანამედროვე რეალობისთვის ნიშანდობლივია, რომ ობამას უკვე აღარ შეუძლია ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკით და იძულებულია, მიმართოს ომის პოლიტიკას, რომელსაც ნიღბავს ხან ეკონომიკური სანქციებით და ხანაც წერტილოვანი დარტყმებით.
მეორე მსოფლიო ომმა იმპერიალისტებს მისცა ის, რაც მათ 1934 წელს სტალინმა უწინასწარმეტყველა: დანგრეული გერმანია, გაწითლებული ჩინეთი და ევროპის უდიდეს ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში ფეხმოკიდებული კომუნისტები.
“…როგორც ხედავთ, საქმე მიდის ახალი იმპერიალისტური ომისკენ, როგორც გამოსავალი ახლანდელ მდგომარეობიდან.
რასაკვირველია, არ არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ომს შეუძლია მისცეს მათ ნამდვილი გამოსავალი. პირიქით, მან კიდევ უფრო უნდა გაართულოს მდგომარეობა. უფრო მეტიც, ის უეჭველად ხელს გაუხსნის რევოლუციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაპიტალიზმის არსებობას მთელ რიგ ქვეყნებში, როგორც ამას ადგილი ჰქონდა პირველი იმპერიალისტური ომის მსვლელობაში. და თუ, მიუხედავად პირველი იმპერიალისტური ომის გამოცდილებისა, ბურჟუაზიული პოლიტიკოსები მაინც ებღაუჭებიან ომს, როგორც წყალწაღებული _ ხავსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საბოლოოდ დაიბნენ, ჩიხში მოემწყვდნენ და მზად არიან, თვალდახუჭული გადაეშვნენ უფსკრულში.
ამიტომ ზედმეტი არ იქნება, მოკლედ განვიხილოთ ომის ორგანიზაციის ის გეგმები, რომლებსაც ახლა ამუშავებენ ბურჟუაზიული პოლიტიკოსების წრეებში.
ერთნი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ; ისინი ფიქრობენ, გამანადგურებელი ლახვარი ჩასცენ მას და გამოასწორონ თავანთი საქმეები მის ხარჯზე. დავუშვათ, რომ მათ მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? როგორც ვიცით, პირველი იმპერიალისტური ომის დროსაც უნდოდათ მოესპოთ ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო _ გერმანია და ხელი მოეთბოთ მის ხარჯზე. რა გამოვიდა აქედან? გერმანია მათ ვერ მოსპეს, მაგრამ გერმანიაში დათესეს ისეთი სიძულვილი გამარჯვებულთა მიმართ და შექმნეს ისეთი ნოყიერი ნიადაგი რევანშისთვის, რომ აქამდე ვერ შეძლეს და, ალბათ, კარგა ხანს ვერ შეძლებენ მათ მიერვე შეთითხნილი საზიზღარი საქმის გამოსწორებას. სამაგიეროდ, მათ მიიღეს კაპიტალიზმის განადგურება რუსეთში, პროლეტარული რევოლუციის გამარჯვება რუსეთში და, ცხადია, საბჭოთა კავშირში. სად არის გარანტია, რომ მეორე იმპერიალისტური ომი მათ მისცემს “უკეთეს” შედეგებს, ვიდრე მისცა პირველმა? განა უფრო სწორი არ იქნება, ველოდოთ საწინააღმდეგო შედეგს?” (ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი _ გრ. ონიანი).
მეორენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოეწყოს ერთ-ერთი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც სუსტია სამხედრო თავდაცვის მხრივ, მაგრამ ფართოა, როგორც ბაზარი, მაგალითად, ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც თურმე არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არამედ წარმოადგენს მხოლოდ “არაორგანიზებულ ტერიტორიას”, რომლისთვისაც საჭიროა, იგი დაიპყრონ ძლიერმა სახელმწიფოებმა. მათ, როგორც, ჩანს უნდათ ამ ქვეყნის საბოლოოდ დაყოფა და თავიანთი საქმეების გამოსწორება მის ხარჯზე. დავუშვათ რომ მათ მოაწყვეს ასეთი ომი. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის დამდეგს სწორედ ასე უყურებდნენ იტალიასა და გერმანიას, ე. ი. მათ თვლიდნენ “არაორგანიზებულ ტერიტორიად” და არა _ სახელმწიფოებად და იმონებდნენ მათ. მერე რა გამოვიდა აქედან? მას შედეგად მოჰყვა, როგორც ვიცით, გერმანიისა და იტალიიის ომი დამოუკიდებლობისათვის და ამ ქვეყნების გაერთიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამას მოჰყვა ამ ქვეყნების ხალხთა გულში გამარჯვებულთადმი სიძულვილის გაძლიერება, რომლის შედეგების ლიკვიდაცია აქამდე არ მომხდარა და, ალბათ, მალე არ მოხდება. ისმის კითხვა: სად არის გარანტია, რომ იგივე შედეგი არ მოჰყვება იმპერიალისტების ომს ჩინეთის წინააღმდეგ?”
განადგურების ნაცვლად, სტალინისა და რუსეთის ხელშეწყობით, ჩინეთი გადარჩა და გადარჩა სამარადჟამოდ. ესეც ხომ სტალინის გენიის ბრწყინვალე გამარჯვებაა და იგი მანამ იცოცხლებს, სანამ იცოცხლებს დიდი ჩინელი ხალხი მისი სახელის სადიდებლად და პატივსაცემად.
“…მესამენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა მოაწყოს “უმაღლესმა რასამ”, ვთქვათ, გერმანულმა რასამ, “დაბალი რასის”, პირველ ყოვლისა, სლავების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ასეთ ომს შეუძლია მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგან “უმაღლესი რასა” მოწოდებულია, გაანაყოფიეროს “დაბალი რასა” და იბატონოს მასზე. დავუშვათ, რომ ეს უცნაური თეორია, რომელიც ისევე დაშორებულია მეცნიერებისგან, როგორც ცა დედამიწისგან, განახორციელეს პრაქტიკულად, რა შეიძლება მოჰყვეს ამას? ცნობილია, რომ ძველი რომი სწორედ ისევე უყურებდა ახლანდელი გერმანელებისა და ფრანგების წინაპრებს, როგორც ამჟამად უმაღლესი რასის წარმომადგენლები უყურებენ სლავურ ტომებს. ცნობილია, რომ ძველი რომი დაცინვით უწოდებდა მათ “დაბალ რასას”, “ბარბაროსებს”, რომლებიც მოწოდებულნი არიან, მუდამ ემორჩილებოდნენ უმაღლეს რასას” _ “დიდ რომს”, ამასთანავე, ჩვენ შორის დარჩეს, “ძველ რომს” ამისათვის ჰქონდა ერთგვარი საფუძველი, რაც არ შეიძლება ითქვას ახლანდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენლებზე. მერე რა გამოვიდა აქედან? გამოვიდა ის, რომ არარომაელები, ესე იგი ყველა “ბარბაროსი” გაერთიანდა საერთო მტრის წინააღმდეგ და იერიშით დაამხო რომი. ჩნდება კითხვა: სად არის გარანტია, რომ ახლანდელი “უმაღლესი რასის” წარმომადგენელთა პრეტენზიები არ მიიყვანენ მათ იმავე სავალალო შედეგებამდე? სად არის გარანტია, რომ ფაშისტი პოლიტიკოსები ბერლინში უფრო ბედნიერნი აღმოჩნდებიან, ვიდრე ძველი და გამოცდილი დიდმპყრობელები რომში?
განა უფრო მართებული არ იქნება, წარმოვიდგინოთ საწინააღმდეგო შედეგი?”
ახდა სტალინის წინასწარმეტყველება. განა უფრო კარგ დღეში აღმოჩნდნენ ჰიტლერელი კაციჭამიები, ვიდრე დიდმპყრობელები რომში?
“…ბოლოს _ მეოთხენი ფიქრობენ, რომ ომი უნდა გაჩაღდეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობენ, გაანადგურონ საბჭოთა კავშირი, გაინაწილონ მისი ტერიტორია და ხელი მოითბონ მის ხარჯზე. შეცდომა იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ ასე ფიქრობენ მხოლოდ ზოგიერთ სამხედრო წრეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე გეგმები მზადდება ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა წრეებში. დავუშვათ, რომ ეს ვაჟბატონები სიტყვებიდან საქმეზე გადავიდნენ. რა შეიძლება მოჰყვეს ამას? არა მგონია, საეჭვო იყოს, რომ ეს ომი იქნება ბურჟუაზიისთვის ყველაზე საშიში ომი. ის იქნება ყველაზე უფრო საშიში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებენ რევოლუციის მონაპოვრისთვის, იგი ყველაზე უფრო საშიში იქნება ბურჟუაზიისთვის, აგრეთვე, იმიტომ, რომ ომი იწარმოებს არა მარტო ფრონტებზე, არამედ მოწინააღმდეგის ზურგშიც. ბურჟუაზიას შეუძლია, ეჭვი არ შეეპაროს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის მრავალრიცხოვანი მეგობრები ევროპასა და აზიაში შეეცდებიან, ზურგიდან დაჰკრან თავის მჩაგვრელებს, რომლებმაც დაიწყეს დანაშაულებრივი ომი ყველა ქვეყნის მუშათა კლასის სამშობლოს წინააღმდეგ და ჩვენ ნუღარ გვისაყვედურებენ ბატონი ბურჟუები, თუ მათ ასეთი ომის მეორე დღეს სათვალავში დააკლდებათ მათთვის ახლობელი მთავრობანი, რომლებიც ამჟამად განცხრომით მეფობენ “წყალობითა ღვთისათა”.
ერთი ასეთი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკვე იყო, თუ გახსოვთ _ 15 წლის წინათ. როგორც ვიცით, ყველასგან პატივცემულმა უინსტონ ჩერჩილმა მაშინ ეს ომი გამოხატა პოეტური ფორმულით _ “თოთხმეტი სახელმწიფოს შესევა”. გახსოვთ, რასაკვირველია, რომ ამ ომმა ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელი მჭიდროდ გააერთიანა თავდადებულ მებრძოლთა მთლიან ბანაკად, რომელიც მკერდით იცავდა თავის მუშურ-გლეხურ სამშობლოს გარეშე მტრებისგან. თქვენ იცით, რით დამთავრდა ეს ომი. იგი დამთავრდა ინტერვენტების განდევნით ჩვენი ქვეყნიდან და რევოლუციური “მოქმედების კომიტეტების” შექმნით ევროპაში. საეჭვო არ უნდა იყოს, რომ მეორე ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოჰყვება თავდამსხმელთა სრული დამარცხება. რევოლუცია ევროპასა და აზიის რიგ ქვეყნებში და ამ ქვეყნების ბურჟუაზიულ-მემამულურ მთავრობათა დამხობა. ასეთია გზააბნეული ბურჟუაზიული პოლიტიკოსების საომარი გეგმები. როგორც ხედავთ, ისინი არ ბრწყინავენ არც ჭკუით, არც მამაცობით”.
მკითხველო, ხომ გეჩვენებათ, რომ ეს დღევანდელი დაწერილია? _ არადა, ეს 80 წლის წინათ დაწერა ჩვენმა თანამემამულემ. და ხომ არ გგონიათ, ისევ ისე არ მოხდება, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, როდესაც უამრავი ქვეყანა მოსწყდა ბურჟუაზიულ ორბიტას და საბჭოთა კავშირს შეუერთდა?! მაინტერესებს, როგორ გადანაწილდება დღეს “თოთხმეტთა შემოსევის” მონაწილენი (ჩერჩილის განმარტებით), როდესაც რუსეთი პასუხს გასცემს ატლანტიკური ალიანსის მგლების ხროვას, რომელიც ნელ–ნელა უახლოვდება ყოფილი საბჭოეთის ყოფილ მიჯნებს.
გერმანელებს უნდა ახსოვდეთ წარსულის მძიმე გაკვეთილები. თუმცა გერმანელები ისე ვერ გადაეჩვევიან “რასობანას” თამაშს, როგორც ებრაელი ვერ შეეჩვევა ღორის ხორცის ჭამას. გერმანიის კანცლერს ტემპერატურა ქვევიდან ზევით _ თავში აუვიდა და პოლიტიკურ “პრასტიტუტკად” იქცა. მართალია, პუტინის გასაღიზიანებლად ლოგინში არ უწვება ობამას, მაგრამ მას შორიდან ჰაეროვან კოცნას უგზავნის და თვალებს უპაჭუნებს. რეიგანი და ტეტჩერი კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ გერმანიის გაერთიანებისა, რადგან გაყოფილ ქვეყანაში უფრო კომფორტულად ჰქონდათ თავი შეყოფილი, მაგრამ გორბაჩოვისა და შევარდნაძის ავანტიურისტულმა “ძმათნაფიცობამ” კვლავ შეაერთა გერმანია და დენთის კასრზე დასვა არა მხოლოდ ევროპა, არამედ მსოფლიო.
ობამა, რომელმაც ირწმუნა, რომ თავისი ჭკუითა და დამსახურებით გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, არად აგდებს არა მხოლოდ კონგრესს, არამედ ფეხებზე იკიდებს ამერიკის მამების მიერ დაწერილ კონსტიტუციას და მასთან ერთად მსოფლიოს. ის ბავშვობაში მწყემსობის დროს დაკარგულ აქლემების ქარავნის ნაკვალევს დასდევს უდაბნოში და არ კითხულობს, ვისი ქვეყანა და ვისი ქარავანია _ წერტილოვანი დარტყმებით განურჩევლად ანადგურებს ქარავნების გამყოლ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა მუსლიმანია.
სწორედ ობამასა და მის მეგობრებზეა ზედგამოჭრილი სტალინის განმარტება: “როგორც ხედავთ, ისინი არ ბრწყინავენ არც ჭკუით და არც მამაცობით! “
ნუთუ ისე არიან შეშფოთებულნი იმპერიალიზმის მამები, რომ თავიანთი თავისა და კაპიტალის გადასარჩენად ყოველგვარ რისკზე მიდიან? ისევ სტალინის მიერ გამოყენებული ანდაზა უნდა მოვიხმო: “კალათის ძირი იწვოდა, სახელურს კი უხაროდაო”. ნეტავ, რად უნდათ კაპიტალისტებს ფული ან ქონება, თუ დედამიწაზე არ იქნება ქვეყნები და არ იარსებებს ხალხი _ ბირთვულ სახელწიფოებს შორის გამართული ომი, ხომ დედამიწის განხალხების წინაპირობაა?!
არც ერთ საღმრთო წერილში არ წერია, რომ შავმა რასამ თეთრი რასა უნდა გაანადგუროს ან შავმა რასამ გაანადგუროს დედამიწაზე სიცოცხლე. ეს ხომ ის რასაა, რომელსაც ამერიკელები გასული საუკუნის ნახევრამდე არჩევნების უფლებას და თავიანთ ქუჩებზე გავლის ნებას არ აძლევდნენ? არ ვფიქრობ, რომ კანის ფერის გამო იჩენს ობამა ხალხთა მიმართ სიძულვილსა და მტრობას, ისლამი ერთ-ერთი დიდი და მდიდარი მოძღვრებაა თავისი უმრავლესი და უერთგულესი მრევლით, ობამა კი შემთხვევითი და მოუმზადებელი პიროვნებაა, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ბრმად და გაუაზრებლად აირჩია პრეზიდენტად.
ევროპელების მიმხრობა ობამასადმი ჰგავს სტეპში ღამით დანთებულ კოცონს, რომელსაც დიდი ხალისით უახლოვდება სხვადასხვა მწერი რომლებსაც ცეცხლზე გადაფრენისას სწრაფად ეტრუსებათ ფრთები, შემდეგ კი გავარვარებულ ღადარში ცვივიან.
ევროპელებო, გაიხსენეთ და გახსოვდეთ, რა მოჰყვა ჩერჩილის პოეტურ გამოთქმას: “თოთხმეტი სახელმწიფოს შესევას” და რით დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი!
საქციელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონისა, რომელიც სუსტი სტუდენტივით უპასუხებს აღებულ ბილეთს, გვარწმუნებს, რომ პოლიტიკური საკითხების, ასე ვთქვათ, გაგებაში არ არის. კემერონის პოლიტიკური აქტივობა იმით გამოიხატება, რომ ობამას სწრაფად მიაწოდოს ტუალეტის აქსესუარები და ზოგჯერ მის ნაცვლადაც გაიჭინთოს. კემერონის საქციელი აკნინებს არა მხოლოდ მის იმიჯს, არამედ დიდი ბრიტანეთის იმპერიის სახელსა და ავტორიტეტს.
კემერონი უნდა ჩავიდეს და კარგად დაათვალიეროს თავისი რეზიდენციის ქვეშ მოწყობილი ბუნკერი, რომელშიც 5 წლის განმავლოვბაში ცხოვრობდა და მოღვაწეოობდა ჩერჩილთან ერთად მთელი ინგლისის მთავრობა და სწორედ იქ დარწმუნდება იგი, იყო თუ არა სანთელი დასანთები სტალინისა და მისი წითელი არმიის სახელზე ჩერჩილის მიერ, რომლის ღამის ქოთნის სიდიდე ისევე აოცებს ბუნკერის დამთვალიერებლებს, როგორც ბევრი რამ, რაც ინგლისის უკიდურესი მდგომარეობის გამომხატველია მეორე მსოფლიო ომში.
ობამამ და კამერონმა წარმართულ ეპოქაში დააბრუნეს ცივილიზაციის მწვერვალზე ასული კაცობრიობა. დღეს თავისუფლების მაძიებელი მუსლიმანური სახელმწიფოს წარმომადგენლები ობამასა და კამერონის სახელზე თავს აჭრიან ამერიკელი და ინგლისელი ხალხების რჩეულ ახალგაზრდებს და ალაჰს სთხოვენ თავიანთი ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებას. გრცხვენოდეთ, ამერიკელებო და ინგლისელებო, რომ ასეთი კაცთმოძულე და კაციჭამია “ხალხის რჩეულები” გყავთ!
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პოლიტიკური “მექისეა”, რომლისთვისაც სულერთია, ვის წაუსვამს ქისას და ვის აუგორებს ჭუჭყს, ოღონდ შეინარჩუნოს მისთვის სრულიად შეუფერებელი სამეფო მანტია, რომელიც მას ისე უხდება, როგორც “ძროხას უნაგირი” (სტალინის გამოთქმა _ გრ. ონიანი).
ვის _ ვის, მაგრამ ფრანგებს როგორ შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოება, როდესაც ეს ბეხრეკი ბებერი, საუკუნეებია, ინტენსიური თერაპიის პალატაში ჰყავს რუსეთს და ხან ბიოლოგიურად და ხან მექანიკურად უტარებს “დიალიზს”. ეტყობა, ფრანგებისთვის სისხლის გამოცვლაც გახდება საჭირო.
რაც შეეხება პოლონელებს, ყოველთვის მზარავდა და უკიდურესად მაშფოთებდა კატინის ტრაგედია, მიუხედავად იმისა, რომელ მხარესაც უნდა ჩაედინა ეს მხეცური აქტი. დღევანდელი პოლონეთისა და მათი ლიდერების ზღვარგადასული სითავხედე, რუსეთისა და სტალინის მიმართ გაუგონარი სიყალბისა და შეგნებული სიცრუის ფაბრიკაცია და პროპაგანდა ისე მამზადებს შურისძიებისთვის, რომ, თუ მომავალაში დადგება საკითხი და, მგონი, მალე დადგება, პოლონეთს მიეზღოს იმის შესაფერისად, რაც ეკუთვნის, მიუხედავად ჩემი ასაკისა, მზად ვარ, ჩავდგე იმ ჯარისკაცთა რიგებში, რომლებიც აღასრულებენ დამნაშავე პოლონელების დასჯის ცერემონიას, მსგავსად ნიურნბერგის პროცესისა.
რაც შეეხება უკრაინას, სადაც შეიქმნა ჩაფსმული სტალინის ძეგლი, რომელსაც უკრაინელი ჰიტლერელები ქალაქიდან ქალაქში დაატარებენ, არის ნათელი მაგალითი უმადურობისა, იმისა, როგორ აღადგინა მკვდრეთით სტალინმა ერთი მუჭა უკრაინელი ერი და გახადა ევროპაში ტერიტორიით ერთ- ერთი დიდი, ხოლო სამრეწველო პოტენციალით _ უპირველესი ქვეყანა. ამჟამად კი ვხედავთ, რა პატივს მიაგებს თხასავით გაყიდული და განწირული უკრაინელი ხალხი თავის შემქმნელსა და აღმაშენებელს.
არასოდეს მწამდა ღმერთის, მაგრამ ახლა ვრწმუნდები მის არსებობაში. სწორედ ღვთის ნებით დაინგრა 1945 წელს ფაშიზმის ბუდე _ ბერლინი. სწორედ ღმერთმა დაანგრია სიკეთისა და მადლის უარმყოფელი უმადური უკრაინა, ღმერთმა დაშალა და დაანაწევრა უმადური საქართველო. ღმერთი სოდომსა და გომორს დაანგრევს დედამიწაზე.
კრემლში კი იდუმლად გაისმის 80 წლის წინათ სტალინის ნათქვამი სიტყვები: “ჩვენი საგარეო პოლიტიკა ნათელია. იგი წარმოადგენს მშვიდობის შენარჩუნების და ყველა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების პოლიტიკას. საბჭოთა კავშირს აზრად არ აქვს, დაემუქროს და, მით უმეტეს, თავს დაესხას ვინმეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ვიცავთ მშვიდობის საქმეს. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია მუქარის და მზად ვართ, დარტყმით ვუპასუხოთ ომის გამჩაღებლებს.
ვისაც სურს მშვიდობა და ვინც ეძებს საქმიან ურთიერთობას ჩვენთან, მათ ყოველთვის მხარს დავუჭერთ. ხოლო მათ, ვინც ცდილობს, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, გამანადგურებელ პასუხს გავცემთ, რათა შემდეგში დავუკარგოთ ხალისი, შემოსჩრან ღორული დინგი ჩვენს საბჭოთა ბოსტანში”.
ასეთი იყო და არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა.
გრიგოლ ონიანი