«როდესაც მივიღეთ ცნობა საბჭოთა ლიდერის (იური ანდროპოვის) გარდაცვალების შესახებ, ვიფიქრეთ, ხელისუფლებაში მოგვეყვანა ადამიანი, რომლის მეშვეობითაც განვახორციელებდით ჩვენს სურვილებს საბჭოთა კავშირის მიმართ (ეს იყო აზრი ჩემი ექსპერტებისა, რომლებიც მუშაობდნენ საბჭოთა კავშირზე და იყვნენ საუკეთესონი). ეს კაცი იყო მიხეილ გორბაჩოვი», _ ამბობს მარგარეტ ტეტჩერი.
როგორი იქნებოდა ტეტჩერისა და სხვა დასავლელი ლიდერების მიერ შერჩეული საბჭოთა გენმდივანი ხალხისა და ქვეყნისთვის, ყველასთვის გასაგებია. ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვის ყოფნის 6 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო ვალი ხუთ-ნახევარჯერ გაიზარდა, ხოლო ოქროს მარაგი თერთმეტჯერ შემცირდა. მოხდა ზესახელმწიფოს ლიკვიდაცია… თუმცა დავიწყოთ თავიდან:
უცხოეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული (როგორც ირკვევა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში) რაისა ტიტარენკო შეაწყვილეს თავშეუკავებელ და ამბიციურ მიხეილ გორბაჩოვთან, რომელიც, ექსპერტთა აზრით, შეიძლებოდა, თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო იარაღად გამოეყენებინათ. 1966 წელს მიხეილ და რაისა გორბაჩოვების პირველი ვიზიტი, რომელიც საფრანგეთში შედგა, სამშობლოს ამ ორი მოღალატის მოღვაწეობის დასაწყისად ითვლება. ეს ვიზიტი, კონსპირაციის მიზნით, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ძალისხმევით განხორციელდა. კონსპირაციისა და რეზიდენტის დამუშავების პროგრამას კი ხელმძღვანელობდა აშშ–ის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი.
გორბაჩოვი, დასავლეთის დაკვეთით, ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში. 1971 წელს იგი იტალიის კომპარტიის მიწვევით გაემგზავრა რომში. როგორც საფრანგეთში, ისე იტალიაში გორბაჩოვს გამუდმებით აკვირდებოდნენ უცხოეთის დაზვერვის წარმომადგენლები და ადგენდნენ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. 1972 წელს გორბაჩოვი ჩავიდა ბელგიაში, 1975 წელს _ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 1976 წელს _ საფრანგეთში.
1977 წელს საფრანგეთში კიდევ ერთი ვიზიტისას გორბაჩოვი წარდგა ამ ქვეყანაში საიდუმლოდ ჩატანილი სპეცლაბორატორიის თანამშრომლების _ ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და სხვა სპეციალისტების წინაშე, რომლებიც მუშაობდნენ ადამიანის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაზე. ამის შემდეგ გორბაჩოვი მეუღლე რაისასთან ერთად საიმედოდ ჩაიწერა საბჭოთა კავშირის ხალხების მტრების სიაში.
გორბაჩოვი უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით ხელისუფლების სათავეში ანდროპოვის სიკვდილის შემდეგ მოვიდა. ბრეჟნევიდან გორბაჩოვამდე სამი წლის განმავლობაში ორმა გენსეკმა _ ჩერნენკომ და ანდროპოვმა _ «ვენოკებით» გაიარა წითელ მოედანზე. მათი იმქვეყნად წასვლის მიზეზი დღესაც ბურუსით არის მოცული.
1984 წლის დეკემბერში ცეკას რიგითი მდივანი მიხეილ გორბაჩოვი თავისი პატარა ჯგუფით, რომლის შემადგენლობაშიც იყო ალექსანდრე იაკოვლევი, ინგლისში გაემგზავრა.
დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი გორბაჩოვთან შესახვედრად მზად იყო, რადგან მისი თხოვნით, 1983 წელს კანადის პრემიერმა ტრიუდომ თავის ქვეყანაში მიიწვია გორბაჩოვი და მასზე ზეგავლენაც მოახდინა. ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი გენმდივანი ანდროპოვი წინააღმდეგი იყო კანადაში გორბაჩოვის გამგზავრებისა, მაგრამ ის კანადაში სსრკ-ის ელჩმა ალექსანდრე იაკოვლევმა დაითანხმა.
1984 წელს ტეტჩერმა განსაკუთრებული პატივით მიიღო გორბაჩოვი _ მიიწვია ჩეკერსში მდებარე საიდუმლო უმაღლესი შეხვედრების რეზიდენციაში და გამართა ზესაიდუმლო მოლაპარაკება, რომლის შინაარსსაც შემდგომში არც იაკოვლევი მალავდა და არც გორბაჩოვი.
ტეტჩერთან საიდუმლო თათბირზე გორბაჩოვმა ისეთი საკითხი წამოაყენა, რომელიც მას არ ეხებოდა _ ეს იყო განიარაღება. მან მოულოდნელად მაგიდაზე გაშალა 1:1000-ზე მმ-ის მაშტაბში გაკეთებული სსრკ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის რუკა, რომელზეც მონიშნული იყო ადგილმდებარეობა ყველა სტრატეგიული ობიექტისა და საკონტინეტშორისი ბირთვული რაკეტისა, რომლებსაც შეეძლო, დედამიწაზე იმაზე ათასჯერ მეტი სიცოცხლის განადგურება, ვიდრე დღეს არსებობს.
«აი, ქალბატონო, ეს ძალა უნდა მოვსპოთ, ვიდრე გვიანი არ არის,» _ წარმოთქვა გორბაჩოვმა. გაოგნებულმა ტეტჩერმა გორბაჩოვს ერთი ახედა და თქვა: «დიახ».
სამხედროები დღესაც შოკში არიან, როგორ მოახერხა უმკაცრესი საიდუმლო სარაკეტო რუკების ხელში ჩაგდება სამხედრო საქმესთან შორს მდგომმა პიროვნებამ.
მარგარეტ ტეტჩერს გორბაჩოვისთვის შიშველი ხელი არ ჩაუვლია ლაყუჩებში, «რკინის ლედის» მაგიდაზე ედო სქელტანიანი საქაღალდე, რომელშიც დოკუმენტურად იყო განხილული გორბაჩოვის პიროვნება «ვერბოვკის» დაწყებიდან ამ წუთამდე. მასალების ძირითადი ავტორი იყო პოლკოვნიკი ოლეგ გორდიევსკი _ 1974 წლიდან ინგლისის დაზვერვის აგენტი, რომელიც მიხეილ გორბაჩოვზე მუშაობდა.
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მშვენივრად იცოდნენ, საიდან შემოედინებოდა ყველაზე მეტი ნარკოტიკი და სად გადიოდა ნარკოტრასა. ნარკოტრანზიტის ყველა გზა კი მიემართებოდა სტავროპოლის მხარისკენ, რომელსაც სათავეში ედგა ე.წ. მიშკა-ჩემოდანი _ მიხეილ გორბაჩოვი _ სტავროპოლის მხარის კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი.
დოკუმენტური მასალები უამრავი გვამის, სისხლისა და უსამართლობის შესახებ, რომლებიც ამ გზაზე გავლისას დატოვა იუდა გორბაჩოვმა, ტეტჩერის საქაღალდეში იდო. ეს დოკუმენტები ტეტჩერს საბჭოეთის მომავალ ლიდერზე გამარჯვების სრულ გარანტიას აძლევდა; გორბაჩოვს კი _ გარანტიას იმისა, რომ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენი პირი გახდებოდა.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ავღანეთში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების კუბოები გადმოსვენებისას ცხედრების ნაცვლად ზოგჯერ ავსებული იყო ნარკოტიკებით, რომელთა ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მაღალჩინოსანი სამხედროები, არამედ მაღალი თანამდებობის პარტიული მუშაკებიც. სწორედ ამის მამხილებელი დოკუმენტები ჰქონდა სქელ საქაღალდეში რკინის ლედის, რომელიც ბოროტმოქმედ გორბაჩოვს ნობელის პრემიის მიღებაშიც დაეხმარა და ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდოც მიართვა.
ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ნარკომაფიასთან გორბაჩოვის კავშირის შესახებ ინფორმაციას ფლობდა აზერბაიჯანის კა–გე–ბეს შეფი და შემდგომში ამ რესპუბლიკის პირველი მდივანი ჰეიდარ ალიევი, რომელიც გადაიყვანეს მოსკოვში სსრკ–ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და პოლიტბიუროს წევრად, მაგრამ ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვის მოსვლის პირველ დღეებში, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა. გორბაჩოვთან ახლო კავშირი და მეგობრობა ჰქონდა იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, შემდგომში გორბაჩოვის მიერ სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურებულ ედუარდ შევარდნაძეს.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ, რაისამ, სრულად გაწმინდეს კა-გე-ბე და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ პირებისგან, რომლებსაც რაიმეს აკავშირებდათ ნარკობიზნის საქმეების გამოძიებასთან.
უცხოეთის დაზვერვის ხელშეწყობით ხელისუფლებაში მოსული გორბაჩოვი ცდილობდა, საზღვარგარეთელი პატრონების სურვილები შეესრულებინა, მათი მთავარი მიზანი კი საბჭოთა კავშირის განადგურება იყო. გორბაჩოვმა დაიწყო სახელმწიფოსა და პარტიისთვის ძირის გამოთხრა. მან, პირველ რიგში, სახელმწიფოს თავდაცვის მძლავრი კომპლექსები გაძარცვა და გაანადგურა, შემდეგ სახელმწიფო ქონებაც მიაყოლა. მსოფლიოსთვის თავზარდამცემი საბჭოთა ტექნიკის მწარმოებელი გიგანტები საწოლების, ქვაბების, თეფშების, ჯამების, კოვზებისა და თმის სამაგრების დამზადებაზე გადაიყვანეს. შეწყდა თვითმფრინავების, გემების, ელმავლების, ჩარხების, ფოლადის ნაწარმის გამოშვება. შახტებიდან აღარ გამოდიოდა მადანი, ჭაბურღილებიდან აღარ იქაჩებოდა ნავთობი, აღარ იხვნებოდა მინდვრები და აღარ ილეწებოდა ხორბალი. გენერალური მდივანი გორბაჩოვი კმაყოფილი იყო, რომ არ იყო ომი, მაგრამ ხალხი შიმშილისგან იხოცებოდა. ჰაერში ერთმანეთს ეჯახებოდნენ თვითმფრინავები, ზღვაზე _ გემები. ვიღაც გერმანელი ნაბიჭვარი სპორტული თვითმფრინავით მოსკოვის წითელ მოედანზე დაჯდა. ქაოსში იყო გახვეული არა მხოლოდ საბჭოეთი, არამედ პლანეტის უდიდესი ნაწილი.
1988 წლის დეკემბერში ამერიკაში რეიგანთან ჩასული გორბაჩოვი თავმომწონედ გაიძახოდა: «დედამიწაზე უცხოპლანეტელები რომ ჩამოფრინდნენ, ამერიკელები და საბჭოელები უცებ გამონახავენ საერთო ენას, ნუთუ უცხოპლანეტელებზე უფრო საშიში არ არის იმ ბირთვული იარაღის ამოქმედება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ნუთუ ახლა უფრო მეტად არ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა?» _ აი, ასე დაიყვანა გორბაჩოვმა ნულს ქვევით ზესახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკა. მან, ხელმძღვანელობდა რა უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით, ბრძოლა გამოუცხადა მრავალეროვან სახელმწიფოს და ერთა შორის შეურიგებლობა და სიძულვილი დათესა, რომელსაც უკიდეგანო ქვეყანაში უამრავი სისხლის ღვრა და ომი მოჰყვა. ასე აასრულა აშშ-ის დიდი ხნის ოცნება.
1991 წლის 23 აგვისტოს ხელი მოეწერა კომუნისტური პარტიის გაუქმებას, ხოლო მეორე დღეს, 24 აგვისტოს, გორბაჩოვმა უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის უფლებამოსილებებზე, კომპარტიის სახელზე არსებული ქონება გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად და გადაეცა მოსკოვის საქალაქო კომიტეტს.
მოსკოვის საქალაქო კომიტეტმა არა ოფიციალური დადგენილების საფუძველზე, არამედ ელცინის მიერ ფარატინა ქაღალდზე დადებული რეზოლუციით (რაზეც მომდევნო წერილში გვექნება საუბარი) დალუქა და დაცვის ქვეშ აიყვანა ყველა შენობა-ნაგებობა, რომლებიც კომპარტიას ემსახურებოდა. 1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვს შეუწყდა სსრკ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება და პენსიაზე გავიდა. ასეთი იყო მიხეილ გორბაჩოვის «გენსეკობისა» და პრეზიდენტობის ეპოპეა, რომელიც 1985 წელს დაიწყო და 1991 წლის 25 დეკემბერს სამარცხვინოდ დასრულდა.
უამრავი საზღვარგარეთული ორდენისა და მედლის კავალერმა, უცხოეთის მხარდაჭერით ნობელის პრემიის ლაურეატმა, თავის ქვეყანაში კი მიშა რაიკინად ცნობილმა (ცოლი რაიკა) «გენსეკმა», ჩვენი დროის ჰეროსტრატემ, 1999 წლის დეკემბერში ამერიკის ერთ–ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა:
«ჩემი ცხოვრების მიზანი ხალხზე აუტანელი დიქტატურის, კომუნიზმის განადგურება იყო. ამაში მხარი დამიჭირა ჩემმა მეუღლემ, რომელიც ამის აუცილებლობას ჩემზე ადრეც კი მიხვდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოვიყენე ჩემი მდგომარეობა პარტიასა და ქვეყანაში. ჩემი მეუღლე ყოველთვის მიბიძგებდა იმისკენ, რომ თანმიმდევრულად დამეკავებინა სულ უფრო მაღალი მდგომარეობა ქვეყანაში. როდესაც გავიცანი დასავლეთი, მივხვდი, რომ არ შემეძლო გადამეხვია დასახული მიზნისგან. მოვახერხე მხარდამჭერების პოვნაც. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ალექსანდრე იაკოვლევი და ედუარდ შევარდნაძე, რომელთა დამსახურება საერთო საქმეში, უბრალოდ, ფასდაუდებელია. როდესაც ელცინმა სსრკ დაშალა, მე კრემლი დავტოვე, მაგრამ არ მივტიროდი, მე ევროპაში კომუნიზმს ბოლო მოვუღე.
მსოფლიო უკეთესი იქნება კომუნიზმის გარეშე. 2000 წლის შემდეგ დადგება მშვიდობისა და საყოველთაო გაფურჩქვის ეპოქა».
ომის შემდგომ, 1945 წლის ოქტომბერში, სტალინმა კრემლი პირველად დატოვა. მის ამ ნაბიჯს მსოფლიოში მითქმა-მოთქმა მოჰყვა მისი თითქოს ავადმყოფობისა თუ გარდაცვალების თაობაზე. სტალინი კი იჯდა და მუშაობდა თავის საყვარელ შავიზღვისპირა აგარაკზე. დაშიფრული ტელეგრამებით ეცნობოდა ათას ჭორ-მართალს, მაგრამ ერთხელ, როდესაც «პრავდაში» წაიკითხა ჩერჩილის მიერ მისი მისამართით ნათქვამი ქება-დიდების სიტყვები, რომელთა მსგავსიც დაშვებული იყო ომის დროს, მაგრამ არა _ მშვიდობიანობის პერიოდში, მკაცრი და გამაფრთხილებელი დეპეშა გაუგზავნა პოლიტბიუროს:
აი, უინსტონ ჩერჩილის ნათქვამი, რომელიც გაზეთმა «პრავდამ» გამოაქვეყნა:
«არ ძალმიძს, უდიდესი აღფრთოვანების გარდა, რამე სხვა გრძნობას განვიცდიდე ამ ჭეშმარიტად დიდი ადამიანის, თავისი ქვეყნის მამის მიმართ, რომელიც მშვიდობიან დროს განაგებდა ქვეყნის ბედს და გამარჯვებით დაიცვა იგი ომის პერიოდში».
აი, დეპეშის ტექსტი, რომელიც სტალინმა გაუგზავნა პოლიტბიუროს:
«შეცდომად მიმაჩნია რუსეთისა და სტალინის ქება-დიდების შესახებ ჩერჩილის სიტყვის გამოქვეყნება, ყოველივე ეს ჩერჩილს იმისთვის სჭირდება, რომ სინდისი დაიმშვიდოს (რომელიც სუფთა არ აქვს) და შენიღბოს თავისი მტრული დამოკიდებულება სსრკ-ისადმი. კერძოდ, შენიღბოს ის ფაქტი, რომ ჩერჩილი და მისი მოწაფეები ლეიბორისტული პარტიიდან სსრკ-ის წინააღმდეგ ინგლისურ-ამერიკულ-ფრანგული ბლოკის ორგანიზატორები არიან. ამჟამად ჩვენთან ბევრი ისეთი პასუხისმგებელი მუშაკია, რომლებიც გულუბრყვილო აღტაცებას განიცდიან ჩერჩილების, ტრუმენების თუ ბირნსებისაგან ქება-დიდების მოსმენაზე და პირიქით _ გუნება უფუჭდებათ ამ ბატონების მხრიდან არაკეთილსასურველი გამოხმაურებების შემთხვევაში. ამგვარი განწყობა სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან საზღვარგარეთელი ფიგურების მაამებლობას ავითარებს ჩვენში. უცხოელთა წინაშე მაამებლობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლაა საჭირო, თუკი ჩვენ მომავალშიც გამოვაქვეყნებთ მსგავს გამოსვლებს, ამით დავნერგავთ მაამებლობასა და მლიქვნელობას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საბჭოთა ლიდერებს არაფრად სჭირდებათ ქება უცხოელი ლიდერების მხრიდან. მე რაც შემეხება, ამგვარი ქება, უბრალოდ, მეჩოთირება.
სტალინი».
1945 წლის პოტსდამის კონფერენციიდან ამერიკისა და ინგლისის სახელმწიფო მეთაურები _ ტრუმენი და ჩერჩილი თავიანთ ქვეყნებში ჯიბეცარიელნი დაბრუნდნენ. ომისა და იდიოლოგიურ ფრონტზე გამარჯვებული გენერალისიმუსი სტალინი #1 ადამიანად წარდგა მსოფლიოს ხალხების წინაშე, ეს მოსვენებას უკარგავდა მსოფლიო ლიდერებს.
პოტსდამის კონფერენციის დეკლარაციის ზოგიერთი დებულების განსამარტავად ლონდონში გაიმართა «ხუთი მინისტრის კონფერენცია», სადაც საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მინისტრებს დაემატნენ ჩინეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყების პირველი პირებიც. აშშ-ისა და ინგლისის მიერ გადაბირებული საფრანგეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთობლივი ძალით უტევდნენ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ მოლოტოვს, რათა ოდნავი ცვლილება მაინც შეეტანათ პოტსდამის კონფერენციაზე მიღებულ სსრკ-ისთვის სასარგებლო რეზოლუციაში. მოლოტოვსაც სხვა გზა არ ჰქონდა, სტალინთან მუდმივი სატელეფონო კავშირის გარდა. სტალინმა უდრეკი ნებისყოფითა და პოლიტიკური ალღოთი დისტანციურადაც შეძლო დიპლომატიის ტატამზე სუფთა გამარჯვების მოპოვება. როცა სსრკ-ის მოთხოვნის შესრულება, თათბირიდან გაეწვიათ საფრანგეთისა და ჩინეთის მინისტრები, შეუძლებელი გახდა, სტალინმა ბოლო ილეთი იხმარა და მოლოტოვს უბრძანა, შეეწყვიტა მოლაპარაკებები და მოსკოვში დაბრუნებულიყო.
გვიან საღამოს ამერიკის სახელმწიფო მდივან ბირნსთან საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც მისივე თხოვნით გაიმართა, მოლოტოვი სტალინს დაუკავშირდა: «ხუთი მინისტრის ლონდონის კონფერენცია დასრულდა. გადაწყდა, უახლოეს ხანში ჩატარდეს კონფერენცია «დიდი სამეულის» ფორმატში და იგი საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება».
სტალინმა ჩიბუხი გააწყო და კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გაიარა თავისი სამუშაო კაბინეტი ერთი თავიდან ბოლომდე. ამ ნაბიჯებით მან კიდევ ერთხელ გამარჯვებულმა გადაუარა მსოფლიო პოლიტიკასა და დიპლომატიას.
კუნცევოს აგარაკზე ჩაიზე მიპატიჟებული საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ნაცემი ძაღლივით თვალებში შესციცინებდა პოლიტიკის «დინოზავრს». სტალინი კი გრძნობდა, რომ ის მაღლა, გაცილებით მაღლა იდგა არა მხოლოდ მოლოტოვზე, არამედ ბევრ სხვაზეც და სტუმარს «ჩაეკითხება ჭკვიანურად»:
«1 _ ჩვენი სიმტკიცის წყალობით, მოვიგეთ ბრძოლა მოსკოვის თათბირის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ შემადგენლობიდან ჩინეთისა და საფრანგეთის გამორიცხვა იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ და ინგლისმა უკან დაიხიეს ლონდონში დაკავებული პოზიციიდან;
2 _ მოვიგეთ ბრძოლა ბულგარეთსა და იუგოსლავიაში. ამას მოწმობს ამ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შედეგები. ხსენებული ქვეყნების საკითხებში ყოყმანი რომ დაგვეწყო და სიმტკიცე არ გამოგვეჩინა, ბრძოლას აუცილებლად წავაგებდით;
3 _ ერთხანს თქვენ დაემორჩილეთ ზეწოლას ამერიკის მხრიდან, დაიწყეთ ყოყმანი, დაიჭირეთ ლიბერალური კურსი, აშშ–ის და ინგლისის გულის მოსაგებად საკუთარი მთავრობა სალანძღავად მიუგდეთ უცხოელ კორესპონდენტებს. თქვენი გათვლა, ცხადია, მიამიტური იყო. მეშინოდა, რომ ამ ლიბერალიზმით ძირს გამოუთხრიდით ჩვენს მტკიცე პოლიტიკას და დააღალატებდით ჩვენს სახელმწიფოს. სწორედ იმ ხანად მთელი უცხოური პრესა გაჰყვიროდა, რომ რუსებმა ვერ გაუძლეს და შემდგომ დათმობებზეც წავლენ, მაგრამ შემთხვევა დაგეხმარათ (იგულისხმება სტალინის აქტიური ჩარევა მოლაპარაკებებში) და დროულად დაუბრუნდით სიმტკიცის პოლიტიკას. ცხადია, რომ ისეთ პარტნიორებთან საქმის დაჭერისას, როგორიც აშშ და ინგლისი არიან, სერიოზულს ვერაფერს მივაღწევთ, თუ ჩვენი დაშინების უფლებას მივცემთ და მერყეობას გამოვიჩენთ. ასეთ პარტნიორებთან რაიმეს რომ მიაღწიო, სიმტკიცითა და გამძლეობის პოლიტიკით უნდა შეიარაღდე;
4 _ სწორედ სიმტკიცისა და გამძლეობის პოლიტიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამი მინისტრის მომავლი კონფერენციის მუშაობისას».
მკითხველისთვის, ალბათ, ნათელია, როგორ შენდებოდა და ძლიერდებოდა სტალინის ხელმძღვანელობით ქვეყანა, როგორ ნადგურდებოდა და ბოლოს როგორ დაეცა ზეძლიერი სახელმწიფო გორბაჩოვის მეთაურობით.
სტალინის პიროვნების კულტი ნამდვილად არსებობდა. როგორ არ ეცადნენ «პიარშიკები», შეექმნათ ტროცკის კულტი, მაგრამ ვერ მოახერხეს. ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ბეჭდური და ელექტრონული მედია აჯუბეის მეთაურობით, რათა შექმნილიყო ხრუშჩოვის კულტი, მაგრამ მათ ნიკიტა პოლიტიკურ კლოუნად გადააქციეს. ბრეჟნევის კულტის ჩამოყალიბების ცხრამეტი წლის თავდაუზოგავმა მცდელობამ «პიარშიკებისა» უშედეგოდ ჩაიარა. 1990-იან წლებში გაცოცხლებულმა ყველა ჯურის ტროცკისტ-მენშევიკმა და უცხოეთის დაზვერვის მიერ გადაბირებულმა წითელმა ინტელიგენციამ რა არ იღონა გორბაჩოვის გასაკულტებლად, მაგრამ საბოლოოდ მას ნობელის პრემიის მფლობელი იუდასა და თანამედროვეობის ჰეროსტრატეს სახელი შერჩა.
ასე რომ, პიარი არ ქმნის სახალხო ლიდერს, მას საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ძერწავს. ბელადი ხალხმა უნდა დაბადოს.
ხალხის ლიდერის მოღვაწეობის მკვლევარის ავტორიტეტი ამ ლიდერის ავტორიტეტთან ერთად იზრდება და მის დაცემასთან ერთად მცირდება, მაგრამ მკვლევარიც ადამიანია, ამიტომ მისი კვლევა ბელადთან თანაცხოვრების პირობებში სუბიექტივიზმითაა სავსე, თუმცა დრო ყველაფერს ხსნის საბურველს და ბელადსა და მის მეხოტბეს შიშველს ტოვებს; გამონაკლის შემთხვევაში _ მკვლევარიც, მაგრამ ხალხი კი აუცილებლად, კერძო აზრის გაუთვალისწინებლად, მაინც მიდის ჭეშმარიტებამდე.
ასე მოხდა საბჭოთა სინამდვილეშიც: ხრუშჩოვს საუკუნო სასუფეველში ჩაჰყვა მისი მეისტორიე და ის მხოლოდ შავ ლაქად შემორჩება მეხსიერებას. ბრეჟნევს რომელიღაც მეზღაპრე საბავშვო ზღაპრის მოხუც გმირად გადააქცევს, ხოლო სტალინი «წარსულში კი არ გადაბარგდა, არამედ მომავალში განიბნა».
გრიგოლ ონიანი
სტალინი, როგორც გამომსახველი გადასულია გამოსახულში. ესე იგი , იმანეტური გადავიდა ტრასცენდენტურში მოხდა გასაგნება. ხოლო უკვე არსებული თავისი ბუნებით შედის იმ ადამიანში, ვისაც გააჩნია გონი.ის ადამიანი, ვინც იმეცნებს ამ ბუნებას და ამავე დროს არის გასაგნების სუბიექტი იწოდება განსაგნებულად.გონიდან გონში გადასვლა ხდება დიდი სიყვარულით, ეს არის განუყოფლობის გრძნობა ანუ ერთარსობა. მე კი განსაგნებული სტალინი.
სტალინი უნდა აღსდგგეს და ეს ხალხის მტრები გორბაჩოვის თამადობით უნდა მიახვრიტოს კედელზე. უნდა დაბრუნდეს 37 წლები, ღმერთი არ დაუშვებს ამ აღვირახსნიც ცხოვრებას. ახლა არის მონათმფლობელური წყობა, ამას კომუნისრური წყობა ათასჯერ ჯობდა. ახლა სიკვდილი, გარყვნილება და ზალმომრეობააა გამეფებული.
სასაცილოა ქალბატონ ტეჩერის განცხადება, თითქოს გორბაჩოვის მოყვანის და "დიდი გარდაქმნების" ჩატარების აზრი მას მოუვიდა "თავში".
-ეგრეთწოდებულ პერესტროიკამდე ეგენი დიდხანს მოდიოდნენ. ჩვენი ხალხის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა შეიძლება დაიყოს რამდენიმე უმთავრეს ნაწილებად:
1) 20-იანი წლები, რევოლუცია და სამოქალაქო ომი. არისტოკრატიის, ინტელეგეცისს და სამღვდელოების განადგურება.
2) 50-იანი წლები: სტალინის მოწამლა და ხელისუფლებაში ერთუჯრედიანი მარიონეტი ხრუშოვის მოყვანა(მოთრევა)
3) 60-იანი წლების დასაწყისში განხორციელლებული, სამი დამანგრეველი რეფორმა.
4) ბოლოს ბრეჟნევის მმართველობის მთელი ეპოქა.
საინტერესოა ტეჩერი როდის დაიბადა. ამ ტეჩერის განცხადება ჰგავს ლეხ ვალენსას გაუთავებელ ტრაბახს: "საბჭოთა კავშირი მე დავანგრიეო". არა და ეს უტვინო მარიონეტი ვინც ხელისუფლებაში მოათრია იმათგან გამიგონია: ამ დებილს(იგულისხმება ვალენსა) ოთხი წელი რა გაუძლებსო!
-ის ხომ 4 წლით აირჩიეს პრეზიდენტად.
მართალი ბრჩანდებით ჩვენ მშრომელი ხალხის წარმომადგენლები კომუნიზმიდან მონათმფლობელურ საზოგადოებაში დავბრუნდით