უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან უკანდახეულ სამხედრო ნაწილებზე მართვა დაკარგა, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ მართვის სადავეები დაკარგა უკანდახეულ ქვედანაყოფებზე _ მე-10 სამთო-მოიერიშე, 72-ე და 115-ე მექანიზებულ ბრიგადებზე, აგრეთვე, ტერიტორიულ თავდაცვის 118-ე ბრიგადაზე”, _ განმარტეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.
რფ-ის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ მოახსენა.
გიორგი გაჩეჩილაძე