Home რუბრიკები ისტორია არამზადები სტალინის წინააღმდეგ

არამზადები სტალინის წინააღმდეგ

წინა პუბლიკაციაში ვწერდით, რომ სტალინმა ნება არ დართო დრამატურგ ბულგაკოვს, დაედგა მისი პიესა «ბათუმი», რომელიც ბელადის ადრეულ რევოლუციურ მოძრაობას ეძღვნებოდა. სტალინს ნემიროვიჩდანჩენკოსთვის უთქვამს, რომ «ბათუმი» ძალიან კარგი პიესაა, მაგრამ «მისი დადგმა არ შეიძლება». ამით არ მთავრდება სტალინისა და ბულგაკოვის ურთიერთობა, გვეუბნება ნიკოლაი სტარიკოვი და განაგრძობს: «დაახლოებით ერთი თვით ადრე ბულგაკოვის გარდაცვალებამდე საბჭოთა კავშირის მწერალთა საზოგადოების მეთაურმა ფადეევმა, სტალინის თანხმობით, ინახულა უკვე მძიმედ ავადმყოფი მწერალი.

 

ისაუბრეს «გამოსაჯანმრთელებლად მისი იტალიის სამხრეთში გამგზავრების შესაძლებლობაზე». სტალინი ცდილობდა დახმარებოდა ბულგაკოვსმაგრამ იტალიაში გამგზავრება ჩაიშალა: 1940 წლის 10 მარტს მწერალი გარდაიცვალა. იმავე დღეს მწერლის ბინაში ტელეფონმა დარეკა. რეკავდნენ სტალინის სამდივნოდან და მხოლოდ ეს იკითხეს: «ამხანაგი ბულგაკოვი მოკვდაუეჭველია, რომ რეკავდნენ ბელადის განკარგულებით

«მერე რა, რომ ტროცკის ბიძაშვილია?!»

არ არსებობს არავითარი სანდო დადასტურება, რომ სტალინს პირადად ერთხელ მაინც გაეცა ბრძანება, გასწორებოდნენ კულტურის რომელიმე მოღვაწეს. სამაგიეროდ არაერთხელ ყოფილა, რომ სტალინი დახმარებია და გადაურჩენია სწორედ ეს მოღვაწენი. მას მოუთოკია გონებაშეზღუდული, შურიანი, არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, ნიჭიერ კაცს კი მიუღია ჯილდო და მისთვის მუშაობის ღირსეული პირობები შეუქმნიათ შეხედულებების, წარმოშობისა და ნათესაური კავშირების მიუხედავადაც კი. ამ მხრივ სამაგალითოა პოეტი ქალის ვერა ინბერის ისტორია. ომის შემდეგ, 1946 წელს მან მიიღო სტალინური პრემია  პოემა «პულკოვოს მერიდიანისთვის». ვერა ინბერი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებითაც.

რა არის აქ გასაკვირი?

გასაკვირი ისაა, რომ ვერა მიხაილის ასული ინბერი ტროცკის ბიძაშვილი იყო. მას შემდეგ, რაც მისი ბიძა სსრ კავშირიდან გადაასახლეს და იგი «ხალხის მთავარი მტერი» გახდა, ხელისუფალთა მისდამი დამოკიდებულება დაიძაბა. გავიხსენოთ «დესტალინელების» საუბრები: რა უნდა დამართოდა ტროცკის ბიძაშვილს გაგანია რეპრესიების დროს სტალინურ საბჭოთა კავშირში? დაპატიმრება? წლების მისჯა? არა, პირიქით, _ იგი დააჯილდოეს ორდენით და მიანიჭეს პრესტიჟული სტალინური პრემია. 1939 წლის დასაწყისში მწერალთა დიდი ჯგუფი ორდენებით დასაჯილდოებლად წარადგინეს. პოეტესას გვარი სიაში არ აღმოჩნდა. ამას ყურადღება ვინმე სხვამ კი არ მიაქცია, არამედ თვით სტალინმა: «ტროცკის ბიძაშვილია? მერე რა?! დაჯილდოვდეს «საპატიო ნიშნის» ორდენით».

კონსტანტინე სიმონოვი იხსენებს, როგორ წყვეტდა საქმეებს სტალინი მწერლებთან ურთიერთობით. მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი ფადეევი ალაპარაკდა ერთ-ერთი ლიტერატორის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მძიმე მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

«_ უნდა დავეხმაროთ, _ თქვა სტალინმა და გაიმეორა, _ უნდა დავეხმაროთ. მივცეთ ფული. მაგრამ აიღეთ და დაუბეჭდეთ. რატომ უნდა მისცეთ სამოწყალო? დაუბეჭდეთ და გადაუხადეთ.

ჟდანოვმა თქვა, რომ ამასწინათ ამ მწერლისგან გულისამაჩუყებელი წერილი მიიღო. სტალინს ჩაეცინა: _ ნუ დაუჯერებთ გულისამაჩუყებელ წერილებს, ამხანაგო ჟდანოვ.

ყველას გაეცინა» (კ. სიმონოვი, რჩეული, 2005. გვ. 30).

«პროლეტარული პოეტის» ბედი

საინტერესო უნდა იყოს, როგორ აფასებდა ბელადი პოეტ დემიან ბედნის, რომელიც, ბულგაკოვისგან განსხვავებით, ასპროცენტიანი «წითელი» იყო. წიგნის ავტორის ნიკოლაი სტარიკოვის დაკვირვებით, სტალინის დამოკიდებულება მწერლებისადმი სულაც არ იყო დაფუძნებული მათ იდეოლოგიურ მრწამსზე, არ გადიოდა «ბურჟუაზიაპროლეტარიატის» გამყოფ ხაზზე.

XX საუკუნის დასაწყისში ერთი მათგანი პოლიტიკურად გამართულ ლექსებს წერდა, მეორე _ «თეთრგვარდიულ» რომანებსა და პიესებს. მაგრამ დღეს პირველი მათგანი პირწმინდადაა დავიწყებული, მეორე მსოფლიოში ცნობილ რუს კლასიკოსადაა აღიარებული.

დრო და ფასეულობები შეიცვალა.

«უწინ, _ ხაზგასმულადაა ნათქვამი წიგნში, _ ლენინი აქებდა დემიან ბედნის, ამბობდა, რომ ეს «ნამდვილი პროლეტარული შემოქმედებაა». დამსახურებულადაც აქებდა. რუსეთის შინაომის წლებში პოეტმა ლექსების ოცდაათამდე წიგნი გამოსცა: იგავარაკები, ზღაპრები, პოემები, «ჩასტუშკები» (შაირები). სამოქალაქო ომი პროპაგანდის ომი იყო: გადაარწმუნებ რუსებს, რომლებიც მოწინააღმდეგის არმიებში იბრძვიან, გადმოიბირებ ახალ ჯარისკაცებს.

პროპაგანდისტული თვალსაზრისით ბედნის ლექსები ძალიან ეხმარებოდა რუსეთის პროლეტარიატსვლადიმერ მაიაკოვსკიმ ზუსტად აღნიშნა, რომ «დემიან ბედნის ლექსები დღეისთვის სწორად გაგებული სოციალური დაკვეთაა…»

აი, ამ სოცდაკვეთების შემსრულებელმა «პროლეტარულმა პოეტმა» დაკარგა სინდისი და სტალინთან უჩივლა რკინიგზელებს, რომლებმაც გაბედეს და ჩამოართვესპერსონალური ვაგონი. შედეგად 1930 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამხ. დემიან ბედნის ფელეტონებში თავი იჩინა ყალბმა ნოტებმა, რომლებიც უსაფუძვლოდ აბიაბურებდა რუსებსა და რუსეთს. მითითებული იყო _ «ცკ იმედოვნებს, რომ «პრავდისა» და «იზვესტიის» რედაქციები სამომავლოდ გაითვალისწინებენ ამხ. დემიან ბედნის ნაწერების ამ დეფექტებს».

რა რეაქცია ჰქონდა ცენტრალური კომიტეტის ამ კრიტიკაზე დემიან ბედნის?

«კრიტიკას მიუჩვეველი დემიანი 1930 წლის 8 დეკემბერს წერილით მიმართავს სტალინს: «მე ქებას ველოდი ადამიანისგან, ვისადმიც დამოკიდებულება ყოველთვის ბიოგრაფიული სინაზით მქონდა გალამაზებული. სიხარულით გავვარდი ამ ადამიანთან პირველსავე დარეკვაზე. და რა? ჩემდა გასაოცრად, მაგრად ამიქაჩეს ყურები, პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდიწერა აღარ შემიძლიაჩემი კატასტროფის საათი დადგა» (. ბალაიანი, . სტალინი და ინტელიგენცია, www.stalin.su).

სტალინის პასუხი მისი თხზულებების მე-13 ტომშია შესული:

«8.XII თქვენი წერილი მივიღეცკ დადგენილებას თქვენ აფასებთ, როგორც «ყულფს», როგორც იმის ნიშანს, რომ «დადგა საათი ჩემი (ანუ თქვენი) კატასტროფის». რატომ, რის საფუძველზე? რა უნდა ვუწოდოთ კომუნისტს, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩაუფიქრდეს ცკ გადაწყვეტილების არსს და გამოასწოროს თავისი შეცდომები, ამ გადაწყვეტილებას «ყულფად» მიიჩნევს სტალინი შეახსენებს ბედნის, რომ, როცა საჭირო იყო, ცკ მას მრავალგზის აქებდა. იცავდა ცალკეული ჯგუფებისა და პარტიული ამხანაგების თავდასხმებისგან. «ეს ყველაფერი, _ განაგრძობს სტალინი _ თქვენ ნორმალურად და გასაგებად მიგაჩნდათ. მაგრამ როცა ცკ იძულებული გახდა, გაეკრიტიკებინა თქვენი შეცდომებითქვენ დაიწყეთ ყვირილი «ყულფის» შესახებ. რის საფუძველზე? იქნებ, ცკ არ აქვს უფლება, გააკრიტიკოს თქვენი შეცდომები?.. იქნებ, თქვენი ლექსები ყოველგვარ კრიტიკაზე მაღლა დგას? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ შეგეყარათ ერთგვარი უსიამოვნო დაავადება, რომელსაც ყოყოჩობას უწოდებენ? უფრო მეტი თავმდაბლობა, ამხანაგო დემიან»…

შემდეგ სტალინი საფუძვლიანად არჩევს ბედნის ნაწარმოებებს და ბოლოს ასკვნის: «და თქვენ გსურთ, რომ მე ჩუმად ვიყო იმის გამო, რომ თქვენ, თურმე, ჩემდამი გრძნობთ «ბიოგრაფიულ სინაზეს!» (ი. სტალინი, ტ. 13, გვ. 23-27).

დემიან ბედნი ასპროცენტიანი პროსტალინური ავტორი იყო. აქებდა და ადიდებდა მას. მაგრამ პირფერობამ ვერ უშველა, რადგან სტალინს მლიქვნელები არ უყვარდა. ბულგაკოვს არ შეუნდო, არ აპატია «ბათუმი» და დემიან ბედნის, ამ აგიტპროპის პოეტს დაუთმობდა?

არა, რა თქმა უნდა.

ნიკოლაი სტარიკოვის წიგნში ციტირებულმა დემიან ბედნის ფრაზამ _ «სიხარულით გავვარდი ამ ადამიანთან პირველსავე დარეკვაზე» _ ვერ უშველა. პირიქით, სტალინი მის წინააღმდეგ განაწყო.

როგორ მოექცა მას სტალინი?

«1938 წელს, _ აღნიშნულია წიგნში, _ ბედნი პარტიიდან გარიცხეს და გაასახლეს კრემლიდან, სადაც ეს «თავმდაბალი პროლეტარული მწერალი» ცხოვრობდა. 1939 წლის 9 სექტემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი წარუდგენს სტალინს ცნობას თანდართული წერილით, რომელსაც ხელს აწერენ ეჟოვი და ბერია. იმ პერიოდის ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ეს წერილი იკითხება, როგორც განაჩენი:

«დემიან ბედნის გაბოროტებისთვის დამახასიათებელია შემდეგი გამონათქვამები… «მე უცხო გავხდი. ტირაჟიდან გავედი. დემიან ბედნის ეპოქა დამთავრდა. განა ვერ ხედავთ, ჩვენთან რა ხდება? ძველი გვარდია სრულად იცვლება. სპობენ ძველ ბოლშევიკებს. ანადგურებენ უკეთესთა შორის საუკეთესოებს, ვის სჭირდებოდა, ვის აინტერესებს, ლენინის მთელი თაობის ამოწყვეტა? აი, მეც მდევნიან იმიტომ, რომ თავზე ოქტომბრის რევოლუციის შარავანდი მადგას», და ..

გავა წლები და ნიკიტა ხრუშჩოვი ბედნის თეზისს ბოლშვეიკების, ლენინური გვარდიის კოჰორტის ამოწყვეტას სტალინს დააბრალებს.

დაუმსახურებელი ფავორიტობიდან განდევნილ ბედნის როგორ მოეპყრობიან? აღარ დაბეჭდავენ მის უნიჭო ნაწარმოებებს. მაგრამ მისი სახელობის ობიექტებს დაუტოვებენ დემიანბედნობას.

ომის დროს იგი კვლავ გამოჩნდება გაზეთების ფურცლებზე, ოღონდ სხვა ფსევდონიმით: ეფიმ პრიდვოროვი _ დემიან ბედნი ლექსებს დ. ბოევოის მეტსახელით მოაწერს ხელს.

ნიკიტა ხრუშჩოვი 1956 წელს განაცხადებს, რომ ბედნი მისი უსაყვარლესი მწერალი იყო. ძნელი დასაჯერებელია, რადგან ნიკიტას ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული, მით უფრო, პოეტურ კრებულს სათოფეზე არ გაჰკარებია.

1956 წელს იგივე ნიკიტა საწყალ ბედნის სიკვდილის შემდეგ პარტიაში აღადგენს.

ასეთი იყო მედროვე პოეტის აღზევების და დაცემის ისტორია.

P.S. იოსებ სტალინმა ერთხელ, მისთვის ჩვეული პირდაპირობით დემიან ბედნის უთხრა: «იცით, რატომ ხართ ცუდი პოეტი? იმიტომ, რომ ნამდვილი პოეზია ცოტა სევდიანი უნდა იყოს».

სტალინი და კინემატოგრაფია

ფაქიზი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს კინემატოგრაფის მიმართ. კინოს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. აი, რამდენიმე ისტორია, რომლებიც სტარიკოვის წიგნშია მოთხრობილი.

სტალინი ნახულობდა საბჭოთა კავშირში გადაღებულ ყველა კინოსურათს (მაშინ საკმაოდ ცოტა ფილმი გამოდიოდა და ეს შესაძლებელი იყო. დასავლურ ფილმებსაც ნახულობდა. განსაკუთრებით მოსწონდა კოვბოური ფილმები).

«…ერთხელ, ისტორიულრევოლუციური ფილმი რომ ნახა, მან (სტალინმა) უცებ მეორეხარისხოვანი პოლიტკატორღელის როლის გარჩევით დაიწყო საუბარი, საკმაოდ მკაცრად შენიშნა, რომ ასეთ ადამიანებს სხვისი მონაყოლით არ იცნობს და ისინი სხვანაირები არიან. შემდეგ მისი ტონი სრულიად შეიცვალა _ დაიწყო (ფილმის) ღირსებათა ჩამოთვლა და თქვა, რომ ფილმი კარგი და საჭიროა. დაბოლოს, სტალინმა გადაწყვიტა მადლობა ეთქვა რეჟისორისთვის. ყველამ აქეთიქით ყურება დაიწყო _ ეძებდნენ რეჟისორს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი და პატივცემული პიროვნება გახლდათ და მიწვეული იყო ფილმის დემონსტრაციაზე. მაგრამ გაირკვა, რომ რეჟისორი ადგილზე არ იყო. და, საერთოდ, დარბაზშიც არ არის. გაქრა. არადა, არავინ არც შესულა, არც არავინ გასულა. განა შეიძლებოდა, ადამიანი უკვალოდ გამქრალიყო?! დაიწყეს სავარძლების ქვეშ ძებნა და ორ რიგს შორის გულწასული რეჟისორი აღმოაჩინეს. მან გონება დაკარგა მაშინვე, როგორც კი სტალინმა ძველ პოლიტკატორღელზე სკეპტიკური ლაპარაკი დაიწყო, და შემდგომ რა მოხდა, არაფერი გაუგია» (. იაგუნკოვა, სერგეი გერასიმოვი და თამარა მაკაროვა, www.fire-of-war.ru).

იქნებ, სტალინს გაეხარდა, მისი პერსონის მიმართ ასეთი შიშის მოწმე რომ გახდა? არა. ვაგრძელებთ კითხვას: «სტალინი შეწუხდა, განაწყენდა და ითხოვა, რომ ფილმების ასეთ ჩვენებაზე რეჟისორები აღარ მიეწვიათ. ასე რომ, «ახალგაზრდა გვარდია» გერასიმოვის გარეშე ნახეს.

ეს ფილმი, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფიის კლასიკა გახდა, სტალინმა გააკრიტიკა, თანაც ძალიან მკაცრად. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კომუნისტები იქ წარმოდგენილი იყვნენ სასოწარკვეთილ და უმწო ადამიანებად: «რაზე ლაპარაკობენ ისინი? «სტალინი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სად ვიქნებოდით?» კაცმა რომ თქვას, სად არიან? ციხეში!.. რისი სწავლება შეუძლიათ ასეთ კომუნისტებს? მეორე, ევაკუაცია მცდარად არის წარმოდგენილი: ეს რა, გაქცევაა?! ჩვენი ქარხნების, ჩვენი ადამიანების ევაკუაცია გეგმიურად ხდებოდა. საიდანაა ასეთი ფაქტები? ეს ისტორიული ტყუილია. მესამე, ფილმი გაჭიანურებულია» (სტალინის რეპლიკები).

ნიშანდობლივია რეჟისორ გერასიმოვის რეაქცია, მას გული არ მისდის. იგი სტალინს აწყვეტინებს, ეკამათება სტალინს. და თვითონ ასე იხსენებს:

«აქ მე შევაწყვეტინე:

_ ეს რომანი უყვართ და კითხულობენ: იგი სამაგიდო წიგნი გახდა. უნდა გავყვეთ რომანს, მაშასადამე, საჭიროა ორი სერიაერთ სერიაში ვერ ჩაეტევა. მე ხელს ვერ მოვკიდებ.

სტალინი ჩიბუხის დასატენად მიდის _ პატარა მაგიდაზე ეწყო «გერცოგოვინა ფლორის» კოლოფები.

_ იდიოტო, ვის ეკამათები? _ ჩამჩურჩულებს ბერია.

_ მაშ, მოვუსმინოთ გერასიმოვს, _ ამბობს სტალინი.

დავიწყე ლაპარაკი. ვლაპარაკობდი უჩეულოდ დიდხანს და გაცხარებით, გადავშლიდი წიგნს, ვკითხულობდი ციტატებს _ ვუმტკიცებდი, რომ ფაქტობრივად ჩვენს წინაშეა ეპოსი და არ შეიძლება ფილმიდან ამოვაგდოთ მასობრივი სახალხო სცენები, ევაკუაცია და უკანდახევა, სხვაგვარად წინააღმდების თემა არ აჟღერდება. და, საერთოდ, არ შეიძლება ორი სერიის ერთ სერიამდე დაყვანა, მით უფრო, რომ ზოგი რამ დამატებითაა გადასაღები. ბოლოს, ყელი ისე გამიშრა, რომ დავდუმდი. შიში არ მქონდა _ ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.

სტალინმა თქვა:

_ აი, რა ჯიუტი კაცია. მივცეთ უფლება, გააკეთოს ორი სერია? იმუშაოს. მთავარია, რომ მას დროზე შევუსწორეთ. უმჯობესია ვილაპარაკოთ აქ, ვიწრო წრეში, შეცდომებისგან დავიცვათ, ვიდრე დაველოდოთ, სანამ ეს შეცდომები საერთო განსჯის საგანი გახდება.

ფილმზე მუშაობა გაგრძელდა. შენიშვნების გათვალისწინებით გადაკეთდა პირველი და დამატებითი გადაღებები მოვაწყვეთ მეორე სერიის» (მითითებული ნაშრომი).

…ფრიად დამახასიათებელია კიდევ ერთი ისტორია. იმის შესახებ, თუ როგორ დართო ნება სტალინმა სემიონ ტიმოშენკოს ფილმს «სამი ამხანაგი». ეს სურათი 1936 წელს გამოვიდა. 1934 წლის დეკემბერში მოკლეს კიროვი. დღეს მის სიკვდილს აბრალებენ სტალინს, რაც კოლოსალური სიცრუე და წარმოუდგენელი სისულელეა… კიროვი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფაქტობრივად მისი მემკვიდრე იყო. ამ რთულ ვითარებაში ეკრანზე გამოდის ფილმი, რომელშიც ვინმე უარყოფითი პერსონაჟი, გვარად ზაიცევი, სადგურისპირა ბაზარში ყიდულობს მჟავე კიტრს და ახვევს… ჟურნალ «ბოლშევიკში». სტალინი ამ ფილმს 1934 წლის დეკემბრის ბოლოს ნახულობს (ანუ უცებვე კიროვის მკვლელობის შემდეგ), ხედავს ამ მომენტს. რას აკეთებს? ჩვენების ნებას რთავს. ვითარების სრულად წარმოსაჩენად უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მოხდა «სოიუზკინოქრონიკის» ხმოვანი კინოჟურნალის განხილვის შემდეგ. ჟურნალში კიროვთან გამომშვიდობება იყო გადაღებული.

ხომ გახსოვთ ლიბერალური ისტორიკოსების საშინელი ისტორიები _ ათი წელიწადი სტალინის პორტეტიანი გაზეთის დაჭმუჭვნისათვის. აქ კი რეალური შემთხვევაა: ჟურნალ «ბოლშევიკში» მჟავე კიტრის გახვევა და შემდეგ ამ ჟურნალიდან დანარჩენი ფურცლების ამოხევა და გადაყრა. ეს ეპიზოდი ფილმში საკმაო ხანს გრძელდება და ჟურნალის ყდა მსხვილი პლანით ჩნდება ეკრანზე. ორჯერ გამოჩნდება, ისე რომ ამის არდანახვა შეუძლებელია (vorontsova-nvu. Livejournal.com). ამ შემთხვევის გადმომცემი ბორის შუმიაცკი ამბობს: «(ფილმის) ნახვის დროს ძალიან იცინოდნენკობამ და სხვებმა მიუთითეს, რომ კარგია და კარგადაც მიიღებენ, მაგრამ არის ადგილები, რომლებიც დაზუსტებას მოითხოვს» (იქვე).

რა დაზუსტებები შეიტანა სტალინმა? კიტრებისა და ჟურნალ «ბოლშევიკის» შესახებ სიტყვა არ თქმულა. ადგილები, რომლებიც სტალინის აზრით დაზუსტებას მოითხოვდა, შემდეგი იყო: «პირველი ისაა, რომ ზაიცევმა მეურნეობრიობის თავისი «სისტემის» დანერგვით სერიოზულად დააზარალა სხვა საწარმოები და სახელმწიფო, ან პირადად იყო მომხვეჭელი. ადგილ-ადგილ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რაიკომის მდივანი ლაცისთან საუბრისას ხეპრე და გაუნათლებელი ჩანს» (იქვე).

აი, ყველა დაზუსტება. სიტყვა არ თქმულა ანტისაბჭოურობასა და ტროცკიზმზე. მხოლოდ _ ტექნიკური შენიშვნები…

«სტალინი სავსებით ნორმალური ადამიანი იყო»

ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სტალინს კულტურის სხვა «შემადგენელ ნაწილთან» _ კომპოზიტორებთან. გთავაზობთ ნაწყვეტს ტიხონ ხრენიკოვთან გამართული  საუბრის.

1939 წელია. ლიბერალურ ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, ყველა შიშისა და უბედურების განცდის ატმოსფეროში ცხოვრობს. აი, კომპოზიტორმა ხრენიკოვმა კი რატომღაც არ იცის, რა ხდება მის გარშემო. თუმცა იმ დროში ცხოვრობდა და ერთხელ სტალინის წინაშე სერიოზულადაც «ჩაიჭრა». ჩვენ ხომ ყოველთვის ჩაგვჩიჩინებენ, რომ ბელადს აუცილებლად სჭირდებოდა მოკვლა ვინმესი, ვინც მასზე ნიჭიერი და პერსპექტიულია. მაგრამ რეალობაში სტალინი სულ სხვანაირი იყო. როგორი? ნორმალური ადამიანი იყო.

«ტიხონ ხრენიკოვი: …სტალინი, მოლოტოვი და ვოროშილოვი მოვიდნენ თეატრში ჩემი ოპერის მოსასმენადმოხდა ისე, რომ იმ საღამოს კიევში ვიყავი. წარმოიდგინეთ, იმავე ოპერის პრემიერაზე. არადა, ვლადიმერ ივანეს ძემ (ნემიროვიჩდანჩენკომ) გამაფრთხილა, მითხრა, რომ არ გავმგზავრებულიყავი. საქმე ის იყო, რომ მან დაპატიჟა სტალინი, ისიც დაპირდა, რომ ერთერთ უახლოეს სპექტაკლზე მოვიდოდა. მაგრამ მე კიევში უნდა წავსულიყავიდა გავემგზავრეის კი მაინც და მაინც მომდევნო სპექტაკლზე მოვიდა.

_ გული დაგწყდათ?

_ ეგ ის სიტყვა არ არის. წარმოიდგინეთ: მე კიევში ჩემი ოპერის პრემიერაზე ჩავდივარ, «გაზეტჩიკები» კი ყვირიან: «ამხანაგები სტალინი, მოლოტოვი და ვოროშილოვი ტიხონ ხრენიკოვის ოპერის «ქარიშხალში!» დადგმას ესწრებიან.

_ რა გითხრათ ნემიროვიჩ-დანჩენკომ?

_ გამლანძღა! იმიტომ, რომ, მეუბნება, ამხანაგმა სტალინმა ლოჟაში მე და თქვენ მიგვიწვია, და გაუკვირდა, რომ თქვენ არ იყავით. ჰოდა, იმის ახსნა მომიწია, რომ თქვენ ამავე ოპერის პრემიერაზე იმყოფებით კიევში… რა მექნა? თმებს ვიგლეჯდი, მაგრამ გვიან იყო» (ვ. კოჟემიაკო. მის სიმღერებს მთელი ქვეყანა მღერის. sovross.ru).

რით დამთავრდა ეს კონფუზი? იმით, რომ სტალინმა სპექტაკლი შეაქო. მაგრამ სტალინი ხომ გულღვარძლიანი და შურისმაძიებელი იყო?

არა, სტალინი ნორმალური იყო. ამიტომაც ყველაფერი გაიგო და არ წყენია. ბოლოს და ბოლოს, მისი ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დათქმულა. ათი წლის შემდეგ სტალინმა ხრენიკოვი სტალინური პრემიების ორგკომიტეტის გენერალურ მდივნად და, ამასთან, კომიტეტის მუსიკალური სექციის თავმჯდომარედ დანიშნა.

ხრენიკოვი იხსენებს: «განვიხილავდით კონსტანტინე სედიხის რომანს «დაურია». შესანიშნავი რომანი იყო. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. კომიტეტში ფარულ კენჭისყრაში გაიმარჯვა: მეორე ხარისხის პრემიაზე წარადგინეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ წიგნის წინააღმდეგ გამოვიდა, ფადეევი იყო. სტალინი ეუბნება: «ამხანაგო ფადეევ, ეს ხომ პუბლიცისტიკა არ არის, ეს ხომ მხატვრული ნაწარმოებია. მიმაჩნია, რომ იქ შესანიშნავადაა ნაჩვენები პარტიის როლი. მხატვრულ ნაწარმოებში, რომანში აუცილებელი ხომ არ არის აბსოლუტური სიზუსტით იყოს ნაჩვენები ცალკეული ისტორიული ეპიზოდები, წვრილი ფაქტები, რომლებიც მეხსიერებაში აღგებეჭდათ, იქ რომ ცხოვრობდით, მაშინ. ეს შესანიშნავი წიგნია».

ფადეევი კვლავ შეეპასუხება: «ამხანაგო სტალინ, არ გეთანხმებით, მე ამ წიგნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ», და განაგრძობს თავის არგუმენტებს, თავისას ამტკიცებს. სტალინი მიმართავს: «ამხანაგო ფადეევ, ასე არ შეიძლება. ეს ხომ ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელსაც გატაცებით წაიკითხავენ. შესანიშნავად არის ნაჩვენები შორეულ აღმოსავლეთში ჩვენი რევოლუციის ერთერთი ბრწყინვალე ფურცელი».

_ ფადეევი კამათობდა?! მაშასადამე შეიძლებოდა სტალინთან კამათი?!

_ რატომაც არა? ფადეევი არა მარტო კამათობდა, არამედ ძალიან მკვეთრად ეპასუხებოდა სტალინს. ვერ შეთანხმდნენ. კონსესუსს ვერ მიაღწიეს» (იქვე).

ფადეევი ურყევედ იდგა თავისაზე. მაშინ სტალინმა პოლიტბიუროს მიმართა: რა ვქნათ, მივცეთ პრემია სედიხს? და ფადეევის მოსაზრების საწინააღმდეგოდ პრემია მისცეს. აი, ტიხონ ხრენიკოვის სიტყვები, რომელსაც რამდენიმეჯერმე აქვს მონაყოლი ეს ისტორია სხვადასხვა ვარიაციებით:

«სტალინი სავსებით ნორმალური ადამიანი იყო».

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here