Home რუბრიკები ისტორია გუნცაძის ნაცემმა პიგმეიმ გიგანტს ლანძღვა შეჰბედა

გუნცაძის ნაცემმა პიგმეიმ გიგანტს ლანძღვა შეჰბედა

პასუხად გიორგი კანდელაკს

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #40-44, 2021 წ

ერთხელ შინ მისულს ჩემმა 10 წლის შვილიშვილმა დათუნა ონიანმა მკითხა: _ ბაბუკა, რას ნიშნავს სიტყვა კვინტესენცია? _ ბაბუ, ჯერ მარტივი სიტყვები ისწავლე, კვინტესენციის სწავლას მერეც მოესწრები, _ ვუპასუხე მე. მაგრამ დათუნა არ მომეშვა (მის ხასიათს უნდა იცნობდეთ). გავიფიქრე, რატომ დასჭირდა ან სად მოისმინა ეს სიტყვამეთქი? სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ ვიცოდი და პასუხის გაცემას ვუჭიანურებდი მიზეზით: ახლა არ მცალია, შემდეგ აგიხსნი… _ არა, ბაბუ, ახლა მითხარი. სტალინს ეხება, ტელევიზორში თქვეს. _ აბა, რომელ არხზე? _ დავინტერესდი

ბავშვმა ტელევიზორი ჩართო და “ტვ პირველის” გადაცემა “პირველი ხაზი” მოძებნა. მერე უკან გადაახვია და გადაცემაც დაიწყო. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო _ ჯერ ბიძინა ივანიშვილი უსაფუძვლოდ ჩადეს მიწაში, შემდეგ ჯერი სტალინზე მიდგა _ სტალინი არის მაოხრებელი გზირიბოროტების კვინტესენციამან საქართველოს მოჰპარა XX საუკუნემან ააშენა მეტრო და კიდევ სხვა რაღაცები, მაგრამ მერე რა?! ბოლშევიკები და საბჭოთა საქართველო იყო ბოროტება, რომლის შედეგებსაც ჯერ კიდევ ვიმკით”. აი ფრაზები, რომლებიც მოვისმინე.

ენციკლოპედია გადმოვიღე და აი, რა წავიკითხეთ მე და დათუნამ კვინტესენციის განმარტებაში: კვინტესენცია _ (ინგ.quinta essentia_ “მეხუთე არსი”) _ რისამე საფუძველი, არსი; კვინტესენცია _ ანტიკურ ფილოსოფიაში: მეხუთე ელემენტი (სტიქია), რომელიც უპირისპირდებოდა დანარჩენ ელემენტებს (წყალს, მიწას, ცეცხლსა და ჰაერს); კვინტესენცია _ (გადატანითი მნიშვნელობით) _ ექსტრაქტი, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე არსებითი; კვინტესენცია _ ბნელი ენერგიის ერთერთი მოდელი. დათუნამ ვერაფერი გაიგო განმარტებებიდან, მე კი ვერაფრით გავიგე, ტელეეთერში გამომსვლელს რატომ ჰქონდა პრეტენზიები კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პიროვნების მიმართ, თვითონ ვინ იყო და რა იცოდა სტალინზე, ასეთი სიტყვებით რომ ლანძღავდა. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი ეს არაკომპეტენტური არსება, რომელიც ასე გამწარებით ცდილობდა სტალინის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას. ოჯახის წევრებმა ამიხსნეს, რომ ის იყო ყოფილი პარლამენტარი გიორგი კანდელაკი. ვერაფრით გავიხსენე, ვინ იყო გიორგი კანდელაკი, მაგრამ ისევ შვილიშვილმა განმანათლა: ეს ის არის, ვისაც კოკა გუნცაძემ პირდაპირ ეთერში დებატებისას ჯერ წყალი შეასხა სახეში, შემდეგ კი გაულაწუნაო. ეს სცენა არ მქონდა ნანახი, მაგრამ დათუნას, როგორც სხვა გასართობი ვიდეორგოლები, ტელეფონში აქვს ჩაწერილი და მყისვე მაყურებინა. ვიცანი ეს ადამიანის მოდგმის მსგავსი არსება… და რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ამ ბუზის თუ ბუზანკალის აბსურდული შეფასებების ბრალია. გიორგი კანდელაკს მის უაზრო ბრალდებებზე უნდა გავცე პასუხი, ამიტომ ჯერ მის მიერ დაყენებული საკითხების კლასიფიკაცია უნდა გავაკეთო:

1. “სტალინი _ მაოხრებელი გზირი”;

2. “სტალინი _ ბოროტების კვინტესენცია”;

3. “სტალინი _ ქურდი, რომელმაც საქართველოს მოჰპარა XX საუკუნე”;

4. “ბოლშევიზმი და საბჭოთა საქართველო, როგორც ბოროტების სიმბოლო”;

განვიხილოთ ეს შეფასებები ცალცალკე:

1. სტალინი _ მაოხრებელი გზირი.

ისტორიკოსი ვახტანგ გურული, თავის შესანიშნავ წიგნში სტალინის დიდი ექსპერიმენტიწერს: “სტალინის ნააზრევისა და ნაღვაწის შეცნობა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატება”.

გიორგი კანდელაკო, უინტელექტო არსებავ, რა იპოვე სტალინის ბიოგრაფიაში ისეთი, რომ მაოხრებელ გზირს შეადარე?

* დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში _ უინსტონ ჩერჩილი წერდა: მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს. მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, მხოლოდ რუსეთს კი არა, მსოფლიოს გადაუარა”.

აი ამონარიდი 1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, ჩერჩილის მიერ ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვიდან:

ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა; თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდა. როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს მათივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვიაძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფიოში ტოლი არ ჰყოლია. მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

* ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში:

“მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება…მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად. სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს. ეს აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს”.

* შარლ დე გოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1959-1969 წლებში:

“სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრის გარეშე განწირულია”.

* ალექსანდრე კერენსკი, რუსეთის დროებითი მთავრობის პრემიერმინისტრი 1917 წელს:

“სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, დიდ სახელმწიფოდ აქცია, ჰიტლერი გაანადგურა, რუსეთი და კაცობრიობა გადაარჩინა”.

* ენტონი იდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1955-1957 წლებში:

“სტალინმა ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემიცვლია. მას ჰქონდა კარგი, ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები; ვიცი, რომ იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ განწყობილი მის მიმართ, რაც ჩემი თავისთვის ბოლომდე ვერ ამიხსნია. ეს, ალბათ, სტალინის პრაგმატიზმის შედეგი იყო. ჩქარა გავიწყდებოდა, რომ პარტიულ ლიდერთან ლაპარაკობდი.… მე მისი სახით ყოველთვის საინტერესო, მოღუშულ და მკარც მოსაუბრეს ვხედავდი. ხშირად ასეთ განწყობაზე ყოფნას განსახილველი საკითხები ავალდებულებდა. სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა. წინდახედულობითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა, ყოველივე ამის უკან ძალა იდგა”.

სტალინი და რუზველტი

* ჰენრი კისინჯერი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში:

“სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა ძირფესვიანდ შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით. სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

* კორდელ ჰალი, აშშის სახელმწიფო მდივანი 1933-1945 წლებში:

“სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, ის დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსის წვდომის უნარით. ის რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომლებსაც მხრებზე აწვებათ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოეს 500 წელიწადში”.

* ავერელ ჰარიმანი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943-1946 წლებში:

“ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდა, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რისი გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურა იყო”.

* ჯოზეფ ედვარდ დევისი, აშშის ელჩი საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლებში:

“სტალინი, როგორც ჭეშმარიტად დიდი ადამიანი, მეტად თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის უარყოფს მისადმი გამოთქმულ ყოველგვარ ქება-დიდებას უდიდესი სამრეწველო ობიექტების აშენებისთვის, რომელთა ნახვაც მე მომიწია, და მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის ათასობით ინჟინერ-ტექნიკოსისა და მუშა-მოსამსახურის დაძაბული შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია. რომ არა მოვლენათა მისეული განჭვრეტა, კეთილგონიერება და დაუოკებელი ნებისყოფა, შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი საბჭოთა შეიარაღებული ძალების შექმნა და გერმანელებს საბჭოთა საზღვრის გადალახვისას წინ ვერ აღუდგებოდა ტანკებით, ქვემეხებითა და თვითმფრინავებით შეიარაღებული წითელი არმია, რომელმაც შესაძლებლობა არ მისცა ჰიტლერს, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში ბატონობა დაემყარებინა ევრაზიაზე, აფრიკაზე და მათ მიმდებარე ზღვებზე”.

* ალექს დე იონგი, ამერიკელი მეცნიერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი:

“ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალური პიროვნებაა კიდევ იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მოახერხა, თავის მოკავშირეებად ექცია ინგლისელები, ამერიკელები და ფრანგებიც. დიდ შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაეცნობოდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად აქცევდა. სტალინმა კი შეძლო, აეძულებინა როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, ევლო მის მიერ დასახული გზით. ამდენად, სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.

* ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის ფიურერი 1934-1945 წლებში:

“უდავოდ გვმართებს, სტალინს ჯეროვანი პატივისცემით მოვეკიდოთ, ის გენიალური ტიპია”.

* ბერნარდ შოუ, ინგლისელი მწერალი:

“ახლა, როცა სტალინი ჩვენ მხარესაა, ომს აუცილებლად მოვიგებთ. სტალინი გიგანტია, დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები _ პიგმეები”.

* პაბლო პიკასო, ესპანელი მხატვარი:

“იყო სტალინი _ ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ის გენიალური ადამიანი გახლდათ და ამაში ეჭვი არავის ეპარება _ არც მონმარტრელ მხატვარს, არც აკადემიაში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერს, არც “როლს-როისის” ინჟინერსა და გალვანობის აღმომჩენს ამერიკაში. ის გენიალურია, არა მხოლოდ უბრალო ადამიანის თვალსაზრისით, არამედ დიდი ხელოვანების თვალსაზრისითაც კი. იყო სტალინი _ ნიშნავს სიცრუის სიძულვილსა და ადამიანების დაფასებას, კომუნიზმისთვის საკუთარი სისხლის ბოლო წვეთამდე გაღებას… სტალინში იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალურობა და ციცერონის ორატორული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა, მასში ისინი, ყველანი იყვნენ და, თუ მსოფლიოს ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება”.

გიორგი კანდელაკო, ამ გენიალური პიროვნენების შეფასებების წაკითხვის შემდეგ, რომლებსაც, შენ გარდა, ალბათ, ათასობით ადამიანი წაიკითხავს, ნუთუ არ შეგრცხვება ტუტუცური, სრულიად შეუფერებელი ეპითეტებისა, რომლებიც სტალინს აკადრე?! ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ შეგიძლია სტალინის პიროვნების შეფასება?! იმისთვის, რაც იკადრე, ღირსი ხომ ხარ, კოკა გუნცაძის მსგავსად, მეც გაგილაწუნო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით?!

შენგან მაოხრებელი გზირის ძახებით სტალინის სახელს არაფერი დააკლდება მას, შენგან განსხვავებით, ბევრი მტერი თუ მოყვარე, ომში თუ მშვიდობის პერიოდებში, ლხინსა თუ ჭირში გამოცდილი ადამიანები აფასებენ ობიექტურად.

2. “სტალინი _ ბოროტების კვინტესენცია

გინდა, ტერმინების რახარუხით გააკვირვო ტელემაყურებელი?! მაგრამ ერთი სიტყვის წარმოთქმისთანავე ქრება შენი შესაძლებლობები. შენ ხომ ერთი მედროვე, ქამელეონისა და ღამურის სინთეზით შექმნილი არსება ხარ, რომელიც უდრტვინველად იტანს როგორც სახეში წყლის შესხმას, ისე გასილაქებასაც. “ბოროტების კვინტესენცია” კი არა, სწორედ სტალინმა, საბჭოეთა კავშირის მხედართმთავარმა, საერთაშორისო სამართლით ბოროტების სიმბოლოდ აღიარებული ფაშიზმისგან იხსნა კაცობრიობა და 1945 წელს რაიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვის შემდეგ ყავისფერი ჭირის შემქმნელები ნიურნბერგში საბრალდებო სკამზე დასვა. შენ კი გსურს, ფაშიზმის შემმუსვრელი და ევროპის გადამრჩენი ბოროტ გენიად გამოაცხადო?! არ გამიკვირდება, რომ ამას გაბოროტებული და უცოდინარი ადამიანი ამბობდეს, მაგრამ შენ ხომ წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში “მოღვაწეობდი”, როგორც “ხალხის რჩეული”, და, ალბათ, იცი, როგორ იმართება დღევანდელი მსოფლიო და როგორ იმართებოდა იგი სტალინის ეპოქაში. განათლებასა და ზნეობასთან მწყრალად უნდა იყოს ადამიანი, სტალინს აკადროს ის, რაც იმ .. გადაცემაში მოვისმინე.

3. “სტალინი _ ქურდი, რომელმაც საქართველოს მოჰპარა XX საუკუნე

სტალინს შეიძლება რაღაცის გატაცება, მიტაცება, მოტაცება, თავდასხმა დააბრალო, მაგრამ სტალინი და ქურდი?! თუ ამ ბრალდებას ისტორიულ კონტექსტში გადავიტანთ, ამ გალახულ პატარა კაცს მინდა, განვუმარტო, რომ მსოფლიომ XX საუკუნე სტალინის საუკუნედ აღიარა. სადავო არ არის, რომსტალინზე დიდი პიროვნება XX საუკუნეში არ გაჩენილა და კიდევ 500 წელი დასჭირდება, რომ მისი მსგავსი პიროვნება დაბადოს “. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კორდელ ჰალმა თქვა.

1961 წელს, სტალინის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, კრემლში ნიკიტა ხრუშჩოვს მაღალი რანგის სტუმარი ეწვია _ საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელიც მეორე დღესვე თავის დელეგაციასთან ერთად, “პროტოკოლის” გვერდის ავლით, დიდი გვირგვინით ხელში მივიდა სტალინის საფლავთან და სამხედრო სალმით (საფეთქელთან მიტანილი თეთრხელთათმანიანი ხელით) პატივი მიაგო სტალინის ცხედარს… ვიღაც კანდელაკი (კანდელაკებზე შემდეგ წერილში ვისაუბრებ) კი შეურაცხყოფს მსოფლიოში სახელგანთქმულ თვისტომს, რომელიც უცხოელთა მიერ დაფასებულ-პატივცემულია.

ახლა ცოტას გაგანათლებ, პატარა კაცუნავ: 1920 წლის 13 ოქტომბერს (სანამ სტალინი და ბოლშევიკები საქართველოში შემოვიდოდნენ) თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში მოწყობილ ეკონომიკურ თათბირზე გამოსული ნოე ჟორდანია აღიარებდა: “რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის მხრივ ჩვენ კატასტროფისაკენ მივისწრაფითო. შემდეგ ეს რამდენიმეჯერ იქნა გამეორებული. ასე რომ, ამ სიტყვებს კიდეც შეეჩვივნენ თითქოს და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ, მაგრამ დღეს ეს სიტყვები უკვე გამართლებულია. დღეს თითოეული ჩვენგანი გრძნობს, თითოეული მწვავედ განიცდის იმ სინამდვილეს, რომ ჩვენ არათუ მივდივართ კატასტროფისაკენ, ჩვენ უკვე მივედით იქამდე… ამავე თათბირზე გამოსული კარლ კაუცკი აღნიშნავდა საქართველოში შრომის ნაყოფიერების უკიდეურესად დაცემასა და მოსახლეობის ეკონომიკური გაღატაკებას; მენშევიკურ მთავრობას ურჩევდა, მოემატებინა გადასახადები გლეხებისთვის, აეღო სესხი კაპიტალისტური სახელმწიფოებისაგან და მოეწვია უცხოელი კაპიტალისტები. ყოველივე ეს სოციალისტური მთავრობისათვის სასიამოვნო არ არის _ ეს ცხადზე უცხადესია, მაგრამ სხვა გამოსავალი თქვენ არ გექნებათო… ამავე თათბირზე სიტყვით გამოვიდა მენშევიკების შრომის მინისტრის მოადგილე ერაძე, რომელმაც აღიარა: “საქართველოს მუშათა კლასი ამჟამად მძიმე და მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მისმა სიღარიბემ და გაჭირვებამ მიაღწია უკიდურეს საზღვარს, რომლის შემდეგ უნდა მოველოდეთ ჩვენში მუშათა კლასის ფიზიკური გადაშენების სწრაფ და ძლიერ პროცესს. ჩვენი საზოგადოების არც ერთი დემოკრატიული კლასი ან ჯგუფი არ იმყოფება ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორშიაც ქალაქის მუშები აღმოჩნდნენ”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here