ადამიანებმა დიდი ხნის წინათ გაათვითცნობიერეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. მის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების არსებობა და განვითარება. კარგი განათლება სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. დაწყებით და საშუალო განათლებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს კუბა, ყველაზე ნაკლებს _ სომალი და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სომალიში მოსახლეობის 76% გაუნათლებელია.
გაეცანით 10 ყველაზე გასაოცარ ფაქტს განათლების შესახებ.
ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელი
დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ამჟამად მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე ძველი ოქსფორდის, კემბრიჯის თუ სორბონის უნივერსიტეტია. მაგრამ ეს შეცდომაა. ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელია მაროკოული უნივერსიტეტი ალ-კარაუინი, რომელშიც ჯერ კიდევ 859 წელს სწავლობდნენ პირველი სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უძველესი სასწავლებელი, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა _ ფაზისის აკადემია III-VI საუკუნეებში ფუნქციობდა, იყალთოს აკადემია კი _ XI-XIII საუკუნეებში.
90 წლის ქალმა დოქტორის ხარისხი დაიცვა
სწავლა სიბერემდეო _ ეს დაადასტურა ამერიკელმა ელისაბედ ეიჩელბაუმმა. მან 90 წლის იუბილის აღნიშვნის შემდეგ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
მარადი სტუდენტი
ნამდვილ “მარად სტუდენტად” იქცა ბრიტანელი რობერტ კრონინი. 1948 წელს ის პრინსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ სასწავლებლის დამთავრების დიპლომი მან 52 წლის შემდეგ, 2000 წელს მიიღო, როცა 72 წლის იყო.
ყველაზე პოპულარული სკოლა
ინდოეთის ქალაქ ლაკჰნაუში არის სკოლა, რომელიც ე.წ. მინტესორის სისტემით მუშაობს. ეს სისტემა დიდი პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინათ ამ სკოლაში სწავლის სურვილი 28 ათასმა მოსწავლემ გამოთქვა.
ერთგული კლასელები
განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინეს ჩეროკის საგრაფოს (ჯორჯიის შტატი, აშშ) ერთ-ერთი სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა, რომლებმაც სკოლა 1929 წელს დაამთავრეს. ყველაფრის მიუხედავად, ისინი ყოველწლიურად იკრიბებოდნენ, ბოლოს სკოლის დამთავრებიდან 74 წლის შემდეგ შეიკრიბნენ.
შეხვედრა 70 წლის შემდეგ
ბევრ ადამიანს არ სურს შეხვედრა მასთან, ვისთანაც ერთ მერხზე იჯდა. მაგალითად, მის ბლანშ მილერის სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა ერთმანეთთან შეხვედრა მხოლოდ 70 წლის შემდეგ გადაწყვიტეს. ამ მომენტისთვის ყოფილი მოსწავლეების ნახევარზე მეტი ცოცხალი აღარ იყო.
2,5 ათასი ყოფილი მოსწავლე სკოლის 100 წლის იუბილეზე
გერმანიაში სკოლის დაარსების 100 წლის იუბილე ამ სკოლის 2,5 ათასმა ყოფილმა მოსწავლემ ერთდროულად აღნიშნა.
77,5 ათასი გირვანქა სტერლინგი სწავლის ერთთვიან კურსში
აივორ სპენსერის სკოლის (ლონდონი) მოსწავლეების მშობლებმა იმისათვის, რომ შვილები გაიზარდონ როგორც ნამდვილი ლედები და ჯენტლმენები, უნდა გადაიხადონ არანაკლებ 77,5 ათასი გირვანქა სტერლინგისა. სწავლა კი სულ ერთ თვეს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები ცხოვრობენ ძალიან პრესტიჟულ სასტუმროში, სწავლობენ ეტიკეტს და დადიან თეატრებში.
ყველაზე ხანგრძლივი ლექცია
2003 წელს ავსტრალიის სკოლა ლეიდლიში პროფესორმა მარი ბაროუზმა ჩაატარა ლექცია ბიოლოგიაში, რომელიც 51 საათს გაგრძელდა. ლექციის მოსასმენად 26 ადამიანი მივიდა.
3 მლნ დოლარი ერთ ლექციაში
ამერიკელმა მეცნიერი, ჰიპნოთერაპევტი როლანდ დანტი 1986 წელს 2 დღის განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს. ამისთვის მან რეკორდული ჰონორარი მიიღო _ 3 მლნ დოლარი.
საქართველოს უძველესი სასწავლებელი
საქართველოს უძველესი სასწავლებელი, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა – ფაზისის აკადემია III-VI საუკუნეებში ფუნქციობდა, იყალთოს აკადემია კი – XI-XIII საუკუნეებში.
მოამზადა ნიკა კორინთელმა