Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

ადამიანი დასაბამიდანვე აკვირდებოდა როგორც ბუნების მოვლენებს, ისე თვით ადამიანთა ქცევებს და მათ თანაარსებობას ბუნებასთან. მეტნაკლებად განვითარებულმა და მოაზროვნე ადამიანებმა უფრო ადრე აუღეს ალღო ბუნებისა და ადამიანების ურთიერთობას და ჩამოაყალიბეს თავიანთი პრიმიტიული თუ ოდნავ წარმატებული ცხოვრების წესები, რომლებმაც წარმოქმნა ადამიანთა მცირე ჯგუფები. უფრო მოაზროვნე და დაკვირვებულმა ადამიანებმა დიდი და მძლავრი ჯგუფები შექმნეს, სუსტებმა კი სუსტი გაერთიანებები ჩამოაყალიბეს, რომლებიც, როგორც წესი, მალე შთანთქა ძლიერმა. ასე იზრდებოდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ტომებად, ქალაქებად და შემდგომ სახელმწიფოებად იქცნენ.

ადამიანთა განვითარების პარალელურად იცვლებოდა და ვითარდებოდა ახალშექმნილი გაერთიანებების მართვის ხერხები და მეთოდები. საზოგადოებაში გაჩნდნენ დამკვირვებლები, რომლებიც ამ მოვლენებს აანალიზებდნენ და უფრო შესაფერის მეთოდებსა და ხერხებს ეძებდნენ კიდევ უფრო დიდი გაერთიანების შესაქმნელად. ადამიანებისათვის არსებობდა მხოლოდ ღმერთების კანონები, რომლებსაც ასრულებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში თვითონ ადამიანების მიერ მოგონილი კანონი, რომელიც ადაპტირებას გადიოდა საზოგადოებაში და ადამიანები მას ისე ითავისებდნენ, როგორც ბუნების კანონს, ისიც უპირველეს კანონთა ჩამონათვალში ხვდებოდა. შემდგომ კი, _ საფიქრებელია, ბუნებამ მისცა ადამიანს ამის უფლება თუ ადამიანი ჩაერია უხეშად ბუნების კანონებში, _ მოხდა ბუნებრივი კანონებისა და ადამიანთა ჯგუფებისგან შემუშავებული კანონების აღრევა, რაც საბოლოო შედეგებზე კარგად არ აისახა. ბუნება არ შეხებია ცხოველთა სამყაროს და იგი ცხოვრობდა და ცხოვრობს ისე, როგორც მას სურს. ადამიანმა კი მეტი თავისუფლება მოინდომა, ვიდრე მას შემოქმედმა მიანიჭა, და მისმა თავხედურმა მოქმედებამ ბუნების კანონთა წინააღმდეგ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა კაცობრიობა _ მეორედ მოსვლამდე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთხელ უკვე იყო მსგავსი შემთხვევა. ადამიანთა მცდელობის შესახებ, გამოეკვლიათ თავიანთი განვლილი ცხოვრების გზა და დაესახათ მომავალი, გავეცნოთ იმ მეცნიერთა ნააზრევს, რომლებიც უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ საზოგადეობრივი განვითარების ამ მეტად უცნაურ გზას.

ეჭვი მეპარება, რომ მეცნიერების დარგს, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, სწორად ჰქონდა სახელი შერჩეული _ “პოლიტიკური რეალიზმი”. უწინარესად, განვსაზღვროთ, რა არის პოლიტიკა და შემდეგ გავეცნოთ, რა არის რეალიზმი, რათა ჭეშმარიტებას მივუახლოვდეთ. როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ცნობარებში აკუმულირებულად არის გადმოცემული “პოლიტიკის” განმარტება. თითქოს შეთანხმებულია, რომ პოლიტიკასაზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა. განსაზღვრება სწორად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამ ხელოვნებას რეალიზმთან, გაუგებარია.

განვიხილოთ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის, გაპრეზიდენტება. მას ხომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის არავითარი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა. ის ხომ პოლიტიკაში ილუზიონისტური მეთოდებით მოვიდა, მსგავსად სხვა მრავალი პრეზიდენტისა. თუ ილუზია, წარმოსახვის ეს ფორმა რეალიზმია, მაშ, რეალიზმი რაღაა?! თუ მხატვარი სოფლის ან ქალაქის პეიზაჟს ზუსტად გადაიტანს ტილოზე ადგილმდებარეობის მიხედვით, ეს ხომ ნატურალიზმია და არა ხელოვნება? თუმცა ესეც ხელოვნებაა და ამის შემოქმედთ ფოტოხელოვანებს უწოდებენ, მაგრამ ეს ხელოვნება მკვეთრად განსხვავდება კლასიკური ხელოვნებისგან.

არსებობს სახელმწიფოსა და საზოგადოების სწორი და არასწორი მართვის უამრავი მაგალითი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ არსებობს კარგი და უკეთესი რეალიზმი, რაც, ჩემი აზრით, გაუგებრობაა. რეალიზმი ერთია და იგი, ცუდია თუ კარგი, ადამიანმა უნდა გაარკვიოს. ილია ჭავჭავაძე და დავით კლდიაშვილი რეალისტი მწერლები არიან, მაგრამ მათ შემოქმედებაში უზარმაზარი ნაპრალი დევს. საქართველოში პოლიტიკური რეალიზმის შემსწავლელ მეცნიერთა თითქმის ყველა ნაშრომს გავეცანი. არ ვიცი, უხეშად ნათარგმნი ტექსტის ბრალია, თუ ახალბედა მეცნიერების დაუდევრობის, მთარგმნელისა თუ გადამწერთა კონცეფციები ისე არის არეული, რომ, თითქოს ავტორს არც უნდა, მკითხველმა გაიგოს, რაზეა საუბარი მოცემულ პოსტულატში, რომ არაფერი ვთქვათ ნაშრომის შინაარსზე, რომელიც “თეთრი თაგვის ზღაპრების” დასასრულს მოგვაგონებს. საბრალო ფუკიდიდე (ბერძენი ისტორიკოსი ჩვ.წ.აღ. 460-395 წ) _ ვინ წარმოიდგენდა, ასე თუ გაიგებდნენ და გაუგებრად აქცევდნენ მრავალი საუკუნის წინათ დაწერილ მის სიბრძნეს. სადაც კი აზრი ამოვიკითხე და ტექსტი ჩემთვის გასაგებ ენაზე იყო დაწერილი და გადმოცემული _ ეს არის პროფესორ თამარ კიკნაძის კვლევა “საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის საკითხები”, რომელიც მეცნიერულ სტანდარტებს არათუ აკმაყოფილებს, გასაგებს ხდის და ნათელს ჰფენს საუკუნეების წინათ შექმნილ “კლასიკურ” სამეცნიერო ლიტერატურას.

აი, რას წერს ქალბატონი თამარ კიკნაძე თავისი ნაშრომის შესავალ ნაწილში: “კლასიკური” მიდგომის თანახმად, საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი მახასიათებელი სახელმწიფოთა შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ წინააღმდეგობებით გამოწვეული ქმედებებია, ხოლო გადამწყვეტ ფაქტორად ეროვნული ინტერესები და ძალა მიიჩნევა. თავის მხრივ, აღნიშნული მიდგომა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბებული “პოლიტიკური რეალიზმის” სკოლის წინამორბედად გვევლინება”. პროფესორი თამარ კიკნაძე საფუძვლიანად იხილავს ისეთი მოაზროვნეების შემოქმედებას, როგორიც იყო ჟან ბოდენი, თომას ჰობსი, ლორდი ბოლინბროკი, დევიდ იუმი, ნიკოლო მაკიაველი და ჰანს მორგენთაუ.

ჰანს მორგენთაუ

ბოდენმა, როგორც პროფესორი თამარ კიკნაძე წერს, პირველმა წამოაყენა იდეა სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. ბოდენის განმარტებით, სუვერენიტეტი არის კანონების შექმნის და ცხოვრებაში გატარების უფლება. სახელმწიფო არის უზენაესი პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელი როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში. სუვერენული ძალაუფლების მქონეზე ზემოთ მხოლოდ ღმერთი და ბუნების კანონებია. სუვერენიტეტი არ არის დამოკიდებული კანონების სამართლიანობაზე. იგი დამოკიდებულია იმ ძალაზე, რომელიც ამ კანონების დაწესებაზე ფლობს ძალაუფლებასჟან ბოდენს მიაჩნდა, რომსუვერენიტეტი არის სახელმწიფოს მუდმივი და აბსოლიტური ძალაუფლება”. მან პირველმა ჩამოაყალიბა სუვერენიტეტის დოქტრინა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების ნიშანი და მისი არსი, რომ, თუ არ არსებობს სუვერენიტეტიარ არსებობს სახელმწიფო. ბოდენმა, აგრეთვე, მიუთითა სუვერენიტეტის ორ ძირითად და აუცილებელ მახასიათებელზე: სახელმწიფო ხელისუფლების მუდმივობაზე, რომელიც დროით არ არის შეზღუდული, და მის აბსოლიტურ ხასიათზე, რომელიც რაიმე პირობებით არ არის შეზღუდული. ეს პრინციპები მაშინდელი ეპოქითა და ისტორიული სინამდვილით იყო განპირობებული, მაგრამ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა”.

პროფესორი თამარ კიკნაძე თომას ჰობსისლევიათანისშეფასებისას მეცნიერულ აპოგეას აღწევს და უკვდავების ავტორს მოკვდავის ხელს აშველებს ხოლმე. “ლევიათანიპოლიტიკური ფილოსოფიის აღიარებული შედევრია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომოკვდავი ღმერთია”. ავტორი მას მითურ ურჩხულს ადარებს. ჰობსის აზრით, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობები ადამიანის არასრულყოფილი ბუნებით არის განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოიზმი, ცბიერება, ბატონობის სურვილი: “ერთმანეთისადმი უნდობლობა, დიდებისა და რეპუტაციისაკენ სწრაფვა, დაპირისპირება თითოეულის თითოეულის და ყველასი ყველას წინააღმდეგ მუდმივ ომს იწვევს. ომი ნიშნავს არა მარტო საომარი მდგომარეობის ფაქტს, არამედ ომის წარმოების უპირობო ნებას და, სანამ ეს ნება იარსებებს, იქნება ომი და არა მშვიდობა, ხოლო ადამიანი ადამიანისთვის მგელია”.

და იქვე: “სანამ ადამიანები ცხოვრობენ საერთო ხელისუფლების გარეშე, რომელიც მათ შიშის მდგომარეობაში ამყოფებდა, ისინი არიან მდგომარეობაში, რომელსაც ომი ეწოდება, ომი ყველა ყველას წინააღმდეგ”. ღრმად შედის რა ისტორიის ანალებში პროფესორი ქალბატონი ლორდ ბოლინბროკის ნაშრომებს აანალიზებს წარსულისა და უახლესი ისტორიის მოვლენებს შორის და წერს: ბოლინბროკის აზრით, საფრანგეთის მეზობლების მხრიდანლუდოვიკო მეთოთხმეტესთან კომპრომისის საბედისწერო პრინციპმამაშინ, როდესაც საფრანგეთის მეფის პრეტენზიები, მისი ძალა იზრდებოდა და საფრთხეს უქმნიდა მთელ ევროპას, სხვა სახელმწიფოები კი სუსტდებოდნენ, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბურბონებმაერთხელაც დანარჩენ ევროპას წაუყენეს გამოგონილი უფლებაესპანურ სამეფოზე. “შეხედულებათა სიბეცემ”, “მცდარმა წარმოდგენებმა”, სახელმწიფო მოღვაწეთაგახრწნილებამარათუ დროულად არ შეაჩერა ამ სახელმწიფოს გაძლიერება, არამედ გამოკვება იგი”. მორგენთაუ თავის ნაშრომში აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის 6 პრინციპს, რათა გააქარწყლოს გაუგებრობები საკითხზე, რა არის პოლიტიკური რეალიზმი:

1. პოლიტიკა ფესვგადგმულია ადამიანის პერმანენტულად უცვლელ ბუნებაში, რომელიც არის ეგოისტური და ეგოცენტრული.

2. პოლიტიკა არის ავტონომიური სფერო და არ შეიძლება მისი დაყვანა ეკონომიკამდე (როგორც ამას მარქსიზმის მიმდევრები აკეთებენ) ან მორალამდე (როგორც ამას კანტის ლიბერალური თეორიის მიმდევრები აკეთებენ ხოლმე). სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა იმოქმედონ პოლიტიკური სიბრძნის დიქტატის მიხედვით. მათთვის გზის გაგნების მთავარი საშუალება ეროვნული ინტერესების კონცეფციაა.

3. პირადი ინტერესები არის ადამიანური არსების გამომხატველი ფაქტი. ყველა ადამიანის პირადი ინტერესების მინიმუმი არის თვითგადარჩენა და უსაფრთხოება. პოლიტიკა არის არენა, სადაც ეს ინტერესები გამოიხატება და ეს ინტერესები აუცილებლად ერთმანეთს შეეჯახება, რაც, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს კონფლიქტს. საერთაშორისო პოლიტიკაც ასევე არის სახელმწიფოთა ინტერესების შეჯახების არენა. სახელმწიფოთა ინტერესები კი იცვლება დროსა და გარემოში. რეალიზმი არის დოქტრინა, რომელიც რეაგირებას ახდენს ცვალებად პოლიტიკურ რეალობაზე.

4. საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა არის პოლიტიკური და სიტუაციური ეთიკა, რომელიც ძალზედ განსხვავდება პირადი მორალისაგან. პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს თავისუფლება, მოიქცეს მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, რადგან იგი პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და მის ხელშია მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. შესაძლებელი შედეგებიდან ყველაზე მომგებიანის შერჩევა პოლიტიკოსის უმაღლესი მიღწევაა.

5. რეალიზმი მიიჩნევს, რომ არც ერთი ერისა და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად (თვით ისეთი დემოკრატიული ერისაც კი, როგორიც არის აშშ) და არ შეიძლება ისინი ძალის გამოყენებით დაკისრებული იქნეს სხვა სახელმწიფოზე. რეალისტები გამოდიან ამის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში ძალით დაკისრებულმა იდეოლოგიამ საპირისპირო შედეგი გამოიღოს და თვითჯვაროსანქვეყანას საფრთხე შეექმნას.

6. პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და მორალი არის მისი ქვეყნის ინტერესები. რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ძლიერნი აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც თავიანთი ძალაუფლების წყალობით შეუძლიათ, ხოლო სუსტები იძულებით იღებენ იმას, რისი თავიდან აცილებაც არ ძალუძთ. რეალისტები, ზემოჩამოთვლილ ისტორიულ პირებსა და მათ მოსაზრებებში იმის ნათელ დადასტურებას ხედავენ, რომ ძალისმიერ პოლიტიკას ნებისმიერ ეპოქასა და ნებისმიერ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მეცნიერი ჰანს მორგენთაუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა იმართება მიზანმიმართული უნივერსალური კანონებით, რომლებსაც საფუძვლად უდევს ის აზრი, რომ ეროვნული ინტერესები განისაზღვრება ძალაუფლების გადმოსახედიდან (და არა გადაწყვეტილებების მიმღებთა ფსიქოლოგიურ მოტივებზე დაყრდნობით). ჰანს მორგენთაუ, აგრეთვე, ამტკიცებდა, რომ არც ერთი ერი არ ყოფილა ღმერთისაგან გამორჩეული და რომ ყოველი მათგანი მოქმედებდა გონივრულად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

დასასრულ, ჟან ჟაკ რუსო, განმანათლებლობის ეს თვალუწვდენელი ტიტანი, რომლის შემოქმედებაც ყველაზე კარგად არის გადმოცემული პროფესორ თამარ კიკნაძის ნაშრომებში. ქალბატონი თამარი იხილავს ჟან ჟაკ რუსოს ნაშრომს:

“მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძველის შესახებ” და “საზოგადოებრივი კონტაქტების შესახებ”. მის პიროვნებასა და შემოქმედებაში პროფესორი აშკარად ხედავს უახლესი ისტორიის ხილულ მასალებს, მაგრამ არ აქვს გადაწვეტილი, გადავიდეს თუ არა “დაუკრეფავში”.

ქალბატონ პროფესორს უნდა მივმართო, რომ ამ მხრივ მას ბევრი სამუშაო დადასაკრეფიაქვს, თუ ამის გამბედაობა და სამსახურეობრივი სტატუსი არ შეუშლის ხელს, მაგრამ ვხედავ მის ნაშრომებში ძალას და შემართებას, რომ ისდაუკრეფავშიმალე გადავა და მაშინ ნახოს და წაიკითხოს მკითხველმა, რას ნიშნავსპოლიტიკური რეალიზმიდა ვინ არის მისი ნამდვილი შემოქმედი.

პროფესორი თამარ კიკნაძე იხილავს რა ჟან ჟაკ რუსოს შემოქმედებას, წინა პლანზე გამოჰყავს აბატი სენპიერი, რომელზეც ჟან ჟაკ რუსო ამბობს, რომ “რადგან აბატი სენ-პიერის სისტემა არ განხორციელდა, იგი უვარგისი იყო”. პროფესორის აზრით კი, “სისტემა იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ძნელი იყო განსახორციელებლად, რადგანაც ბოროტება და ავის ქმნა იმდენი ხალხისთვის არის ხელსაყრელი, რომ ცხოვრებაში თავისთავად შემოდის, ის კი, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მხოლოდ ძალით ინერგება, რადგანაც თითქმის ყოველთვის კერძო ინტერესები ეღობება”. რუსოს კრიტიკის ორიგინალობა მის დემოკრატიულ მისწრაფებებში და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რეალისტურ აღქმაში მჟღავნდება … რუსოს მიაჩნდა, რომ “ომები და დაპყრობები, ერთი მხრივ, და დესპოტიზმის პროცესია, მეორე მხრივ, ურთიერთდაკავშრებულია”. ზემოთ მოვიყვანე “პოლიტიკური რეალიზმის” არარეალური გზებისა და მეთოდების რამდენიმე მაგალითი, რომელთა ავტორები თუმცა ბრძენი, მაგრამ არაპრაქტიკოსი ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზემოჩამოთვლილი ბუმბერაზები “პოლიტიკური რეალიზმის” მამებად არიან მიჩნეულნი, პროფესორ თამარ კიკნაძის განმარტებით, ისინი სულაც არ განიხილავდნენ თავიანთ თავს რეალისტებად.

ახლა მე შევეცდები, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებელი და ამავე დროს ჩვენი მიწა-წყლის წარმომადგენელია.

თომას ჰობსის ლევიათანი

სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის მამა

1895 წლის დეკემბერში 16 წლის სოსო ჯუღაშვილმა გაზეთ “ივერიის” კარი შეაღო და რედაქტორს, დიდ ილია ჭავჭავაძეს, თავისი დაწერილი ლექსი მიაწოდა. ილიამ, რომელიც კარგად იცნობდა უნიჭიერეს ავტორს, ლექსის სტრიქონები სწრაფად ჩაიკითხა და ახალგაზრდას მიმართა: “იქნებ სხვა რამეც გეფიქრათ, ყმაწვილო!” მორცხვად თავდახრილმა სოსელომ რედაქციის კარი გამოიხურა და თავის უკიდეგანო სივრცეში გადაეშვა. რამდენიმე დღეში, 1895 წლის 15 დეკემბერს, გაზეთმა “ივერიამ” პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სოსელოს ლექსი “შხამით აღსავსე ფიალა”:

ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,

კარისკარ დაწრიალებდა;

ხელთ ეპყრა მუხის

ფანდური,

ხმას ტკბილად

აწკრიალებდა;

მის საოცნებო ჰანგებში

ვითარცა სხივი მზიური,

ისმოდა თვითონ სიმართლე

და სიყვარული ციური,

ბევრს აუძგერა იმა ხმამ

გული, ქვად გადაქცეული;

ბევრს გაუნათლა გონება,

ბნელუკუნეთად ქცეული.

მაგრამ, დიდების მაგიერ,

სად ჩანგმა გაიწკრიალა,

განდევნილს ბრბომ

იქ დაუდგა

შხამით აღვსილი ფიალა

და უთხრეს: “შესვი,

წყეულო,

ეგ არის შენი ხვედრიო!

შენი არ გვინდა სიმართლე,

არც ეგ ციური ხმებიო!”

ეს არის პოლიტიკური რეალიზმის ჰიმნი სტალინის შემოქმედებაში.

58 წლის წინათ, 1895 წელს, წინასწარმეტყველურად ნათქვამი 1953 წლის მარტში ასრულდა, როდესაც ბრბომ მას შხამით სავსე ფიალა დაუდგა და უთხრა, რომ შესვას: შესვი წყეულო,/ ეგ არის შენი ხვედრიო, /შენი არ გვინდა სიმართლე, /არც ეგ ციური ხმებიო”. მაგრამ წინასწარმეტყველების ასრულებამდე მას ბევრი გზა ჰქონდა გასავლელი; მის ციურ ჰანგებს ბევრი სიმართლე უნდა ეთქვა და ბევრი სიკეთე ეკეთებინა, რომელიც რეალობას ასახავდა და ამქვეყნიურ სამოთხის შექმნას ისახავდა მიზნად.

მაშ, მივყვეთ პოლიტიკური რეალობის, სტალინის მიერ გაყვანილი გზის რთულ მოსახვევებს, რომლებზეც წერდა: მეცნიერების მწვერვალებისაკენ მისასვლელად არ არსებობს ფართო სამხედრო გზა და მხოლოდ მას შეუძლია მიაღწიოს მის ბრწყინვალე მწვერვალებს, ვისაც არ აშინებს დაღლა. ის კლდოვან ბილიკებზე ასვლას მოითხოვს”.

პროფესორი ლევან სვანაძე შესავალში თავისი პოპულარული წიგნისა “სტალინი, როგორც დიპლომატი” წერს: ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ოტო ბისმარკი, ტალეირანი, კარდინალი რიშელიე და სხვები წინა საუკუნეების გოლიათები იყვნენ, რომლებმაც, თავიათი ბუმბერაზობის მიუხედავად, ოდნავ ვერ დაჩრდილეს კაცი, რომელიც არატრადიციული დიპლომატიის სამყაროდან წამოიმართა და, ფაქტობრივად, მარტომ შექმნა ისეთი იმპერია, რომლის ნგრევის შედეგებს ახლაც კი, ლამის საუკუნის შემდეგ, თავსა და ბოლოს ვერ აბამენ თანამედროვე მსოფლიოს უზარმაზარ სივრცეზე. ეს სასწაულმოქმედი ადამიანი (სხვას ვერაფერს ვუწოდებთ) გახლდათ, ჩერჩილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, “მეჩექმის შვილი” (დავუმატებდი _ გორელი მეჩექმის შვილი) იოსებ სტალინი _ კაცი, რომლის პირამიდის დანგრევას, აი უკვე ნახევარი საუკუნეა, ვერ ახერხებენ მსოფლიოს ყველა ჯურის ძალები პოლიტიკურ-მასონისტური წრეებით დაწყებული, რუსი ნაციონალისტებით დამთავრებული. მათი შოვინისტური მცდელობები დიდად წარმატებული არ არის, რადგან იმდენად დიდი და ცემენტირებულია ეს პირამიდა, რომ თავისი შეწიდულობით გაცილებით მტკიცე გამოდგა, ვიდრე ცნობილი ეგვიპტური პირამიდები ხეოფსის პირამიდის ჩათვლით”.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here