ადამიანი, რომლის ლიკვიდაციაც ჯო ბაიდენის განკარგულებით მოხდა ქაბულის აეროპორტში მოწყობილი ტერაქტის საპასუხოდ, როცა რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, ამერიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი აღმოჩნდა, _ იუწყება Fox News–ი The New York Times–ზე დაყრდნობით.
ახალი სენსაციური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ავღანეთიდან უნიჭო გამოსვლა იმაზე უარესია, ვიდრე ვფიქრობდით. The New York Times-ის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტი, რომელიც ბაიდენის განკარგულებით მოკლეს, სავარაუდოდ, ქაბულის აეროპორტში მოწყობილი ტერაქტის გამო, სულაც არ იყო “ისლამური სახელმწიფოს” წევრი. ის ამერიკული ჰუმანისტური ორგანიზაციის წევრი გახლდათ.
ბაიდენის არაკომპეტენტურობამ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა გამოიწვია ქაბულის აეროპორტში. შემდეგ ის დათანხმდა, უპილოტო საფრენი აპარატით დასხმოდნენ თავს ადამიანს და, როგორც ჩანს, მასთან ერთად რამდენიმე ბავშვიც გამოასალმეს სიცოცხლეს.
The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკები თავიანთ მანქანას ტვირთავდნენ არა ბომბებით, არამედ წყლის ბოთლებით.
russian.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა