Home რუბრიკები სპორტი ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიადაზე ნარკომანის დაშვებას მოითხოვენ

ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიადაზე ნარკომანის დაშვებას მოითხოვენ

ამერიკელებმა დაივიწყეს საშინაო პრობლემები და თავგამოდებით იცავენ თავიანთ სპორტსმენ ქალს _ ცდილობენ, ორეგონის შტატის კანონი თავს მოახვიონ კაცობრიობას

დიდ სპორტში, კარგა ხანია, მოქმედებს ორმაგი სტანდარტი ამერიკელი და სხვა ქვეყნების სპორტსმენების მიმართ. ეს განსაკუთრებით აშკარად ვლინდება ახლა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ.

ბოლო პერიოდში ამერიკული მასმედია ბევრს წერს რუს სპორტსმენებზე. სიხარულს ვერ მალავენ, რომ რუსეთის ნაკრები იძულებულია, ჰიმნისა და დროშის გარეშე გამოვიდეს, თანაც მძლეოსნობაში მხოლოდ 10 ათლეტით წარდგეს (ჩვეულებრივ, რუსეთის ნაკრებში 100-მდე მძლეოსანია ხოლმე). აქვეყნებენ ნიჭიერი რუსი სპორტსმენების გადაბირების სქემებს რუსეთიდან აშშ-ში: “სულერთია, სამშობლოში მათ მომავალი არ აქვთ”, შემდეგ კი რუსებს მორალს უკითხავენ, რომ ეს მათი “სისტემური დოპინგის” გამო მოხდა.

არადა, WADA-ს (მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო) higly likely-ის (“დიდი ალბათობით”) შემცველი განცხადების გარდა, სპორტსმენებისთვის დოპინგის მიღების მყარი მტკიცებულებები არ წარუდგენია, სანქციები კი გულუხვად დააწესა. ათეულობით ნიჭიერმა რუსმა მძლეოსანმანეიტრალური სპორტსმენისსტატუსიც კი ვერ მოიპოვა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა. თანაც, პირადად მათ აკრძალული ნივთიერების მიღებაში კი არ ადანაშაულებენ, უბრალოდ, ჩამონათვალში მოხვდნენ.

დანიელ ლისენკო

როგორ დაიწყო მედიური ქარიშხალი

რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის ეროვნულმა ანტიდოპინგურმა კომიტეტმა ცნობილი მორბენალი, სპრინტერულ დისტანციებზე ოლიმპიური ოქროს მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტი შაკარი რიჩარდსონის დისკვალიფიკაციის შესახებ განაცხადა. ივნისში რიჩარდსონი აშშ-ის ჩემპიონატზე მძლეოსნობაში მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ გამოვიდა _ ნარკოტიკის კვალი ანალიზში ნახეს.

სპორტსმენმა ქალმა აღიარა, რომ პირდაპირ სტარტის წინ მოწია მარიხუანა, მოუბოდიშა საზოგადოებას და ყველას სთხოვა, მკაცრად არ განესაჯათ.

და რას ნიშნავს “მკაცრად” ჩვენს დროში? მაგალითად, ნიჭიერ რუს მძლეოსანს, მსოფლიო ჩემპიონს სიმაღლეზე ხტომაში _ დანილ ლისენკოს ანალიზებში მარიხუანის კვალი ვერ უპოვეს, საერთოდ, ვერ უპოვეს ვერაფერი, რაც კანონით აკრძალულია. ლისენკოსადმი ერთადერთი პრეტენზია იყო ის, რომ რამდენიმე დოპინგტესტი გამოტოვა და ამის გამო 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ის ვერ წავა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ვერც _ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

შაკარი რიჩარდსონი შეჯიბრების სტარტის წინ მარიხუანის მოწევისთვის მხოლოდ ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ WADA- კოდექსი უმკაცრესად უკრძალავს სპორტსმენებს კანაბისის გამოყენებას. ტრადიციულად, ამ ნარკოტიკის გამოყენებისთვის ხანგრძლივი ვადით ისჯებოდნენ, მაგალითად, დიეგო მარადონას 14-თვიანი პირობითი პატიმრობა(!) მიუსაჯეს სახლის სარდაფში ნარკოტიკის შენახვისთვის.

რიჩარდსონის დისკვალიფიკაცია ივლისის ბოლოს სრულდება და მას შეეძლება ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა. საქმე ის არის, რომ რიჩარდსონს საკვალიფიკაციო შედეგები გაუუქმეს და ოლიმპიადის საგზური დაკარგა. აი აქ ატეხა ამერიკულმა მასმედიამ ქარიშხალი, გგონიათ, რიჩარდსონი შეარცხვინეს და გალანძღეს? ის ყველას ეცოდება. პოპულარული სპორტსმენები, პოლიტიკოსები, ფემინისტები კედლად აღიმართნენ სპორტსმენი ქალის დასაცავად WADA-ს “სულელური” წესებისგან.

“ძალიან თანავუგრძნობ შა’კარის, _ დაწერა სოციალურ ქსელში მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალთა ფეხბურთში სიდნი ლერუმ, _ უნდა გვესმოდეს რა ძალისხმევის გაღება სჭირდებათ სპორტსმენებს დიდ სპორტში გამოწვევების გასამკლავებლად. ოპიოიდები თუ დაშვებულია, მარიხუანის ლეგალიზებაც უნდა მოხდეს”.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ლოზუნგები: “მიეცი მას სირბილის საშუალება” და “მხარი დავუჭიროთ შა’კარის”.

რიჩარდსონისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმებისა და ნარკომანი ქალის ტოკიოს ოლიმპიადაზე გაგზავნის პეტიციას უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

“ეს მოძველებული (…) და აბსურდული წესებია”, _ ნათქვამია პეტიციაში. ამ სპორტსმენის დასჯა არ შეიძლება, რადგან ის რამდენიმე ჩაგრულ უმცირესობას მიეკუთვნება: ქალია, შავკანიანია და კიდევ არატრადიციული ორიენტაციის. გაზეთებში კი ისეა გადმოცემული რიჩარდსონის ისტორია, რომ თითქოს, ნარკოტიკის მიღებაში კი არ გამოიჭირეს, რაღაც საშინელი ტრაგედია გადახდა თავს.

რატომ ვტანჯავთ ოლიმპიელებს ამ სასაცილო და სასტიკი წესებით?” _ სვამს კითხვას The New York Times. “სიგიჟეა, ტრაგიკულია, სისასტიკეა, უსამართლობაა”, _ წერს Boston Globe თავის ექსპერტებზე დაყრდნობით.

რიჩარდსონის სპონსორმა, ფირმა “ნაიკმა” განაცხადა, რომ განაგრძობს მასთან თანამშრომლობას. აშშ-ის მძლეოსნობის ასოციაციამ სპრინტერი ქალის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ და ტაშს ვუკრავთ მას”. აშშის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გამოვიდა და განაცხადა, რომამაყობს სპორტსმენი ქალის რეაქციით”, თუმცა უხალისოდ აღიარა, რომწესი წესია”.

რიჩარდსონისთვის დისკვალიფიკაციის გასაუქმებლად კამპანია წამოიწყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრია ოკასიოკორტესმა. კონგრესვუმენს მიაჩნია, რომ, რადგან შტატში დაშვებულია მარიხუანა, სპორტსმენ ქალს, რომელმაც შეჯიბრების წინ ეს ნარკოტიკი მოიხმარა, კანონი არ დაურღვევია და, საერთოდ, დემოკრატების აზრით, “მარიხუანის აკრძალვის შესახებ კანონები რასისტულია”. შესაბამისად, WADA-ს წესების გამოყენება რიჩარდსონის მიმართ, ჩაგვრაა რასისტულ ნიადაგზე.

ლორელ ჰაბარდი

წესები ყველასთვის ერთია, ოღონდ არა ამერიკელებისთვის

ამერიკელი საზოგადოების ერთიანობა შესაშურია. ამერიკელებმა დაივიწყეს საშინაო პრობლემები და თავგამოდებით იცავენ თავიანთ სპორტსმენ ქალს _ ცდილობენ, ორეგონის შტატის კანონი თავს მოახვიონ კაცობრიობას. ამას უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ შეიძლება ეწოდოს. ეს, უბრალოდ, მსოფლიო საინფორმაციო ომია. ამერიკელები, რომლებმაც რამდენიმე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია დაიმორჩილეს, შეჯიბრების დაწყების წინ ყველა შესაძლო კონკურენტს გზიდან იშორებენ.

 ოლიმპიადაზე გამოსვლა აუკრძალეს ნამიბიელ მორბენალ ქალ კრისტინ მბომას, რომლის ანალიზმაც სისხლში ჭარბი ტესტოსტერონი აჩვენა. ამასთანავე, ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრებში გამოსვლის უფლება მისცეს ყოფილ მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია. მას შემდეგ ლორელ ჰაბრდი დიდი რაოდენობით მოიხმარს ჰორმონებს და წარმატებით წევს შტანგას ქალის სახელით.

WADA წლების განმავლობაში ეძებს უწყინარი მელდონიის (მეტაბოლური საშუალება) კვალს ანალიზებში, კანაბისს კი ბევრი სპორტსმენი იყენებს. ალკოჰოლის მიღების ნებართვაც ხომ არ მივცეთ? მარიხუანაც მოწიონ და არაყიც მიიღონ? თუ იმის ნებართვაც მივცეთ, რასაც ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი იყენებს _ კოკაინსა და ალკოჰოლს ერთად?

ნარკოტიკების ლეგალიზების კამპანიას, დიდი ხანია, ეწევა ამერიკული მედია _ რეკლამას უკეთებენ ყველაფერს _ მარიხუანით დაწყებული, ჰეროინით დამთავრებული. განსაკუთრებით ამაზრზენია, როცა ამ კამპანიაში ჩართავენ ხოლმე ცნობილ სპორტსმენებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესით უნდა ცხოვრობდნენ.

დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპორტსმენი ცხოვრობს დამოკლეს მახვილის ქვეშ. ელოდებიან, ვინ იქნება WADA-ს მორიგი მსხვერპლი. ამერიკელი სპორტსმენები კი მოითხოვენ, ყველაფრის უფლება მისცენ, რასაც მოისურვებენ.

დღეს ოლიმპიურ სპორტში მხოლოდ ერთი წესია: ყველა ოქროს მედალი, განსაკუთრებით მძლეოსნობაში, ულაპარაკოდ უნდა გადაეცეს ამერიკელ სპორტსმენებს. ვასალი ქვეყნების წარმომადგენლები ვერცხლისა და ბრინჯაოს გაიყოფენ. სხვა ერებს “სპორტის ზეიმზე” მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობას სთავაზობენ.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here