2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19,3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
საქართველოში ფულადი გზავნილების 94,3% 19 პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა _ 39 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით 31.7 მლნ შემოვიდა, მესამეა აშშ _ 25 მლნ დოლარი.
2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20,8%-ით მეტია.
bpn.ge