Home ახალი ამბები საქართველო რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა

რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა

277

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19,3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

საქართველოში ფულადი გზავნილების 94,3% 19 პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა _ 39 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით 31.7 მლნ შემოვიდა, მესამეა აშშ _ 25 მლნ დოლარი.

2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20,8%-ით მეტია.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here