Home რუბრიკები საზოგადოება ვის აკისრებენ ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

ვის აკისრებენ ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

ვის აკისრებენ ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

7 აპრილს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ადიდებულ ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი იპოვეს. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალურისაშვითაძლევს _ მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე .. საკონტროლოგამშვები პუნქტის გავლით. .. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია. აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში ენგურის ხიდის გავლით ჩასულ მოქალაქეებს 5-დღიან კარანტინში ათავსებენ.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მდინარე ენგურში დაღუპულებიმჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლნიარიან. მისი თქმით, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ყველა ფაქტზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი: “მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლნი გახდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა ხდება გალის რაიონში, ვის აკისრებენ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები _ ამ და სხვა მტკივნეულ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსგალის რაიონის სოფლების _ განახლების, ზემო და ქვემო ბარღების მცხოვრებნი გვესაუბრებიან.

 რესპონდენტების თხოვნით, მათი გვარსახელები შეცვლილია.

ტრაგიკულად დაღუპულ ცოლსა და ქმარს, რომლებსაც სამი შვილი ჰყავდათ, შეეძლოთ საზღვარზე გავლა, მაგრამ ვერ წავიდნენ ენგურის ხიდით, იმიტომ, რომ ხუთი დღით კარანტინში ყოფნა ხელს არ აძლევდათ

კობა ურიდია, სოფელ ზემო ბარღების მკვიდრი:

_ ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2020 წლის 12 მარტს, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საქართველომ უმალვე ჩაკეტა მიმოსვლა ენგურის ხიდზე. 2021 წლის 11 თებერვალს ქართულმა მხარემ გამოაცხადა, რომ შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანებისა და პენსიონერებისთვის ენგურის ხიდი გახსნილი იქნებოდა, მაგრამ… როგორც კი ენგურის ხიდს გადავლენ გალის მცხოვრებნი, ხუთდღიან კარანტინში უშვებენ. მართალია, კარანტინში ყოფნის ვადები შეიცვალა და ამჟამინდელმა პრემიერმა 14-დან 5 დღემდე დაიყვანა, მაგრამ ესეც არ არის აქ მცხოვრებთათვის შეღავათი, რადგან ამდენი ხნით ოჯახებს ვერ ტოვებენ. აქ ცხოვრება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზეა აწყობილი. შესაძლოა, ოჯახში ავადმყოფი, მოხუცი ან პატარა ბავშვი არც ჰყავდეს არავის, მაგრამ არსებობენ ქვრივები, რომლებსაც საქონელი ჰყავთ და ხუთი დღით ვერ დატოვებენ.

ტრაგიკულად დაღუპულ ცოლსა და ქმარს, რომლებსაც სამი შვილი ჰყავდათ, შეეძლოთ საზღვარზე გავლა, მაგრამ ვერ წავიდნენ ენგურის ხიდით, იმიტომ, რომ ხუთი დღით კარანტინში ყოფნა ხელს არ აძლევდათ. ასეა ბევრი ადამიანი. პრინციპში, ყველა ასეა, რადგან გალის რაიონში იშვითად თუ ნახავთ ახალგაზრდას, აქ ყველა პენსიონერი ან მრავალშვილიანი ცხოვრობს, ისეთები, რომლებმაც იქ, დედასამშობლოში, საცხოვრებელი ვერ გამონახეს, და შშმ პირები, რომლებსაც მშობლის მეტი პატრონი არ ჰყავთ. გალიდან ზუგდიდში ხშირად, სულ რაღაც, ერთი საათით გადადიან ადამიანები და უკან ბრუნდებიან, ამიტომ ხუთი დღით კარანტინში ვერავინ ვერ გაჩერდება.

_ ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამუდმებითოკუპანტებზესაუბრობს და რუსეთს აბრალებს

_ რუსეთი, საერთოდ, არ დომინირებს ამ ყველაფერში. რუსეთი ასრულებს ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ ვინმე მავთულხლართს გადალახავს ან გადმოლახავს, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ეს არის და ეს… აფხაზური მხარე ამ წუთშიც კი მზად არის, საზღვარი გახსნას და პრინციპში გახსნილი აქვს, თუ ქართული მხარე საზღვარს გახსნის და ხუთდღიან კარანტინს გააუქმებს.

_ როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა საქართველოს მთავრობა, როდესაც ენგურის ხიდი ჩაკეტა, უფრო ზუსტად, თავდაპირველად 14-დღიანი კარანტინი დააწესა, შემდეგ 12-დღიანი და ახლა უკვე 5-დღიანი?

_ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კარანტინის დაწესების შესახებ არასწორია და გეტყვით რატომ: გალში კეთდება ტესტი, რომელიც ავლენს, ამა თუ იმ ადამიანს აქვს თუ არა კოვიდ-19. ამ საბუთით მიდიან საზღვარზე გალელები, მაგრამ ქართული მხარე მაინც უშვებს კარანტინში.

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ხშირად საუბრობენ, რომ აფხაზეთში, კერძოდ, გალში, არ არის მედიკამენტები, სურსათი, ექიმი, მაგრამ ეს ტყუილია, აქ ყველაფერია, არაფრის პრობლემა აქ არ არის. დევნილებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე აქვთ შეღავათები ყველაფერზე და სწორედ ეს შეღავათებია მიზეზი, რომელთა გამოც აქ მცხოვრებ ქართველებს სურთ ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში წამოსვლა. ქართულმა სახელმწიფომ მათ, ფაქტობრივად, ამის გაკეთება აუკრძალა.

აქ, გალში, თუ ვინმე ავად გახდება, ადგილობრივი ხელისუფლება მას ენგურს გაღმა უშვებს. აძლევენ საშვს, უპრობლემოდ უშვებენ “საზღვარზე”, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ კარანტინში ხვდებიან. და, ალბათ, იცით, რომ კარანტინში ორი ადამიანი დაიღუპა: ქალბატონი _ გულის შეტევით, მამაკაცი _ ინსულტით, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციო იყო. აი, ეს არის ქართული მხარის მიერ დაწესებული უაზრო კარანტინის შედეგი.

ვის აკისრებენ ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

არ დააფინანსონ აფხაზეთის .. მთავრობა, რომელიც თბილისშია,

და ის მილიონები, რომლებიც მათთვის არის გამოყოფილი, გონივრულად დახარჯონ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებზე

ლაშა დარასელია, სოფელ განახლების მკვიდრი:

_ საქართველოში არსებობს აფხაზეთის მთავრობა და მას თავმჯდომარეც ჰყავს, ვინმე აბაშიძე, რომელიც, არც ვიცით, ვინ არის, საიდან მოიყვანეს და, როგორც ცნობილია, აფხაზოფობია. მეორე, რა საჭიროა აფხაზეთის მთავრობა, თუკი მას გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია?!

პირდაპირ ვაცხადებთ გალში მცხოვრები ქართველები: არ დააფინანსონ აფხაზეთის .. მთავრობა, რომელიც თბილისშია, და ის მილიონები, რომლებიც მათთვის არის გამოყოფილი, გონივრულად დახარჯონ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებზე.

რაც გალში ეს ტრაგედია დატრიალდა, ბევრს საუბრობენ ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები და, უპირველესად, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს გააკეთებენ, რათა აღდგეს მიმოსვლა, მაგრამ თქვენი გაზეთის მკითხველს ვეტყვით აქაური მცხოვრებნი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ.

აფხაზეთის მხარეს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საზღვარი გახსნას. ჩვენ გვეუბნებიან ადგილობრივ ხელისუფლებაში, ქართული მხარე თავად სთხოვს გალის ადმინისტრაციას, რომ საზღვარი ჩაკეტოს… მართალია, ამ ინფორმაციას არავინ არ დაადასტურებს, მაგრამ ფაქტია და პირად საუბრებშიც აღიარებენ.

გალში კომუნიკაცია არ არსებობს, ჩვენ ჩაკეტილები ვართ, აქ არც შემოდის ვინმე, არც გადის

ნინო რიგვავა, ქვემო ბარღების მკვიდრი:

_ აფხაზებმა საზღვარი რამდენიმეჯერ გახსნეს, აქ მცხოვრებ მოხუცებთან ჩამოსვლის საშუალება მათ შვილებს მისცეს, მაგრამ აქედან წასვლის საშუალება არავის აქვს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მხარე არ უშვებს.

ღვთის წყალობით, თვალს ვადევნებთ ინფორმაციებს, ამის საშუალება გვაქვს და ვხედავთ, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს საქართველოში თვითიზოლაციაში უშვებენ, მათ კარანტინი არ ეხება; ჩვენ, გალელებს, კი კარანტინში გვათავსებენ…

ვირუსის გავრცელება, როგორც ამბობენ, დამოკიდებულია კომუნიკაციაზე, აქ, გალში, კომუნიკაცია არ არსებობს, ჩვენ ჩაკეტილები ვართ; აქ არც შემოდის ვინმე, არც გადის. გალში არ არსებობს შეზღუდვები, არ დადის ხალხი პირბადით, ჩვენთან არ იგრძნობა პანდემია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა ენგურის ხიდი და მათვე შეუძლიათ მისი გახსნა

ირაკლი გვალია, სოფელ ზემო ბარღების მკვიდრი:

_ საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ, შესაძლოა, საზღვარი გაიხსნას და ეს მას შემდეგ, რაც ის ცნობილი ტრაგედია მოხდა, რომლის გამოც ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა…

_ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა ენგურის ხიდი და მათვე შეუძლიათ მისი გახსნა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საჭირო გახდა, ამხელა ტრაგედიის მომსწრენი გავმხდარიყავით, თორემ ტრაგედია იმ ორი ადამიანის სიკვდილიც იყო, კარანტინში რომ გარდაიცვალნენ…

თუკი საქართველოს მთავრობა იტყვის, _ საზღვარი გაიხსნასო, აფხაზური მხარე უმალვე დათანხმდება. საქართველომ ეპიდემიის სახელით, ეპიდემიის მიზეზით აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გაწირა.

საქართველომ აფხაზეთი გაწირა და გაიმეტა, ეს ღალატია! არადა, სხვაგვარადაც შეიძლებოდა…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here