სექსუალური ძალადობის შემსწავლელმა დამოუკიდებელმა კომისიამ 10 ათასამდე შემთხვევა გამოააშკარავა, _ განაცხადა ამ კომისიის თავმჯდომარე ჟან–მარკ სავემ, _ იუწყება France Bleu (“ცისფერი საფრანგეთი”).
კომისიამ 1950 წლიდან დღემდე პერიოდის განმავლობაში აღრიცხა 6,5 ათასი ადამიანი, რომლებიც დათანხმდნენ ჩვენების მიცემას, აგრეთვე ისეთებიც, რომლებმაც წარსულის გახსენება არ ისურვეს. ჩამოთვლილთა შორის არიან გარდაცვლილებიც. ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა კომისიის თხოვნით აღრიცხვა ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით.
ეკლესიაში პედოფილიის პრობლემის გამოძიება დაიწყო რამდენიმე წლის წინათ. შარშანდელი ივნისისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 1,5 ათასი ფაქტი, მაგრამ მაშინვე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში მოქმედებდა მღვდლების მიერ აწყობილი სექსუალური ძალადობის ფართო სისტემა.