მმართველ კოალიციაში შემავალი ქრისტიან–დემოკრატიული კავშირისა (ქდკ) და ქრისტიან–სოციალისტური კავშირის (ქსკ) ოცამდე დეპუტატი დამცავი ნიღბების შესყიდვის სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
ყველაზე ხმაურიანია ქრისტიან-სოციალური კავშირიდან ბუნდესტაგის დეპუტატის (2002 წლიდან) გეორგ ნიუსლაინის საქმე, რომელმაც ნიღბების მწარმოებელი კომპანიისგან 660 ათასი ევრო აიღო ლობირებაში, _ წერს გამოცემა Spiegel-ი.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი მონაწილეობდა ნიღაბი FFP2-ის შეკვეთაში. ატეხილი სკანდალის გამო ნიუსლაინმა განაცხადა, რომ დატოვებს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას და კენჭს აღარასოდეს იყრის გერმანიის პარლამენტში. ამ მომენტში ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ნიკოლას ლებელმაც აგრეთვე, გამოიყენა თავისი თანამდებობა ნიღბების მწარმოებელი ჩინური კომპანიის ლობირებისთვის, რისთისაც 250 ათასი ევრო მიიღო (12% თითოეულ ნიღაბზე). ლებელმაც განაცხადა, რომ გადადგება. გაირკვა, რომ მმართველი კოალიციის _ ქდს/ქსკ-ს _ ოცამდე წარმომადგენელი ლობირებდა მიმწოდებელთა ინტერესებს, რისთვისაც გარკვეულ ფინანსურ სარგებელს იღებდა.
Allpravda.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა