აშშ–ში ტეხასის შტატის სამხედრო ბაზა ფორტ–ჰუდიდან 14 რიგითი და ოფიცერი გაყარეს ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო. ეს განაცხადა ქვეყნის სახმელეთო ძალების მინისტრმა რაიან მაკარტნიმ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ღონისძიების ტრანსლაცია მოაწყო ტელეარხმა CBS-მა.
ხელისუფლებამ ობიექტზე სამსახურებრივი გამოკვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შარშან, ივნისში აღმოაჩინეს 20 წლის სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. ეს ახალგაზრდა სამხედრო ნაწილიდან მოულოდნელად დაიკარგა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ბაზის ხელმძღვანელობას არ განუცხადებია. შესწავლის პროცესში გამჟღავნდა, რომ მოხდა სექსუალური ძალადობის 93 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 სამხედრო მოსამსახურე.