არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი პირველი აიცრა რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის კომპონენტით, რომელიც დაამზადეს გამალეიას ცენტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, _ იუწყება არგენტინის პრეზიდენტის პრესსამსახური.
“პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის პირველი დოზა მიიღო”, _ ნათქვამია არგენტინის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.
მედიკამენტების კონტროლის არგენტინის ეროვნულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინათ დაასრულა რუსული ვაქცინის შემოწმება. შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა “სპუტნიკ V” ეფექტიანი და უსაფრთხოა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც.
tvzvezda.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ