Home სხვადასხვა დაიჯესტი არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აიცრა

არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აიცრა

227
არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აიცრა

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი პირველი აიცრა რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის კომპონენტით, რომელიც დაამზადეს გამალეიას ცენტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, _ იუწყება არგენტინის პრეზიდენტის პრესსამსახური.

“პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის პირველი დოზა მიიღო”, _ ნათქვამია არგენტინის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.

მედიკამენტების კონტროლის არგენტინის ეროვნულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინათ დაასრულა რუსული ვაქცინის შემოწმება. შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა “სპუტნიკ V” ეფექტიანი და უსაფრთხოა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც.

tvzvezda.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here