Home სხვადასხვა დაიჯესტი “ნატო კვდება და ეს აშშ-ის ბრალია”

“ნატო კვდება და ეს აშშ-ის ბრალია”

“ნატო კვდება და ეს აშშ-ის ბრალია”

ალიანსში ბზარები სულ უფრო ღრმავდება. ბევრი ეჭვობს, რომ ნატო თავის 75 წლისთავამდე ვერ მიაღწევს

ბლოკი ნატო, შეიძლება, მართლაც ითვლებაისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსად”, როგორც მისმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მაგრამ ეს კავშირი რღვევის პირასაა. რამდენიმე რთული წლის შემდეგ, როცა აშშის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპი მოვიდა და ვაშინგტონი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სულ უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს, მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა საფრანგეთსა და თურქეთს შორის. მოვლენების ასეთმა განვითარებამ კიდევ უფრო წარმოაჩინა ალიანსის სიმყიფე”, _ წერს ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა პალასიო საერთაშორისო გამოცემა Project Syndicateში გამოქვეყნებულ წერილში.

პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაიძაბა ივნისის შუა რიცხვებში, როცა ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში შეეცადა, შეემოწმებინა სატვირთო ხომალდი, რომელსაც, ეჭვობდნენ, ემბარგოს გვერდის ავლით იარაღი გადაჰქონდა ლიბიაში. საფრანგეთში ამტკიცებენ, რომ თურქეთის სამმა სამხედრო გემმა, რომლებიც მიაცილებდნენ სატვირთო ხომალდს, “ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა” ფრეგატის მიმართ. თურქებმა უარყვეს ფრანგების ვერსია და განაცხადეს, რომ მათი ხომალდების მიმართ აგრესია ფრანგულმა ფრეგატმა გამოავლინა.

ასეა თუ ისე, ფაქტია: ნატოს წევრი ორი ქვეყანა ალიანსის მისიის ჩარჩოებში სამხედრო შეტაკების ზღვარზე აღმოჩნდა. ბლოკის შიგნით მოვლენების ასეთი განვითარება მიუთითებს, რომ ალიანსი განწირულია.

ნატოს პირველი გენერალური მდივნის _ ჰასტინგს ისმეის ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ალიანსის ამოცანა არის ის, რომ “არ შეუშვას სსრკ ევროპაში, უზრუნველყოს კონტინენტზე ამერიკელების ყოფნა და შეაკავოს გერმანია”. ბოლო ათწლეულებში ეს დინამიკა აშკარად შეიცვალა, განსაკუთრებით გერმანიის მიმართ, თუმცა უწინდებური დარჩა ნატოს ქვეყნების თანამშრომლობის ფუნდამენტი: ერთობლივი წარმოდგენა საფრთხეზე, ამერიკის ძლიერი ლიდერობა და მიზნის ერთობლივი ხედვა.

აშშ-ის მხრიდან ლიდერობის გარეშე კი დიდია რისკი, რომ ნატოს სტრუქტურა დაიშლება. 1974 წელს, როცა ნატოს წევრი ქვეყნები ძალიან ახლოს იყვნენ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან კვიპროსზე თურქეთის შეჭრის გამო, აშშ ჩაფლული იყო ვიეტნამის ომში. თურქეთსა და საფრანგეთს შორის ამჟამინდელი ინციდენტიც მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა ტრამპის გადაწყვეტილება, გერმანიიდან რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ.

“ნატო კვდება და ეს აშშ-ის ბრალია”

გერმანიაზე უკვე აღარ გადის ფრონტის ხაზი, როგორც ცივი ომის პერიოდში, მაგრამ იქ დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები კვლავ მძლავრ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენენ “რუსეთის აგრესიის” წინააღმდეგ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე. გერმანიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებით ტრამპმა ყველა მიახვედრა, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ თავის პრიორიტეტულ ამოცანად აღარ მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებისგან აშშ-ის დისტანცირება ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაძლიერდა, ეს პროცესი დაიწყო მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, პერიოდში, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა “აზიისკენ გადახვევაზე”. სწორედ იმხანად თქვა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომ, თუ ნატო არ დაამტკიცებს, რომ მისი არსებობა მნიშვნელოვანია, ვაშინგტონმა შეიძლება დაკარგოს ინტერესი ამ ალიანსის მიმართ. ამ ამოცანას ნატო ვერ გაუმკლავდა: 2019 წლის დეკემბრამდე ალიანსის დეკლარაციაში აღიარებულიც კი არ იყო ის პრობლემები, რომლებიც გამოიწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაძლიერებამ. იმ მომენტისთვის აშშ-ს უკვე დაკარგული ჰქონდა ინტერესი, ახლა კი, ტრამპის მმართველობის პერიოდში, დაუინტერესებლობა აშკარა მტრობაში გადაიზარდა.

აშშის მესაჭეობის გარეშე, _ აღნიშნავს ანა პალასიო, _ ნატოს წევრმა ქვეყნებმა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა. ამის ნათელი მაგალითია თურქეთი, რომელმაც საფრანგეთთან დაპირისპირებამდე რუსეთისგან საზენიტოსარაკეტო კომპლექსი C-400 იყიდა, აშშის პროტესტის მიუხედავად. უფრო მეტიც _ თურქების სამხედრო ჩარევა ლიბიაში, როცა ლიბიის ეროვნული თანხმობის სამხედრო შენაერთებს ავიაციით დაუჭირა მხარი, აღმაშფოთებელი იყო.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ ტრამპთან ახლო ნაცნობობა დაიცავს მას ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამაში ერდოღანი დაარწმუნა ტრამპის გადაწყვეტილებამ, არ დაუწესოს სანქციები ანკარას რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის გამო.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებელი მოქმედებები დაიწყო. საფრანგეთიც ასე იქცევა, მაგალითად, ლიბიაში, როცა შეიარაღებით დაეხმარა გენერალ ხალიფა ხაფთარს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და რომელიც აკონტროლებს ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს. ამ შემთხვევაში პარიზი თავისი ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებს. და, თუმცა პრეზიდენტი მაკრონი უარყოფს, რომ მისი ქვეყანა ხაფთარს ეხმარება სამოქალაქო ომში, მან ცოტა ხნის წინათ მხარი დაუჭირა ეგვიპტის გადაწყვეტილებას, ლიბიაში დაიწყოს სამხედრო ოპერაცია თურქეთის წინააღმდეგ. მაკრონის თქმით, ანკარამ პასუხი უნდა აგოს ლიბიაში შეჭრისთვის.

იმის შესაბამისად, როგორ მოიმატებს დაძაბულობა თურქეთთან ურთიერთობებში, საფრანგეთი სულ უფრო აქტიურად მოითხოვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ევროპული მიდგომის შესრულებას, რომელშიც რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავარი როლი მიეკუთვნება პარიზს. და ის ფაქტი, რომ რესპუბლიკის შიგნით მაკრონს სულ უფრო ნაკლები მოქალაქე უჭერს მხარს, მას მხოლოდ უბიძგებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ.

“დროებით რომ დავივიწყოთ პოლიტიკური მოტივები, გამოდის, რომ მაკრონმა ხმამაღლა თქვა ის, რასაც აქამდე ცოტა თუ აღიარებდა: ნატო მართლა განიცდის “ტვინის კვდომას” და ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი ეჭვობს: ტრამპს არ სურს, დაიცვას თავისი მოკავშირეები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბზარმა ნატოსა და აშშ-ს შორის ტრამპამდე დაიწყო გაღრმავება, ძალიან ცოტაა ამ პროცესის უკან დაბრუნების ან შეჩერების მიზეზი. სპეციალისტების აზრით, ამ პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ ტრამპი დამარცხდება ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ ევროპის ქვეყნები არ დაიწყებენ საკუთარ თავზე ფიქრს, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, და საკუთარ თავზე არ დაიკისრებენ თავიანთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, მაშინ, როგორც მაკრონმა თქვა, “ვეღარ შეძლებენ თავიანთი ბედის განსაზღვრას”, _ წერს ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

2019 წელს ნატომ თავის 70 წელი აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო, მიეღწია მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და აყვავებისთვის ბლოკის წევრ ქვეყნებში. ამის მიუხედავად, ალიანსში სულ უფრო ღრმავდება ბზარები, რომელთა გამოც ბევრი სერიოზულად ეჭვობს, რომ ნატო 75 წლამდე ვერ მიაღწევს. ევროპის ქვეყნებისთვის დადგა დრო, თვითონ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here