გერმანიამ უარი განაცხადა თავისი პოზიციის გადახედვაზე მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ სანქციების დაწესებაზე მუქარით აღსავსე განცხადების შემდეგ, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო TACC–ი.
“ჩვენ ცნობად მივიღეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნათქვამი. გერმანიის მთავრობის პოზიცია (…) უცვლელი რჩება”, _ განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასაჯაროებს.
15 ივლისს გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადება, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება რუსულ პროექტებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით ბუნებრივი აირის მილსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2” 2019 წლის ბოლოს უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ ვადამ 2020-2021 წლებისთვის გადაიწია ჯერ დანიის პოზიციის, რომელიც არ დაეთანხმა მის წყლებში მილსადენის მარშრუტს, შემდეგ _ აშშ-ის სანქციების გამო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ.
Lenta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ