Home სხვადასხვა დაიჯესტი პომპეოს მუქარის შემდეგ გერმანიამ უარი განაცხადა პოზიციის შეცვლაზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ

პომპეოს მუქარის შემდეგ გერმანიამ უარი განაცხადა პოზიციის შეცვლაზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ

1071
პომპეოს მუქარის შემდეგ გერმანიამ უარი განაცხადა პოზიციის შეცვლაზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ

გერმანიამ უარი განაცხადა თავისი პოზიციის გადახედვაზე მილსადენჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ აშშის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ სანქციების დაწესებაზე მუქარით აღსავსე განცხადების შემდეგ, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო TACC.

“ჩვენ ცნობად მივიღეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნათქვამი. გერმანიის მთავრობის პოზიცია (…) უცვლელი რჩება”, _ განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასაჯაროებს.

15 ივლისს გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადება, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება რუსულ პროექტებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით ბუნებრივი აირის მილსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2” 2019 წლის ბოლოს უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ ვადამ 2020-2021 წლებისთვის გადაიწია ჯერ დანიის პოზიციის, რომელიც არ დაეთანხმა მის წყლებში მილსადენის მარშრუტს, შემდეგ _ აშშ-ის სანქციების გამო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ.

Lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here