Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ნახატები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა

ნახატები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა

ლასკოს გამოქვაბულის მხატვრობა

ხელოვნების ნიმუშს, ჩვეულებრივ, როგორც გასართობ საგანს განიხილავენ _ ის ახარებს თვალს, შეუძლია აამაღლოს განწყობა და გაართოს ადამიანი, მაგრამ ხელოვნებას შეუძლია, რეალურად გამოიწვიოს ცვლილებები მსოფლიოში. ერთხელ პაბლო პიკასომ თქვა: “ფერწერას იყენებენ არა საცხოვრებლის მოსართავად, არამედ ის არის ომის ინსტრუმენტი შესატევად და მტერზე გასამარჯვებლად”. ხელოვნების ზოგიერთმა ნიმუშმა ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში და თვით ხელოვნებაშიც კი.

  1. ლასკოს გამოქვაბულის მხატვრობა, 17 ათასი წლის წინათ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ძველმა ნახატმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, მაგრამ ეს მოხდა მისი დახატვიდან 17 ათასი წლის შემდეგ. 1940 წელს ახალგაზრდებმა ექსკურსია მოაწყვეს ფრანგული სოფლის გამოქვაბულში და იქ იპოვეს ისტორიული ხელოვნების უცნაური ნიმუში. ეს არ არის კლდეზე შესრულებული ყველაზე ძველი ნახატი, სამაგიეროდ, ნატიფი ხელოვნების ყველაზე ადრინდელი ნიმუშია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვოდა ხელოვნებისკენ.

“ნაყოფის გამოკვლევა დედის საშოში

  1. ნაყოფის გამოკვლევა დედის საშოში “, 1510 ., ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო გენიოსად ითვლება თავისი ნაწარმოებებით, მაგრამ ახლა განვიხილავთ ერთ-ერთს, რომელსაც გალერეაში ვერ ნახავთ. “ნაყოფის გამოკვლევამ დედის საშოში” უფრო მეტი გავლენა იქონია მსოფლიოზე, ვიდრე “მონა ლიზა ჯოკონდამ” ან “საიდუმლო სერობამ”. გაკვეთისას შესრულებული ნახატებით ლეონარდომ შეცვალა მორალური და მხატვრული ნორმები და ის მეთოდები, რომლებითაც მხატვრები და მეცნიერები სწავლობდნენ ადამიანის სხეულს.

“მენინები”

  1. მენინები”, 1656 ., დიეგო ველასკესი

ეს არ არის სამეფო კარის წარმომადგენელთა სტანდარტული ნახატი. პრინცესა მარგარიტა ტერეზასა და მისი მენინების (ფრეილინების) ტილოზე გამოსახვით დიეგო ველასკესმა ილუზიისა და რეალობის, აგრეთვე, მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის გაურკვევლობის რთული საკითხები წამოჭრა.

მაგალითად, ნახატზე გამოსახულია არა მხოლოდ 5 წლის ინფანტა მარგარიტა ფრეილინებთან ერთად, არამედ ინფანტას მშობლებიც _ ესპანეთის მეფე ფილიპე IV და დედოფალი მარიანა ავსტრიელი. მათი ანარეკლი ჩანს უკანა კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში. ტილოზე, აგრეთვე, გამოსახულია თვითონ მხატვარიც _ მარცხნივ მოლბერტით. ხელოვნების ისტორიაზე ველასკესის შედევრის გავლენა უზარმაზარი იყო. ზემოაღნიშნულმა საკითხებმა წარმოშვა კუბიზმი 250 წლის შემდეგ, პიკასო კი ისე იყო მოხიბლული “მენინებით”, რომ ამ ნახატის 58 ვერსია შექმნა.

“მარატის სიკვდილი”

  1. მარატის სიკვდილი”, 1793., ჟაკლუი დავიდი

ფრანგი მხატვრის, ჟაკ-ლუი დავიდის, ეს ნამუშევარი შეიძლება ჩაითვალოს პირველ პოლიტიკურ ნახატად. მასზე გამოსახულია რევოლუციის მოკლული ლიდერი ჟან პოლ მარატი, რომელიც თავის სააბაზანო ოთახში გამოასალმეს სიცოცხლეს. დავიდმა მოკლული მეგობრისგან პოლიტიკური პროპაგანდის ხატება შექმნა. ამ ნახატისგან შემდეგ გააკეთეს გრავიურები და საზოგადოებაში გაავრცელეს.

ოლიმპია

  1. ოლიმპია”, 1863., ედუარდ მანე

ამ რადიკალურ ნიუს ხელოვნებაში პატრიარქალური მოსაზრებებზე უარის თქმად მიიჩნევენ. მაგრამ ედუარდ მანეს ნახატი სინამდვილეში ეფუძნება აღორძინების ეპოქის მხატვრის, ტიციანის, ქმნილებას _ “ვენერა ურბანელს”, რომელმაც თავისი სექსუალურობით გაითქვა სახელი, მაგრამ ნახატებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია: პირველი _ ოლიმპია, ვენერასგან განსხვავებით, თვალებში უყურებს დამთვალიერებელს, რასაც ბევრი უკიდურესად პროვოკაციულად მიიჩნევს; მეორე _ მისი ხელი ფარავს გენიტალიებს და არ გამოხატავს “მიპატიჟების” ჟესტს.

“ქილები კემპბელის წვნიანით”

  1. ქილები კემპბელის წვნიანით”, ენდი უორჰოლი

ენდი უორჰოლმა ეს ნახატი პროდუქტის პატივისცემის ნიშნად დახატა, თანაც ისეთის, რომლის ნახატსაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. უორჰოლმა გადაწყვიტა, ხელოვნების ნაწარმოებთა გალერიის ღირსი ყოფილიყო ის, რასაც ამერიკელები ყოველდღე ხედავდნენ. ამასთანავე, მხატვარმა ეჭვი შეიტანა ხელოვნებასთან დაკავშირებულ ბევრ იდეაში.

“გერნიკა”,

  1. გერნიკა”, 1937 . და პაბლო პიკასო

პაბლო პიკასოს ეს ქმნილება ომის საწინააღმდეგო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ამ ნახატზე პიკასომ გამოსახა ესპანეთის ქალაქ გერნიკას დაბომბვა ღამით 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში. ესპანეთის მთავრობამ პიკასოს შეუკვეთა, პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე გასატანად შეექმნა მხატვრული ნაწარმოები ამ საშინელ მოვლენაზე. დღეს ამ ნახატის რეპლიკა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ერთ-ერთ კედელს ამშვენებს.

“პრობლემა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობთ”

  1. პრობლემა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობთ”, 1964 ., ნორმან როკველი

მხატვარმა-ილუსტრატორმა ნორმან როკველმა კარიერა XX საუკუნის შუა წლების ამერიკის ჩვეულებრივი ცხოვრების კარგისა და ცუდის ასახვით გაიკეთა. 1964 წელს შექმნილ ნახატზე გამოსახულია შავკანიანი გოგონა რუბი ბრიჯესი, რომელიც მიდის თეთრკანიანთათვის განკუთვნილ სკოლაში. გოგონას მიაცილებენ სამართალდამცველები და იცავენ რასობრივი სიძულვილისგან, რომელიც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გოგონას თეთრკანიანთა სკოლაში სწავლის უფლება მისცეს. კედელზე წარწერები რასისტული შინაარსისაა. ნახატი სამოქალაქო უფლებების საკულტო სიმბოლოდ იქცა და ის ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ჩამოკიდა 2011 წელს, როდესაც რუბი ბრიჯესი სტუმრად მიიწვია.

“ნუთუ ქალები შიშველნი უნდა იყვნენ, მეტროპოლიტერ-მუზეუმში რომ მოხვდნენ”

  1. ნუთუ ქალები შიშველნი უნდა იყვნენ, მეტროპოლიტერმუზეუმში რომ მოხვდნენ”, 1989 ., Guerilla Girls

Guerilla Girls _ ეს არის მხატვართა ანონიმური ჯგუფი, რომელიც გარკვეული მიზნებისთვის მუშაობს. ბოლო 30 წელია, ეს ჯგუფი თავისი ნაწარმოებებით იბრძვის ხელოვნების სამყაროში რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ. ამას ფაქტების გადმოცემით აკეთებენ. ამ შემთხვევაში ფაქტია ის, რომ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში ქალების რაოდენობა 5%-ზე ნაკლებია, ნახატებზე გამოსახული შიშველი ადამიანების 85% კი ქალია. ეს ნახატი სამხატვრო დაწესებულებებში ქალების დაწინაურების სიმბოლო გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here