აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის ამერიკის კონგრესისთვის კორონავირუსით გამოწვეული ვითარების შესახებ ჩვენების მიცემა აუკრძალა, _ იუწყება გაზეთი The Hill–ი.
აშშ-ის კონგრესი გეგმავდა, მოესმინა ფაუჩის ჩვენება წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების შესახებ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სწავლობს თეთრი სახლის მიერ გატარებული ინფექციის გავრცელების პრევენციების ზომებს.
“ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა აუკრძალა ფაუჩის ჩვენების მიცემა”, _ განუცხადა წყარომ გაზეთს. ამასთანავე, თეთრ სახლში ფაუჩის შესაძლო გამოსვლას კონგრესში “კონტრპროდუქტიული” უწოდეს.
უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთმა აშშ-ს გადასცა კორონავირუს SARS-Cov-ის ნიმუშები, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ 2 დღის წინათ.
Regnum.ru–ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა