Home ახალი ამბები მსოფლიო თეთრმა სახლმა აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს კონგრესში გამოსვლა აუკრძალა

თეთრმა სახლმა აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს კონგრესში გამოსვლა აუკრძალა

1336
თეთრმა სახლმა აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს კონგრესში გამოსვლა აუკრძალა

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის ამერიკის კონგრესისთვის კორონავირუსით გამოწვეული ვითარების შესახებ ჩვენების მიცემა აუკრძალა, _ იუწყება გაზეთი The Hill.

აშშ-ის კონგრესი გეგმავდა, მოესმინა ფაუჩის ჩვენება წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების შესახებ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სწავლობს თეთრი სახლის მიერ გატარებული ინფექციის გავრცელების პრევენციების ზომებს.

“ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა აუკრძალა ფაუჩის ჩვენების მიცემა”, _ განუცხადა წყარომ გაზეთს. ამასთანავე, თეთრ სახლში ფაუჩის შესაძლო გამოსვლას კონგრესში “კონტრპროდუქტიული” უწოდეს.

უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთმა აშშ-ს გადასცა კორონავირუს SARS-Cov-ის ნიმუშები, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ 2 დღის წინათ.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული

ინფორმაციის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here