Home რუბრიკები პოლიტიკა როცა ვირები ბედაურობენ…

როცა ვირები ბედაურობენ…

როცა ვირები ბედაურობენ...

მიშიკო ოდესის გუბერნატორად რომ დანიშნეს, ეს არ იყომეგობარიუკრაინის მიერ საქართველოს შეურაცხყოფა?

გაზეთის წინა, მე-14 ნომერი, 15 აპრილს, დიდ ოთხშაბათს გამოვიდა და, ბუნებრივია, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე შეუძლებელი იყო დაზუსტებით იმის თქმა, რას მოიმოქმედებდა მოცემულ სიტუაციაში (საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდატის საათი, საკუთარი მანქანებით მოძრაობის აკრძალვა და .. რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და, აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველო გარინდული ელოდა, რა ვერდიქტს გამოიტანდა კათალიკოსპატრიარქი, ჩვენი სათაყვანებელი ილია მეორე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაზეთის მე-14 ნომერში გამოქვეყნებული სტატია “აღდგომა და ხვალეო”, ძირითადად, ისტორიული ფაქტების მიმოხილვა იყო, რომელთა მოკლე რეზიუმე არის ის, რომ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ კორონოვირუსზე არანაკლებად საშიში ეპიდემიის, გნებავთ, პანდემიის სულ 5 ფაქტი იცის (ე.წ. ყვავილი, ანტონინის ჭირი, იუსტინიანეს ჭირი, შავი ჭირი და ესპანური გრიპი), რომლებმაც მრავალი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ეკლესიების კარები არასდროს ჩაკეტილა და არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეუცვლიათ.

ახლა კი რა ხდება? ქრისტეს საფლავის ტაძარს დაადო ბოქლომი ისრაელის ხელისუფლებამ; ტაძარს, რომელშიც სასწაულებრივ გადმოდის ღვთიური ცეცხლი (არადა, იყო დრო, როდესაც მაცხოვრის ტაძრის, ქრისტეს საფლავის ტაძრის გასაღები საქართველოს ეკუთვნოდა). რაც შეეხება ვატიკანს, წმინდა პეტრეს ცარიელი მოედნის შუაგულში მარტოდმარტო მყოფი რომის პაპის მიერ სააღდგომო ლოცვის აღვლენა საბრალო სანახაობა იყო, ხოლო სრულიად კათოლიკური სამყაროს ტაძრები დაკეტილი რომ იყო, ამის ხაზგასმა ზედმეტად მიგვაჩია.

საქართველოს ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელ კათალიკოს-პატრიარქს კი საიდან აღარ უტევდნენ ნეოლიბერასტი პოლიტიკოსები თუ ე.წ. ენჯეოები მათივე ორიენტაციის ტელევიზიების ეთერებიდან, მაგრამ, რომ იტყვიან, ძვრა ვერ უყვეს ქართველების ფიზიკურად სუსტ, მაგრამ კლდესავით მტკიცე სულიერ მამას _ აღდგომის ლიტურგიებიც ჩატარდა სამებასა და სხვა ტაძრებში და ზიარებაც ჩვეული წესით, ერთი კოვზით, შესრულდა, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა.

როგორც აღდგომის შემდეგ განაცხადა ერთმა მეუფემ (უკაცრავად, სახელს ვერ ვიხსენებ) ზიარების ერთი კოვზით აღსრულების წესი 15 მართლმადიდებელი ეკლესიებიდან არც ერთს არ შეუცვლია, ჩემდა გასაკვირად, რუსეთის ეკლესიის გარდა. გასაკვირად, რადგან, როგორც ცნობილია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პრეტენზია აქვს, რომ “მესამე რომია…”

ათასჯერ ნათქვამს, ათასმეერთედ გავიმეორებ, რომ, დიდი ხანია, მიმდინარეობს მსოფლიო ნეოლიბერალური ძალების ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ; ბრძოლა, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და კორონოვირუსის პანდემიასაც ამ ბრძოლაში რომ იყენებენ, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ საქართველოში განვითარებული მოვლენები კმარა. საქართველოში, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველთა ჯაჭვის ერთერთი პატარა რგოლია, პატარა, მაგრამ უმტკიცესი რგოლი და სწორედ საქართველოს დედაეკლესიამ და კათალიკოსპატრიარქმა ჩაშალეს პანდემიის დახმარებით მსოფლიო მართლმადიდებლობის ელვისებურად დამარცხების გეგმა. როგორც ჩანს, ნეოლიბერასტების მხრიდან მართლმადიდებლოსთან ბრძოლის მთავარი ფრონტის ხაზი პატარა, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოზე გადის. ჩვენთან არს ღმერთი!

ექიმებს თავდადებასა და პროფესიონალობას არავინ უკარგავს, მაგრამ მათი და მთავრობის რეკომენდაციების ზოგიერთი პუნქტი, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია. საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კი ბატონო, გასაგებია და უდავოდ მისაღები, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას: რას ემსახურება კომენდანტის საათი? რა, საღამოს 9-დან დილის 6-მდე უფრო ბევრია კორონავირუსი? ან ერთი მანქანით სამ პირზე მეტის გადაადგილება რატომ არ შეიძლება? ცოლ-ქმარმა შვილები ვერ უნდა ჩაისვას მანქანაში? არიქა, კორონავირუსი არ გავრცელდეს ოჯახში, ამიტომ, შინ დარჩითო (ამაში გეთანხმებით), რომ გვიკიჟინებთ, ცოლ-ქმარს შორის თითო პატრული ხომ არ ჩავაწვინოთ, ემანდ რამე არ “იეშმაკონ”? ან საკუთარი მანქანებით მოძრაობა რომ აკრძალეთ, გამაგებინეთ, როგორ ან რით უწყობს ხელს კორონოვირუსის გავრცელებას მანქანა? თუმცა ამ აკრძალვის პირობებში იმდენი შავი ჯიპი დაშლიგინებს ქუჩაში, რომ გაუგებარია, რა წესით და რიგით გაიცემოდა მანქანით მოძრაობის საშვი. საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამდენი ადამიანი თუ გვყავს, მაშინ მართლა ავშენებულვართ და ეგ არის, მაგრამ ნეპოტიზმისა და ძმაკაცობის სუნი რომ ასდის ამ ყველაფერს?! აღარაფერს ვამბობ ასტრონომიულ ჯარიმებზე და 6 წლით პატიმრობა ხომ საერთოდ, სისულელეა და ლაპარაკიც არ ღირს ამაზე _ ამისთანა მკაცრი კომენდანტის საათი სტალინს არ შემოუღია მაშინ, როდესაც ფაშისტები მოსკოვთან იდგნენ. კი ბატონო, ახლა კორონოვირუსი დგას თბილისთან და ეგ ვირუსი შეიძლება წლობით იყოს და რა ვქნათ ახლა, როდემდე უნდა ვიჯდეთ შინაპატიმრობაში?!

საქართველოს მიმართ გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, როგორც გარედან, ისე შინაურ ნეოლიბერასტებთან და ამ დროს ვინ გვყავს ხელისუფლებაში ან, გნებავთ, ოპოზიციაში? “ოცნების” ხელისუფლებაში ერთადერთი გიორგი გახარიაა, რომლის მიმართაც მეტ-ნაკლები სიმპათია აქვს მოსახლეობას. მისი დამსახურებაა, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის კოშმარს გადაურჩა ქვეყანა. აღდგომის დღესასწაულის მშვიდობიან ჩატარებასაც გიორგი გახარიას ფარული ხელი ეტყობა _ ყოველ შემთხვევაში აღდგომის დღესასწაული გიგა ბოკერიასა და მისი ბუდარა-ბუდარიხა ხლისტების სცენარით ვერ ჩაიშალა. ტყუილად არ “დაპოსტა” ბუდარიხა სალომე სამადაშვილმა, ჩვენი ერთადერთი პრობლემა საქართველოს ეკლესია და პატრიარქია. არჩევნებზე გავიმარჯვებთ და ერთსაც და მეორესაც სამუდამოდ მივუჩენთ საკადრის ადგილსო. მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, თქვე უნამუსოებო! მიუხედავად ქოცების უსუსურობისა, არჩევნების შემდეგ თქვენი სინსილა გაწყდება…

ნათელაშვილის ქარვასლის დანარჩენი წარმომადგენლები? ერთს ვერ დაასახელებთ, ვისაც ხალხი მხარს დაუჭერს? მოკლედ, ქოც-ნაცების დღევანდელი მდგომარეობა იმ ვითარებას ჰგავს, ვირები რომ ბედაურობენ. გიორგი გახარიაზე კარგი კიდევ იმიტომ დამცდა, რომ, როგორც იქნა, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მორიგი “გაუკრაინელების” გამო, ოფიციალური პროტესტი გამოთქვა. ისე, მიშიკო ოდესის გუბერნატორად რომ დანიშნეს, ეს არ იყომეგობარიუკრაინის მიერ საქართველოს შეურაცხყოფა, ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება?

სად იყვნენ მაშინ პარლამენტის სპიკერი და სხვა ჩოკინები, ახლა რომ ბედაურობენ?! ამიტომ ვუკავშირებ გიორგი გახარიას ფაქტორს უკრაინის მიმართ გამოთქმულ პროტესტს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… კიევს საქართველოდან გაქცეული კიდევ ბევრი სისხლისმსმელი აფარებს თავს და იქნება მათი ჯერიც დადგეს.

თუმცა, რა და რისი ჯერი? უკრაინა იმ ლათინოამერიკულ ქვეყნებს დაემსგავსა, რომლებსაც წლების განმავლობაში თავს აფარებდნენ გერმანელი ფაშისტები. ჰიტლერელთა მხარდამჭერი ბანდერელების უკრაინას თავს ქართველი ხალხის სისხლისმსმელი მიშისტი ნაცები აფარებენ და ამის გამო ელჩის გამოწვევით კი არ უნდა აშინებდეს თბილისი კიევს, არამედ უკრაინაში გადახვეწილი კრიმინალი ქართველების საქართველოში ექსტრადიციას უნდა ითხოვდეს. მაგრამ ამდენს “გაქაჩავს” მარტო გიორგი გახარია? ან შუშის სასახლიდან “გააქაჩვინებენ”?

ამას გააკეთებს მხოლოდ არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული ნაღდი ეროვნული ბედაურებისგან შექმნილი ძალა! თუ არადა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბედაურის ნიღბიანი ვირების ხელში ცხოვრება.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ორი კაცი ჯდება ტაქსში ამიტომ ორმაგს“ახდევინებენ კიტრი ამ დროს ლარი ღირდა ახლა სამი ლარია სენაკში უაზრობაა კომენდატის საათი სპეცილურად მიენილი ხალხი მაღაზიებს აღებინებენ მერე აჯარიმებნ სანამდე ამდენი უმსგავსობა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here