Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ორგანიზმები, რომლებიც დაუჯერებლად დიდხანს ცოცხლობენ

ორგანიზმები, რომლებიც დაუჯერებლად დიდხანს ცოცხლობენ

სხივოსანი კუ, 188 წელი

დედამიწაზე ცხოვრობენ არა მხოლოდ ხანდაზმული, არამედ ჰიპერხანდაზმული ორგანიზმები. გთავაზობთ სიას ორგანიზმებისა, რომლებიც გაგაოცებენ თავიანთი წლოვანებით.

სხივოსანი კუ, 188 წელი

სხივოსანი კუები წლოვანების მიხედვით რეკორდსმენები არიან ქვეწარმავლებს შორის. ლეგენდის თანახმად, კუ ტუი მალილამ, რომელიც კუნძულ ტონგოს ბელადს აჩუქა კაპიტანმა ჯეიმს კუკუმა, 188 წელს იცოცხლა და 1965 წელს მოკვდა. სხივოსანი კუ მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობს და გადაშენების პირასაა.

გრენლანდიის ვეშაპი
გრენლანდიის ვეშაპი

გრენლანდიის ვეშაპი, 211 წელი

თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ გრენლანდიის ვეშაპები დაახლოებით 70 წელს ცოცხლობდნენ, მაგრამ მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანის სხეულში იპოვეს ნამსხვრევი ჰარპუნისა, რომელიც მას XIX საუკუნეში ესროლეს. კვლევამ, რომელიც ეფუძნებოდა ამინომჟავების შესწავლას ვეშაპის თვალებსა და კბილებში, დაადასტურა ეს მონაცემები _ გრენლანდიის ვეშაპი 200 წელზე მეტს ცოცხლობს და ამ მხრივ ჩემპიონია ძუძუმწოვრებს შორის.

მოლუსკი Arctica islandica
მოლუსკი Arctica islandica

მოლუსკი Arctica islandica, 500 წელი

Arctica islandica ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ნიჟარიანებს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. მოლუსკის ნიჟარაზე რგოლების დათვლის შემდეგ ბიოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი 400 წელზე მეტხანს ცოცხლობენ, ყველაზე დიდხანს კი _ 507 წელს ცოცხლობს მოლუსკების ერთ-ერთი სახეობა, რომლის სახელია მინი.

სოკო
სოკო

სოკო, 2400 წელი

2003 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს სოკოს სახეობა Armillaria solidipes-ის კოლონია, რომლის წლოვანება 2400 წელია. სოკო ბინადრობს მიწის ქვეშ და იკავებს 5 კვ კმ ფართობს.

სამკბილა ლარეა
სამკბილა ლარეა

სამკბილა ლარეა, 11 ათასი წელი

სამკბილა ლარეა ეს არის ბუჩქი, რომლის ფოთლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. ბუჩქის ტოტები 2-3 ასეულ წელს ცოცხლობს, მაგრამ მისი ფესვთა სისტემა, პრაქტიკულად, უკვდავია. ხარობს უდაბნო მოჰავაში, აშშ-ისა და მექსიკის ტერიტორიებზე.

ბაქტერიები
ბაქტერიები

ბაქტერიები, 34 ათასი წელი

გასული საუკუნის 90-იანი წლების შუაში მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ შეძლეს გაეცოცხლებინათ ბაქტერიების კოლონია, რომელიც მოქცეული იყო 40 მლნ წლის ქარვაში. 2000 წელს კი იგივე გაუკეთეს 250 მლნ წლის მარილის კრისტალებს. ამ აღმოჩენას კიდევ სჭირდება დადასტურება.

თუმცა ბაქტერიების შტამის ოფიციალურად დადასტურებულ წლოვანებას მაინც შეუძლია თქვენი განცვიფრება. ეს არის 34 ათასი წელიწადი.

კრაზანისმაგვარი ალვა
კრაზანისმაგვარი ალვა

კრაზანისმაგვარი ალვა, 80 ათასი

კლონებისგან შემდგარი კოლონია ყველაზე საიმედო გზაა უკვდავებისკენ და ამას ნამდვილად აცნობიერებს კრაზანისმაგვარი ალვა. ცალკეული ალვის ხე 130 წელზე მეტ ხანს ვერ ცოცხლობს, მაგრამ კლონების კოლონია, რომელიც ცნობილია პანდოს სახელით, 80 ათასი წელი არსებობს და ახალ-ახალ შვილებს შობს.

პოსიდონია
პოსიდონია

პოსიდონია, 200 ათასი წელი

პოსიდონია ერთ-ერთი მცენარეა “ზღვის ბალახებიდან”. ის ხმელთაშუა ზღვაში იზრდება. პოსიდონიის ერთ-ერთი სახეობიდან Posidonia oceanica-დან აღებული დნმ-ის ნიმუშებით დამტკიცდა, რომ ამ მცენარის კოლონიას შეუძლია 200 ათასი წელი იცოცხლობს.

მედუზა Turritopsis dohrnii
მედუზა Turritopsis dohrnii

მედუზა Turritopsis dohrnii, სავარაუდოდ, უკვდავი

ბევრი მედუზა სიცოცხლეს იწყებს, როგორც უძრავი პოლიპი, შემდეგ კი იზრდება, მაგრამ Turritopsis-ს შეუძლია გარდაიქმნას. თუ მას სიკვდილი დაემუქრება ავადმყოფობის ან სიბერისგან, უბრალოდ, უბრუნდება პირვანდელ სტადიას და ახალ კოლონიას ქმნის. და ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here