«ალბათ, სტალინის გარდა, ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ გააკეთებდა იმავეს იმ ომში ისეთი დაუნდობლობით, მოქნილობით ან მიზანსწრაფულობით, რასაც ასეთი არაადამიანური მასშტაბების ომის წარმატებით წარმართვა მოითხოვდა…»
სერ პიტერ უსტინოვი
ამ დღეებში გამარჯვებისა და დიდი სამამულო ომის 67 წლისთავის მოახლოვებისას, მთელ მსოფლიოში გავრცელდა ამბავი, რომ საქართველოში, ქალაქ გორში, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთებას აპირებენ. ჭეშმარიტად «ისტორიული გადაწყვეტილებაა» იმ პიროვნების უკვდავსაყოფად, რომელიც მსოფლიო ისტორიის ანალებში სამუდამოდაა ჩაწერილი!
1941-1945 წლების სამამულო ომში დიდი გამარჯვების დაკნინება, პრაქტიკულად, იმით დაიწყო, რომ სტალინი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ გამარჯვებისთვის, თავისი სამშობლოსა და კაცობრიობისთვის, მოინდომეს ურჩხულად, საფრთხობელად ექციათ ადამიანთა ბევრი თაობისთვის. სტალინის კრიტიკამ გაუხსნა გზა მმართველი პარტიის კრიტიკას, საბჭოთა კავშირის მიღწევებისა და სამამულო ომში გამარჯვების დაკნინებას.
სტალინის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, კრიტიკით იწყება გზა სამამულო ომის ტოტალური კრიტიკისკენ. ამ გეზის მიმდევრები სულ უფრო შორს მიდიოდნენ, რითაც სულ უფრო მეტ შეურაცხყოფას აყენებდნენ უდიდეს სახალხო გმირობას.
მით უფრო სამწუხაროა, რომ ი. ბ. სტალინის სახელთან დაკავშირებულ ყველა ტიტანური მიღწევის საწინააღმდეგო პროპაგანდაში ახლა გარედან დავალებით მოქმედი ვაიპოლიტიკოსები ჩაერთნენ, რომლებსაც თავი «ახალი მესიები» ჰგონიათ, რომელთაც «სინათლის სხივი» მოაქვთ «გაუნათლებელი ქართველი ერისთვის».
უპრიანია შეხსენება, რომ ხელისუფლებაში ი. ბ. სტალინის ყოფნისას საქართველოს სსრ განვითარებული მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მქონე რესპუბლიკა იყო. ჩვენ ვამაყობდით ჩვენი სამეცნიერო კადრებით, კულტურით, იმ მსხვილმასშტაბიანი წარმატებებით, რომლებსაც რესპუბლიკამ იმ წლებში მიაღწია. რას იზამ, დრო დაუნდობლად მირბის და ყველაფერი, უეჭველად, საკუთარ ადგილს დაიბრუნებს!
ნიშანდობლივია, ი. ბ. სტალინის ნათქვამი თანამოსაუბრესთან, როცა მან წინასწარმეტყველურად განაცხადა: «ჩვენი პარტიისა და ხალხის ბევრ საქმეს დაამახინჯებენ და გალანძღავენ, უპირველეს ყოვლისა, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც კი. სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის, სასტიკად იძიებს შურს ჩვენი წარმატებებისა და მიღწევების გამო. იგი ჯერ კიდევ ისე უყურებს რუსეთს, როგორც ბარბაროსების ქვეყანას, როგორც სანედლეულე დანამატს».
ეს სიტყვები 1934 წლის ნოემბერში ითქვა და რამდენად აქტუალურია ისინი დღეს!
იმავე წელს ამერიკულმა ჟურნალმა თიმე-მა ი. ბ. სტალინი წლის ადამიანად დაასახელა! მას ისეთი ამერიკელი ჟურნალისტები ართმევდნენ ინტერვიუს, როგორებიც იყვნენ _ უოლტერ დიურანტი, იუჯინ ლაიონე, როი უილსონ ჰოვარდი. ხანგრძლივი და სერიოზული საუბრები ჰქონდათ სტალინთან მწერალ ემილ ლუდვიგს და პროფესორ ჯერომ დევისს, დრამატურგ ჯორჯ ბერნარდ შოუს, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინი სასიამოვნო ადამიანი და გიგანტია, ხოლო დასავლეთის ყველა მოღვაწე _ პიგმეი.
საბჭოთა რუსეთმა, თავისი სამართლიანი საგარეო პოლიტიკის გამო ნამდვილად დაიმსახურა მსოფლიოში გარკვეული პატივისცემა. იგი ავსტრიის, ჩინეთის, ესპანეთის, უნგრეთის სახალხო ხელისუფლებებს რეაქციონერების თავდასხმებისგან იცავდა.
შემაშფოთებელი და მძიმე დრო იყო, ჰაერშიც ომის სუნი ტრიალებდა.
როდესაც სტალინმა რუსეთს ძლიერი სამრეწველო, ანუ სამხედრო ზესახელმწიფოდ ქცევისკენ მოუწოდა, თან დასძინა:
«ძველი რუსეთის ისტორია იმაში მდგომარეობს, რომ მას ყოველთვის ურტყამდნენ ჩამორჩენილობის გამო. ურტყამდნენ მონღოლი ხანები, თურქი ბეგები, შვედი ფეოდალები. ყველა ურტყამდა სამხედრო, კულტურული, სახელმწიფოებრივი, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ჩამორჩენილობის გამო. აი, რატომ აღარ შეიძლება ჩამორჩენა».
დიახ, იყვნენ მტრები, იყო გულაგი, მაგრამ მან იცოდა, თუ რა და როგორ უნდა ეკეთებია და აკეთებდა კიდეც! უმოკლეს ვადებში შეიქმნა ხელისუფლების სისტემა ცენტრიდან პერიფერიებამდე და სისტემა მუშაობდა. შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკა. ქვეყანა საკუთარ თავს უზრუნველყოფდა _ აცმევდა, აჭმევდა, იცავდა. ხალხს ხვალინდელი დღის რწმენა ჰქონდა.
მიუხედავად წლების განმავლობაში უამრავი ტყუილისა, სტალინის სახელი ხალხის გულებში რჩება. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს პიროვნება, რომელიც სტალინს შეედრებოდა ლიდერის ჩვევებით, ერუდიციით, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის ნიჭით, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის განვითარების ორი ნაბიჯით ადრე ხედვის უნარით!
მას ისეთი უდრეკი ნებისყოფა ჰქონდა, რომ მტერიც კი მის წინაშე გაჭიმული იდგა.
თვით აშშ-ის პრეზიდენტი ფ. რუზველტი სტალინის შემოსვლისას მის წინაშე ინვალიდის ეტლიდან ადგომას ცდილობდა! ყველამ იცის სახელგანთქმული მხედართმთავრების – გ. ჟუკოვის, კ. როკოსოვსკის, ს. კონევის, ვასილევსკის და სხვების გამონათქვამები სტალინზე. ისინი სტალინის უდავო სამხედრო და ორგანიზატორულ ტალანტზე მიუთითებდნენ.
მარშალმა კ. როკოსოვსკიმ, არმიის ფავორიტმა, ნ. ხრუშჩოვის წინადადებაზე, მასთან ერთად გამოსულიყო სტალინის წინააღმდეგ ბრალდებებით, უპასუხა: ნიკიტა სერგის ძევ! ამხანაგი სტალინი ჩემთვის წმინდანია!
ესენი იყვნენ თანამოაზრეები და თანამებრძოლები, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტაც ხომ არ მალავდა თავის ჭეშმარიტ აღფრთოვანებას რუსეთის ლიდერის მიმართ!
უ. ჩერჩილი: «რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ უმძიმესი გამოცდის წლებში ქვეყანას სათავეში გენიოსი და მტკიცე მხედართმთავარი _ სტალინი ჩაუდგა. იგი ყველაზე გამოჩენილი პიროვნება იყო, რომელიც იმპონირებდა ჩვენს ცვალებად და სასტიკ დროში, რომელშიც გადიოდა მისი ცხოვრება, სტალინი საუცხოო ენერგიისა და უდრეკი ნებისყოფის ადამიანია, რომელიც საუბარში ხისტი, სასტიკი და დაუნდობელი იყო».
ე. იდენი: «სტალინმა თავიდანვე დატოვა ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭით და ჩემი აზრი არ შეცვლილა. მისი პიროვნება თავად მეტყველებდა საკუთარ თავზე და მისი შეფასება გაზვიადებას არ საჭიროებდა. მას კარგი ბუნებრივი მანერები ახასიათებდა, როგორც ჩანს, ქართული წარმომავლობისა.
მე ყოველთვის ვხედავდი მასში საინტერესო, ოდნავ პირქუშ და მკაცრ თანამოსაუბრეს, რასაც განსახილველი საკითხები განაპირობებდა. მე არ ვიცნობ სხვა ადამიანს, რომელიც ასე ფლობდა თავს თათბირისას. სტალინი კარგად იყო ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რომლებიც მას ეხებოდა, წინდახედული და ოპერატიული იყო… ყოველივე ამის უკან უდავოდ ძალა იდგა».
ა. ჰარიმანი: «ღრმა ცოდნა, დეტალების წვდომის ფანტასტიკური უნარი, გონების სისხარტე და ადამიანის ხასიათის გასაოცარად დახვეწილი გაგება… მე აღმოვაჩინე, რომ იგი რუზველტზე და ჩერჩილზე უკეთაა ინფორმირებული და გარკვეულწილად ყველაზე ეფექტიანია სამხედრო ლიდერებიდან».
სტალინის გარდაცვალების მეორე დღეს, 1953 წლის 6 მარტს, გენერალმა დე გოლმა ფრანგულ რადიოს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: «სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. მას შეეძლო მტრების «მოთვინიერება», არ ვარდებოდა პანიკაში წაგებისას და არ ტკბებოდა გამარჯვებებით. გამარჯვებები კი მეტი ჰქონდა, ვიდრე მარცხი. სტალინური რუსეთი _ ეს ის ძველი რუსეთი აღარაა, რომელიც მონარქიასთან ერთად მოკვდა, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრეების გარეშე განწირულია».
საფრანგეთის პრეზიდენტი დე გოლი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით 1966 წლის ზაფხულში ეწვია და ი. ბ. სტალინის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მაღალი, სწორი და უდრეკი გენერალი, წითელ მოედანზე სტალინის საფლავთან მხედრული სალმით იდგა!
უცხოელი პოლიტიკური მოღვაწეების ზემოთმოტანილი გამონათქვამები ნათლად აღწერს და გვიჩვენებს სტალინს, როგორც მეოცე საუკუნის უდიდეს ლიდერსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, არაორდინალურ პიროვნებას, მითუმეტეს, რომ ამ სამმა პოლიტიკოსმა არისტოკრატიული ოჯახებიდან, რომელთაგანაც ერთი მსხვილი სარკინიგზო მაგნატის შვილი იყო, შესაბამისი კასტური განათლებისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანებმა, კომუნიზმის მიმართ თავისი შეუმწყნარებლობით შესაბამის ავტორიტეტსა და დიდებას მიაღწიეს. არაფერია დასამატებელი, არა?
ი. ბ. სტალინის სიდიადე იმაშია, რომ იგი, როგორც ჩანს, პირველია დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთაგან, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ალტერნატიული ისტორიის რეალიზაციის საშინელი პასუხისმგებლობა. თანაც რეალიზება ისეთი სახით მოახდინა, რომ ამ რეალიზაციის შედეგად საბჭოთა კავშირმა გაანადგურა კაცობრიობის ყველაზე საშიში მტერი. მან ყველა დროის უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. და, აი ამ გრანდიოზული მიღწევების, გრანდიოზული ამოცანების, ერთდროულად ტრაგიკულის და კოსმიურის შეგრძნებამ აქცია სტალინი ბელადად.
როგორც არ უნდა მოვიქცეთ, არაკეთილმოსურნე და ისტორიის გამყალბებელი ბევრია, ხოლო სტალინი ერთია და ჯერჯერობით მისი ტოლი ახალ ისტორიაში არ არის და, ალბათ, არც იქნება!
იური მშველიძე
სტალინზე რაიმე დადებითის თქმა არ შეიძლება თორემ სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებენ
ქართულ ეროვნულ საზოგადოებას, არასდროს არ ეცალა პრაგმატიზმისათვის. რაც გამოწვეული იყო გამუდმებული თავდასხმებისა და შინა ომებისაგან. ამიტომ, საზოგადოებრივი აზრი, ვრცელდებოდა ზეპირი გადაცემებით. თუ გავითვალისწინებთ ქართველთა ემოციურ ინტელექტს,ადვილად წარმოსადგენია ინფორმაციის ობიექურობის ხარისხი. მიუხედავად ამის,ჩემში დიდ გაოცებას იწვევს მოსახლეობის ინტელექტის დღევანდელი დაბალი დონე…სუბიეტური და ობიექტიური ინფორმაციების გაიგივება და ერთ, უარყოფით, სტანდარტში მოთავსება და ამით თვითკმაყოფილების მიღება… არა ნაკლებ გაოცებას იწვევს ისტორიკოსების დუმილი,ეს ხომ ისტორიის საგანია….ჩვენი ცხოვრება ხომ ისტორიაა…სოციალისტური სახემწიფო რუსების შექმნილი არ არის,ისინი მონაწილეობდნენ სოციალისტური სახემწიფოს შექმნაში…ვფიქრობ რომ ბევრმა არ იცის რომ სოციალისტური სახემწიფოებია სკანინაიის ქვეყნები,სადაც ცხოვრების საშუალო დონე ყველაზე მაღალია მსოფლიოში…და თუ დაიშალა ეს თვით რუსების ბრალი ღასაც კარგად ადასტურებს დღევანდელი მოვლენები.რაც შეეხება სტალინს: მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს პიროვნება რომელსაც ერთპიროვნულად შეექმნა, მსოფლიოშუ უძლიერესი სახემწიფო განსხვავებული საზოგადოებრივი ფორმაციით.