მეცნიერთა განცხადებით, თანამედროვე ადამიანი თავისი ტვინის მხოლოდ 8-10 პროცენტს იყენებს. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ტვინის შესაძლებლობების 15 პროცენტსა და ცოტა მეტს იყენებენ, გენიოსებად მიიჩნევენ. ადამიანის ორგანიზმსა და ტვინში ბევრი შესაძლებლობაა დამალული, რომელთა შესახებაც ამ წერილშია საუბარი.1. მშობიარობის პროცესს ჯანმრთელობის დაუზიანებლად ან სიცოცხლისთვის საფრთხის შეუქმნელად შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, რომელიც 1 დღისაც არ არის.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ ზრდასრულ ადამიანს მოვაქცევთ ისეთი ფიზიოლოგიური ზემოქმედებისა და ტანჯვის ქვეშ, როგორსაც განიცდის ახალშობილი მშობიარობის პროცესში, ამ ყველაფერს გაუძლებდა მხოლოდ 10 წუთს, შემდეგ კი მოკვდებოდა უამრავი ტრავმის, წნევის ცვალებადობისა და გულის გაჩერების შედეგად.
საქმე ის არის, რომ ბავშვს, რომელიც უნდა დაიბადოს, ძალიან მოქნილი ძვლები, ხრტილები და ქსოვილები აქვს, მას ჯერ კიდევ არ აქვს ტკივილისა და შიშის განცდა.
2. 3-4 წლის ადამიანის ტვინს თითქმის ყველაფრის ათვისება და შესწავლა შეუძლია.
ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილის) რომან “კლასგარეშე საკითხავში” მთავარი გმირი არის 7 წლის ბიჭი, სახელად მითრიდატე, რომელიც არა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნეა, არამედ ათვისებული აქვს თითქმის ყველა ძირითადი მეცნიერება და აქვს ანალიზის უნარი. ეს პერსონაჟი ბავშვობიდან საკუთარ თავს ეპყრობოდა, როგორც… ზრდასრულს _ წაიკითხა და შეისწავლა საოჯახო ბიბლიოთეკაში არსებული ყველა წიგნი.
დაგინახავთ, ალბათ, რა იოლად იყენებს თანამედროვე ორი წლის ბავშვი სმარტფონს თუ პლანშეტს, არადა, ზოგიერთ მშობელსა და ბებია-ბაბუას კომპიუტერთან დაჯდომისაც კი ეშინია.
საქმე ის არის, რომ მხოლოდ 3-4 წლის ადამიანის ტვინს შეუძლია აითვისოს ყველაფერი, რასაც მას შესთავაზებენ. თუ ამ წლოვანების ბავშვს საცხოვრებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში, სადაც ლაპარაკობენ ამ ბავშვის მშობლიური ენისგან განსხვავებულ ენაზე, ის გაიზრდება ბილინგვად _ ადამიანად, რომელიც თავისუფლად ილაპარაკებს და იფიქრებს ორ ენაზე.
თუ მშობლებს შეეძლებათ, 3 წლის ბავშვს შეასწავლონ ყველა მეცნიერება (და ამისთვის ექნებათ ფინანსური შესაძლებლობა და ტექნიკური აღჭურვილობა), მაშინ დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თანამედროვე გაგებით, გენიოსი იქნება.
3. წონასწორობის დაცვა შეიძლება თითქმის ყველა სიტუაციაში, თუ სიმძიმის ძალას უკანა ფეხზე გადავიტანთ.
ავტობუსის მკვეთრი მოხვევის მომენტში უმრავლესობა ადამიანებისა არასდროს შეტორტმანდებოდა და დაეჯახებოდა სხვა მგზავრებს, რომ იცოდეს წონასწორობის ერთი საიდუმლო: თუ სხეულის წონას გადავიტანთ უკანა ფეხზე, მაშინ არ დავბარბაცდებით და დავეცემით.
ბევრს, ვინც არ არის ჩახედული იოგაში, ზოგიერთი ასანა (პოზა, სავარჯიშო) რთული და შეუსრულებელი ეჩვენება. არადა, ეს ასანები ადამიანის სხეულის სწორედ ამ უნარზეა დაფუძნებული.
4. ბავშვის ტვინი მხოლოდ მაშინ არის მზად სკოლაში სწავლისთვის, როცა ბავშვს შეეძლება ხელისგულით შეეხოს საპირისპირო მხარეზე ყურს.
ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად არ არის დადგენილი წლოვანება, როცა ბავშვმა უნდა დაიწყოს სკოლაში სიარული და პირველ კლასში მერხზე დაჯდეს 5 წლის ან 8 წლის ბავშვის გვერდით. ეს ხდება იმიტომ, რომ, ამ ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების აზრით, ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. შემუშავებულია ტესტი: თუ ბავშვი შეძლებს, მაგალითად, მარჯვენა ხელისგულით შეეხოს მარცხენა ყურს, მაშინ ის მზად არის, სკოლაში იაროს კვირაში 5 დღეს და დაიტვირთოს ფიზიკურად და ინტელექტუალურად. თუ ბავშვი ამას ვერ შეძლებს, მაშინ მისთვის სახიფათოა სკოლაში სიარული.
5. ხშირი ტირილი სახის კანს აბერებს
ტირილის მომენტში ადამიანის სახის 43 კუნთი იძაბება. სიცილის მომენტში კი _ 17, მაგრამ, ამასთანავე, ენდორფინები _ ბედნიერების ჰორმონები _ მთელ სხეულს აიძულებს, მოდუნდეს.
ამრიგად, ზუსტია მტკიცება იმის შესახებ, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს და გვაიძულებს, უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ; მტირალები კი განწირულნი არიან სახის კანის დაბერებისა და ნაოჭების გაჩენისთვის. თუმცა ისიც, რომ არასოდეს იტირო, ვნებს ჯანმრთელობას, რადგან ადამიანს სჭირდება კათარზისული განწმენდა.
6. ფილტვების სრული ფართობი ჩოგბურთის კორტის ტოლია
ძუძუმწოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული ორგანო ფილტვებია. ის მნიშვნელობის მხრივ, ალბათ, მხოლოდ ტვინს თუ ჩამორჩება. სისხლში ჟანგბადის ეფექტიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად ფილტვები უამრავ დატოტვილ დერეფანს ქმნის. ფილტვები დასერილია უამრავი მიკროსკოპული კაპილარით და, თუ მათ ზედაპირს გავზომავთ, მივიღებთ დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ფართობს.
7. ადამიანს შეიძლება 2-ჯერ ამოუვიდეს სიბრძნის კბილი
ცნობილია შემთხვევა, როცა ბავშვს ტრავმის შედეგად დაკარგული სიბრძნის კბილები ხელახლა ამოუკიდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მართალია, ისეთი არა, როგორც ქვეწარმავლებს, მაგრამ ადამიანს რეგენერაცის უნარი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.
ადამიანებს ქსოვილების რეგენერაციის დიდი უნარი რომ არ გვქონდეთ, ჭრილობებისა და ნაკაწრებისგან დავიღუპებოდით.
მოამზადა ნიკა კორინთელმა