Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 6 გამოგონება, რომელთა გარეშეც თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენა შეუძლებელია

6 გამოგონება, რომელთა გარეშეც თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენა შეუძლებელია

ქაღალდი

ჩინეთი მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, ამას გარდა, არის კაცობრიობისთვის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გამოგონების სამშობლო. რთული წარმოსადგენია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ქაღალდის, დენთის ან კომპასის გარეშე. ეს თითქოს ჩვეულებრივი საგნები ჩინელებმა მრავალი საუკუნის წინათ გამოიგონეს.

  1. ქაღალდი

ქაღალდი, ალბათ, ყველა დროის ყველაზე საჭირო გამოგონებაა. ძველი წერილობითი წყაროების მიხედვით, ჩინეთში ქაღალდი არსებობდა ჯერ კიდევ 105 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მიუხედავად ამისა, ფართოდ არ იყო გავრცელებული, სანამ საჭურისმა ცაი ლუნმა მნიშვნელოვნად არ გააუმჯობესა ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია. ამასთანავე, ლუნმა ხელი შეუწყო ქაღალდის ფართოდ გავრცელებას ჯერ ჩინეთში, შემდეგ _ სრულიად მსოფლიოში. მოგვიანებით ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიამ ევროპამდეც მიაღწია ცნობილი აბრეშუმის გზით. ალბათ, ლაპარაკიც არ არის საჭირო, რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქაღალდს კაცობრიობის ისტორიაში.

დენთი
დენთი
  1. დენთი

ჩინელების კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოგონება არის დენთი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-ით 1000 წელს. ჩინელი ალქიმიკოსები ცდილობდნენ, შეექმნათ უკვდავების ელექსირი, მაგრამ მიიღეს ნივთიერება, რომელმაც მომავალში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დენთი, ისევე როგორც სხვა ჩინური გამოგონებები, ევროპაშიც შეიტანეს და ფართოდ გავრცელდა მონღოლების შემოსევის პერიოდში (1236-1242 წწ.).

მეაბრეშუმეობა
მეაბრეშუმეობა
  1. მეაბრეშუმეობა

აბრეშუმის წარმოება ადამიანის ერთ-ერთ ძველ ხელობად ითვლება. კონფუციანელთა ცნობების მიხედვით, ჩინელებმა მეაბრეშუმეობა 6000 წლის წინათ აითვისეს. ჩინელები აბრეშუმის დაზადების ოსტატობას სრულყოფილად ფლობდნენ და მას საიდუმლოდ ინახავდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში. ევროპელი ვაჭრებისთვის აბრეშუმი მეორე ოქროდ იქცა და ისინი მზად იყვნენ, დიდძალი ფული გადაეხადათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩინურ საექსპორტო საქონელში. აბრეშუმი ჩინეთის უმნიშვნელოვანეს საექსპორტო საქონლად იქცა, შედეგად კი ჩვ. წ. აღ-მდე II საუკუნეში შეიქმნა ცნობილი დიდი აბრეშუმის გზა.

სათვლელი
სათვლელი
  1. სათვლელი

მიუხედავად იმისა, რომ არაბები და ბერძნები ითვლებიან შესანიშნავ მათემატიკოსებად, ძველ ჩინეთში გამოიგონეს პირველი სათვლელ-საანგარიშო. აბაკუსი _ ასე ერქვა უძველეს საანგარიშო დაფას არითმეტიკული გამოთვლებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩინელებმა აბაკუსი შექმნეს ჩვ. წ. აღ-მდე 500 წელს, სხვების აზრით კი, საანგარიშოს პირველი პროტოტიპი გაცილებით ადრე შექმნეს შუმერებმა _ ჩვ. წ. აღ-მდე 2700 წელს, მაგრამ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით არ არსებობს.

მაგნიტური კომპასი
მაგნიტური კომპასი
  1. მაგნიტური კომპასი

დღეს ოკეანეში ადგილმდებარეობის განსაზღვრაCPS-ით არის შესაძლებელი, ადრე კი საზღვაო ხომალდებისთვის (არამხოლოდ მათთვის) შეუცვლელი ინსტრუმენტი იყო კომპასი. უძველესი კომპასი, რომელიც ნაპოვნია არქეოლოგების მიერ, დამზადებული იყო ჩინეთში ხანის დინასტიის პერიოდში ჩვ. წ. აღ-მდე 200 წელს. როგორც სხვა აღმოჩენებს, ჩინელი ზღვაოსნები მაგნიტური კომპასის ტექნოლოგიასაც დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ საიდუმლოდ. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში პირველი კომპასები მხოლოდ XIV საუკუნეში გამოჩნდა.

წიგნის ბეჭდვა
წიგნის ბეჭდვა
  1. წიგნის ბეჭდვა

ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაა წიგნის ბეჭდვა. “ნაბეჭდი” წიგნის ყველაზე ადრეულ ნიმუშად ითვლება ხელნაწერი, რომელიც ჩინეთში ტანის სამარხში იპოვეს. კანაბისისგან დამზადებულ ქაღალდის ნაგლეჯზე, რომელიც ჩვ. წ. აღ-ით 650-670 წლებით არის დათარიღებული, დატანილი იყო ძველჩინური იეროგლიფები. წიგნის ბეჭდვის მექანიზებული ტექნოლოგია ჩინეთში 1088 წელს შეიმუშავეს. გამოჩენილმა ჩინელმა მეცნიერმა შენ კომ ეს პროცესი თავის ნაშრომში აღწერა. კო სამანქანო ბეჭდვის გამოგონებას მიაწერდა ნაკლებად ცნობილ ხელოსან ბი შენს. მხოლოდ 4 საუკუნის გასვლის შემდეგ შეძლო იოჰანეს გუტენბერგმა პირველი წიგნის დაბეჭდვა ევროპაში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here