ვატიკანი არ არის ცოდვაზე აცრილი, ნებისმიერი შეიძლება ცოდვილი გახდეს, მღვდელმსახური, მონაზონი და საერო ადამიანი, _ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ესპანურ ტელეარხ Sexta–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება. საუბარია ცალკე აღებული ადამიანის დაცემაზე. თუმცა, საჭიროა მუშაობა და ამის გაწმენდა”, _ განაცხადა რომის პაპმა. პონტიფიკი პედოფილიის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკლესიის ეს უბედურება დაამარცხოს.