Home სხვადასხვა დაიჯესტი რომის პაპი: ვატიკანი არ არის მოკლებული ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც...

რომის პაპი: ვატიკანი არ არის მოკლებული ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება

893
რომის პაპი

ვატიკანი არ არის ცოდვაზე აცრილი, ნებისმიერი შეიძლება ცოდვილი გახდეს, მღვდელმსახური, მონაზონი და საერო ადამიანი, _ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ესპანურ ტელეარხ Sextaსთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი არ არის მოკლებული უკიდურესობებს, ცოდვებსა და სამარცხვინო საქციელს, ისევე, როგორც ნებისმიერი საზოგადოება. საუბარია ცალკე აღებული ადამიანის დაცემაზე. თუმცა, საჭიროა მუშაობა და ამის გაწმენდა”, _ განაცხადა რომის პაპმა. პონტიფიკი პედოფილიის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკლესიის ეს უბედურება დაამარცხოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here