Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში

10 ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში

ჯომოლუნგმა (ჰიმალაი)

ყველამ, ალბათ, იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი ჯომოლუნგმაა (ევერესტი), მაგრამ შეგიძლიათ დაასახელოთ მეორე მთა სიმაღლის მიხედვით ან თუნდაც 3 ყველაზე მაღალი მთა? იცით, მსოფლიოში რამდენია 8000-მეტრიანი მწვერვალიპასუხები იხილეთ ქვემოთ:

ანაპურნა (ჰიმალაი)
ანაპურნა (ჰიმალაი)
  1. ანაპურნა (ჰიმალაი) _ 8091

ყველაზე მაღალი მწვერვალია მთათა სისტემისა ანაპურნა. სიმაღლით 8091 მეტრია და მეათე ადგილს იკავებს ყველაზე მაღალი მთების სიაში. ამ მწვერვალზე ასვლისას მთამსვლელთა დაღუპვის დონე 32% იყო, მაგრამ 1990 წლიდან ეს მონაცემი 17%-მდე შემცირდა.

ანაპურნა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი.

ეს მწვერვალი პირველად 1950 წელს დაიპყრეს ფრანგმა ალპინისტებმა მორის ერცოგმა და ლუი ლაშენალმა.

ნანგაპარბატი (ჰიმალაი)
ნანგაპარბატი (ჰიმალაი)
  1. ნანგაპარბატი (ჰიმალაი) _ 8125

ნანგაპარბატი ძალიან სახიფათო მწვერვალია ალპინისტებისთვის. ამ მთის სიმაღლე 8125 მეტრია. ევროპელთაგან ეს მწვერვალი მე-19 საუკუნეში პირველად შენიშნა ადოლფ შლაგინტვეიტმა და პირველი ჩანახატებიც გააკეთა. 1895 წელს მწვერვალის დაპყრობის პირველი მცდელობა ჰქონდა ალპინისტს დიდი ბრიტანეთიდან _ ალბერტ ფრედერიკ მამერის, მაგრამ ის და მისი გამყოლები დაიღუპნენ. შემდეგ იყო სხვა მცდელობებიც 1932, 1934, 1937, 1939, 1940 წლებში, მაგრამ ყველა უნაყოფო. მწვერვალი კი 1953 წელს დაიპყრო გერმანულ-ავსტრიული ექსპედიციის წარმომადგენელმა გერმან ბულმა.

მანსალუ (ჰიმალაი)
მანსალუ (ჰიმალაი)
  1. მანსალუ (ჰიმალაი) _ 8156

მანსალუ (კუტანგი) _ ეს არის მთა, რომელიც შედის ნეპალის მანსირი-ჰიმალაის მთათა სისტემაში. 1950 წელს ტილმანმა გააკეთა მთის პირველი რეკოგნოსცირება და აღნიშნა, რომ მასზე ასვლა შეიძლება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. და მხოლოდ 34 წლის შემდეგ, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მერე, 1984 წლის 12 იანვარს მწვერვალი დაიპყრეს პოლონელმა მთამსვლელებმა რიშარდ გაევსკიმ და მაჩეი ბერბეკამ.

დჰაულაგირი I (ჰიმალაი)
დჰაულაგირი I (ჰიმალაი)
  1. დჰაულაგირი I (ჰიმალაი) _ 8167

დჰაულაგირი I მთათა მასივ დჰაულაგირის უმაღლესი წერტილია. მწვერვალის სიმაღლე 8167 მ-ია. 1808-დან 1832 წლამდე დჰაულაგირი მსოფლიოში ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლებოდა. მას ალპინისტებმა ყურადღება მხოლოდ XX საუკუნის 50-იან წლებში მიაქციეს და მხოლოდ მერვე მცდელობის შემდეგ შეძლეს მწვერვალის დაპყრობა. ევროპის საუკეთესო ალპინისტების ჯგუფმა მაქს აიზელინის ხელმძღვანელობით დჰაულაგირი I 1960 წლის 13 მაისს დაიპყრო.

სანსკრიტზე დჰავალა ნიშნავს თეთრს, გირი _ გორას, მთას.

ჩო-ოიიუ (ჰიმალაი)
ჩო-ოიიუ (ჰიმალაი)
  1. ჩოოიიუ (ჰიმალაი) 8201

ჩო-ოიიუ სიდიდით მეექვსე მწვერვალია მსოფლიოში. პირველი ასვლა განხორციელდა 1954 წელს ავსტრიელთა ექსპედიციის მიერ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ჰერბერტ ტიხი, იოზეფ იეხლერი და პაზანგ დავა ლამა. ამ ექსპედიციამ 8-ათასმეტრიანი მთა პირველად დალაშქრა ჟანგბადის ნიღბებისა და ბალონების გარეშე. დღეს ჩო-ოიიუზე 15 სხვადასხვა მარშრუტი მოქმედებს.

მაკალუ (ჰიმალაი)
მაკალუ (ჰიმალაი)
  1. მაკალუ (ჰიმალაი) _ 8485

მაკალუ სიმაღლით მეხუთე მწვერვალია მსოფლიოში. მდებარეობს ცენტრალურ ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე (ტიბეტის ავტონომიური რაიონი).

მაკალუზე პირველად ავიდნენ 1955 წლის 15 მაისს ფრანგი ალპინისტები ლიონელ ტერაისა და ჟან კოზის ხელმძღვანელობით. დღეს მაკალუზე ასასვლელად მოქმედებს 17 სხვადასხვა მარშრუტი.

ლჰოცზე (ჰიმალაი)
ლჰოცზე (ჰიმალაი)
  1. ლჰოცზე (ჰიმალაი) _ 8516

სიმაღლის მიხედვით მეოთხე მწვერვალი ტიბეტის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლჰოცზეზე პირველი წარმატებული ასვლა განხორციელდა 1956 წლის 18 მაისს შვეიცარიელთა ექსპედიციის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ერნსტ რაისი და ფრიც ლუქსინგერი.

ლჰოცზეზე ასვლის მცდელობათა მხოლოდ 25% დასრულდა წარმატებით.

ყანჩენჯანღა (ჰიმალაი)
ყანჩენჯანღა (ჰიმალაი)
  1. ყანჩენჯანღა (ჰიმალაი) _ 8586

1852 წლამდე ყანჩენჯანღა ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლებოდა, მაგრამ 1849 წლის ექსპედიციის მიერ შესრულებული გათვლების შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ევერესტი (ჯომოლუნგმა).

ყანჩენჯანღაზე 1955 წლის 25 მაისს პირველები ავიდნენ ჯორჯ ბენდი და ჯო ბრაუნი. ყველა მწვერვალზე მცირდება დაღუპვის მონაცემები, მაგრამ ყანჩენჯანღა გამონაკლისია, დღეს ეს მონაცემი 23%-ს შეადგენს.

ჩოგორი (ყარაყორუმი)
ჩოგორი (ყარაყორუმი)
  1. ჩოგორი (ყარაყორუმი) _ 8614

ევროპულმა ექსპედიციამ ჩოგორი აღმოაჩინა 1856 წელს და აღნიშნა, როგორც მთა K2, ანუ ყარაყორუმის მეორე მთა.

მწვერვალი 1954 წელს პირველად დაიპყრო იტალიელების ექსპედიციამ არდიტო დეზიოს ხელმძღვანელობით.

ამჟამად ჩოგორზე ასასვლელი 10 მარშრუტი მოქმედებს. ჩოგორზე ასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ჯომოლუნგმაზე. სირთულითა და ხიფათის მხრივ ის მეორეა 8-ათასიანებს შორის, ანაპურნას შემდეგ.

  1. ჯომოლუნგმა (ჰიმალაი) _ 8848

დედამიწაზე ყველაზე მაღალი მწვერვალია ჯომოლუნგმა (ევერესტი). ტიბეტურ ენაზე ჯომოლუნგმა ნიშნავს “სასიცოცხლო ენერგიის ღვთაებრივ დედას”. მთას ეს სახელი ჰქვია ქალღმერთ შერაბ ჩჟამას პატივსაცემად. ინგლისური სახელწოდება ევერესტი კი ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიური სამსახურის ხელმძღვანელის, სერ ჯორჯ ევერესტის, პატივსაცემად უწოდეს.

ჯომოლუნგმაზე პირველი წარმატებული ასვლა 1953 წლის 29 მაისს განახორციელეს ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენცინგ ნორგეიმ. ჯომოლუნგმას დაპყრობის მცდელობისას დაიღუპა 260 ადამიანი, თუმცა ყოველწლიურად ამ მწვერვალზე ასვლის მსურველი 400-ზე მეტი ადამიანია.

P.S. კავკასიონზე ყველაზე მაღალი მწვერვალებია: იალბუზი (5642 ), დიხტაუ (5204 ), შხარა (5203 ), კოშტანტაუ (5162 ), ყაზბეგი (5033 ), თეთნულდი (4856 ), ჯიმარაიხოხი (4780 ), უშბა (4710 ), დუმალატაუ (4681 ), უილატა (4649 ).

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here