Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ძვირფასი ლითონი დედამიწაზე

10 ყველაზე ძვირფასი ლითონი დედამიწაზე

კალიფორნიური

დედამიწაზე არის უამრავი ლითონი, რომლებიც იშვიათად გვხვდება და რთული მოსაპოვებელია. სპეციალისტები ლითონებს ორ ჯგუფად ყოფენ: ბუნებრივ და ლაბორატორიაში ხელოვნურად მიღებულ ლითონებად. მეორე ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენლის ღირებულება, მათი მიღების ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესების გამო, ძალიან განსხვავდება ბუნებრივად მოპოვებული ლითონების ღირებულებისგან. გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებული ლითონების ათეულს:

სკანდიუმი
სკანდიუმი
  1. სკანდიუმი

ეს არის მსუბუქი და დიდი სიმტკიცის ლითონი. ეს ელემენტი 1879 წელს აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა ლარს ნილსონმა, რომელმაც ამ ელემენტს სკანდინავიის პატივსაცემად სკანდიუმი უწოდა. იყენებენ ინოვაციურ და მაღალ ტექნოლოგიებში _ რობოტების, რაკეტების დასამზადებლად, თვითმფრინავებში, კოსმოსურ თანამგზავრებსა და ლაზერულ ტექნიკაში. ამ ლითონის შენადნობებს იყენებენ სპორტშიც: გოლფის ყვანჯისა და ველოსიპედების მაღალი სიმტკიცის ჩარჩოების დასამზადებლად. სკანდიუმით მდიდარი საბადოებია ნორვეგიაში და მადაგასკარზე.

1 გრ სკანდიუმი 3-4 აშშ დოლარი ღირს.

რენიუმი
რენიუმი
  1. რენიუმი

ამ მოვერცხლისფრო ლითონზე, რომელიც ძნელი მოსაპოვებელია, მოთხოვნა ძალიან დიდია მსოფლიოში. დნობის ტემპერატურის მიხედვით მესამეა. 1925 წელს აღმოჩენილ ლითონს ელექტრონიკასა და ქიმიურ მრეწველობაში იყენებენ. მისგან ამზადებენ ტურბინების ე.წ. ფარფლებს, სარაკეტო ძრავების დეტალებს და ა.შ.

1 გრ რენიუმის ფასი 2,4-დან 5 დოლარამდეა.

ოსმიუმი
ოსმიუმი
  1. ოსმიუმი

მოცისფრო-მოვერცხლისფრო ლითონია. ნიადაგში სუფთა სახით არ არსებობს, გვხვდება მხოლოდ პლატინის ჯგუფის ლითონ ირიდიუმთან ერთად. 1803 წელს აღმოაჩინეს ბრიტანელმა ქიმიკოსებმა _ სმიტსონ ტენანტმა და უილიამ ვოლასტონმა. სახელწოდება მიიღო ბერძნული სიტყვისგან OSME, რაც ნიშნავს სუნს. ოსმიუმს მართლაც ახასიათებს მკვეთრი და უსიამოვნო სუნი. მოიპოვებენ ურალში (რუსეთი), სამხრეთ აფრიკაში, კანადაში, აშშ-სა და კოლუმბიაში, გამოიყენებენ ქიმიურ მრეწველობაში კატალიზატორად, აგრეთვე, ფარმაკოლოგიაში.

მსოფლიოს ბაზარზე ამ ლითონის 1 გრ ღირს 12-15 დოლარი.

ირიდიუმი
ირიდიუმი
  1. ირიდიუმი

მძიმე და მტკიცე მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონია, მის შესახებ მსოფლიომ პირველად შეიტყო 1803 წელს ბრიტანელი ქიმიკოსის, სმიტსონ ტენანტის, წყალობით. სუფთა სახით ირიდიუმი თითქმის არ გვხვდება. იყენებენ შენადნობების შესაქმნელად. ძალიან მედეგია კოროზიისადმი. იუველირები ირიდიუმს უმატებენ პლატინას, რადგან სამჯერ მეტ სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ხოლო ასეთი შენადნობისგან დამზადებული სამკაულები თითქმის არასოდეს ცვდება და ძალიან ლამაზია. ირიდიუმს იყენებენ ქირურგიული ინსტრუმენტების, ელექტროკონტაქტებისა და ზუსტი სასწორების დასამზადებლად, აგრეთვე, აეროკოსმოსური ტექნიკისა და ბიომედიცინის სფეროებში. ძირითადად, მოიპოვებენ სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში.

1 გრის ფასი 16-18 დოლარია.

პალადიუმი
პალადიუმი
  1. პალადიუმი

მსუბუქი, მოქნილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი პლატინების ჯგუფიდან. ძალიან პლასტიკურია, ადვილად დნება, არ მქრქალდება და მედეგია კოროზიის მიმართ. 1803 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ქიმიკოსმა უილიამ ვოლასტონმა, რომელმაც სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი პლატინის მადნიდან გამოყო უცნობი ლითონი. დღეს ძალიან პოპულარულია იუველირებსა და დიზაინერებს შორის, რადგან ადვილი დასამუშავებელია. ამ ლითონს მოიპოვებენ რუსეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

1 გრამის ფასი 25-30 დოლარია.

როდიუმი
როდიუმი
  1. როდიუმი

პლატინის ჯგუფის ვერცხლისფერი მტკიცე ძვირფასი ლითონია. მედეგია მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისა და დაჟანგვის მიმართ. 1803 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა უილიამ ვოლასტონმა. როდიუმი იშვიათ ელემენტად ითვლება _ წელიწადში მოიპოვებენ მხოლოდ 30 ტონას. ყველაზე დიდი საბადოებია რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში, კოლუმბიასა და კანადაში. როდიუმს, ძირითადად, იყენებენ კატალიზატორად საავტომობილო და ქიმიურ მრეწველობაში. მისგან ამზადებენ ავტომობილის ფარებსა და სარკეებს, მაგრამ როდიუმის მთავარი ღირსება ატომური რეაქტორის საწარმოო პროცესში მონაწილეობაა.

1 გრ როდიუმის ფასი 30-40 დოლარია.

ოქრო
ოქრო
  1. ოქრო

მთავარი ძვირფასი ლითონია, რომელიც ბუნებაში მხოლოდ სუფთა სახით გვხვდება. ოქრო კოროზიისადმი მედეგია და ჭედვისთვის მოქნილი ლითონია. პლასტიკურობისა და მუდმივობის გამო ოქრო, დიდი ხანია, ყველაზე პოპულარული ძვირფასი ლითონია. ფართოდ იყენებენ საიუველირო სფეროში, ელექტრომრეწველობაში, სტომატოლოგიაში. ოქროს მომპოვებელი ქვეყნებია: აშშ, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია, რუსეთი.

1 გრ ოქრო მსოფლიოს ბაზარზე 35-45 აშშ დოლარია.

პლატინა
პლატინა
  1. პლატინა

განსაკუთრებული ბზინვარების მქონე მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონია. ბუნებაში გვხვდება მხოლოდ სხვა ლითონებთან (ძვირფას და არაძვირფას) მინარევის სახით. პლატინამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა პლასტიკურობის, სიმტკიცისა და სილამაზის გამო. ამ ლითონს მიიღებენ რთული ქიმიური პროცესების შედეგად. საიუველირო ნაკეთობებისა და მონეტების გარდა, პლატინას ფართოდ იყენებენ სამედიცინო და ელექტრონულ მრეწველობაში, აერონავტიკაში, იარაღის წარმოებაში. პლატინას დიდი რაოდენობით მოიპოვებენ და აწარმოებენ შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუსეთი, აშშ, ზიმბაბვე, კანადა.

1 გრ პლატინა 45-50 დოლარი ღირს.

ოსმიუმი-187
ოსმიუმი-187
  1. ოსმიუმი-187

იშვიათი იზოტოპია, რომლის მოპოვებაც ძალიან რთულია. პროცესი დაახლოებით 9 თვეს გრძელდება. ეს არის შავი წვრილკრისტალებიანი ფხვნილი იისფერი შეფერილობით. ოსმიუმი-187 ყველაზე მჭიდროდ შეკავშირებული ნაწილაკების მქონე ნივთიერებაა, თუმცა საკმაოდ მყიფე. მას იყენებენ კატალიზატორად ქიმიურ რეაქციაში, მაღალი სიზუსტის მზომი ხელსაწყოების დასამზადებლად და სამედიცინო სფეროში. ყაზახეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ყიდის ოსმიუმი-187-ს მსოფლიოს ბაზარზე.

გინესის რეკორდების წიგნში 1 გროსმიუმ-187” 200 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული.

  1. კალიფორნიუმი-252

კალიფორნიუმის ერთ-ერთი იზოტოპი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლითონია. მსოფლიოს ბაზარზე 1 გ კალიფორნიუმი-252-ის ფასი 10 მლნ დოლარია. ზღაპრული ფასი გამოწვეულია იმით, რომ ამ ელემენტის მხოლოდ 20-40 მიკროგრამს აწარმოებენ წელიწადში. მსოფლიოს საერთო მარაგი კი დაახლოებით 8 გრამია.

კალიფორნიუმი-252-ს ქმნიან ლაბორატორიებში ატომური რეაქტორის დახმარებით (აშშ-სა და რუსეთში). ეს ლითონი პირველად მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტში 1950 წელს. ამ ელემენტის უნიკალურობა არის ის, რომ 1 გრ იზოტოპის მიერ გამომუშავებული ენერგია საშუალო ატომური რეაქტორის მიერ გამომუშავებული ენერგიის ტოლია. ყველაზე ძვირად ღირებულ ლითონს იყენებენ ატომურ ფიზიკასა და მედიცინაში. კალიფორნიუმი-252 ნეიტრონების მძლავრი წყაროა, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენონ ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ, როცა სხივური თერაპია უშედეგოა. უნიკალური ლითონი საშუალებას იძლევა, შეაღწიოს რეაქტორების, თვითმფრინავების დეტალებში და აღმოაჩინოს დაზიანებები, რომელთა პოვნაც არ შეუძლია რენტგენის სხივებს.

კალიფორნიუმი-252-ის მეშვეობით სპეციალისტებს შეუძლიათ ოქროს, ვერცხლისა და ნავთობის მარაგების აღმოჩენა დედამიწის სიღრმეში.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here