Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი კონგრესმენები ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე პროკურორს იმპიჩმენტს უპირებენ

ამერიკელი კონგრესმენები ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე პროკურორს იმპიჩმენტს უპირებენ

როდ როზენსტაინი

11-მა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე დღის წინათ წარმოადგინა რეზოლუცია აშშის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ინიციატივამ, იმპიჩმენტი გამოუცხადონ გენერალური პროკურორის მოადგილე როზენსტაინს, რამდენიმე ამერიკელი სენატორის მწვავე პროტესტი გამოიწვია. როზენსტაინი კურატორობს მუშაობას სპეცპროკურორ რობერტ მიულერისა, რომელიც იძიებს რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მოსკოვისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარიგებას.

თუმცა რამე მტკიცებულება, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ არავის წარმოუდგენია. რესპუბლიკელი კონგრესმენები როზენსტაინს ბრალს სდებენ გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში ტრამპის საწინააღმდეგო საინფორმაციო ფონის შესანარჩუნებლად, დონალდ ტრამპის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებაში, აგრეთვე, ჰილარი კლინტონის მიმოწერის საქმის გამოძიების მიჩუმათებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here