Home რუბრიკები ბლოგი NATO-ტრამპი-საქართველო

NATO-ტრამპი-საქართველო

ტრამპი

12 ივლისს   ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტი დასრულდა.  ოფიციალური ინფორმაციით სამიტში  ალიანსის 29 წევრი და 20 ე.წ. პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა. სამიტის ძირიადი ინტრიგა მდგომარეობდა იმაში რომ მასში პირველად   მონაწილეობას თვით ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იღებდა. რომლიც ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე ალიანსის  მისამართით სხვადასხვა სკლანდალურ და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა .

მართლაც, სამიტმა  გაამართლა სკანდალის მოყვარულთა  იმედები. მაგრამ პირველი ესე ვთქვათ სიურპრიზი არა ტრამპმა არამედ ბრიუსელმა შემოგვთავაზა, როდესაც ტრამპს როგორც დასავლეთის ცივილიზაციის ლიდერს ბელგიის  ხემძღვანელობიდან  არავინ დახვედრია , იმ მოტივით რომ ისინი ამ დროს ბელგია-საფრანგეთის საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ  და მთელი ასევე ბრიუსელი ტრამპსაწინააღმდეგო მიტინგებმა მოიცვა. კი დიპლომატიურ ენაზე რომ ვთქვათ ბრიუსელის ხემძღვანელობის მხრიდან  დემარშია, ხოლო ჩვეულებრივ, ადამიანურ ენაზე აშკარა ზიზღია და  პროტესტისადმი მოწოდება. ამან კი რა თქმა უნდა ტრამპის საკმაო გაღიზიანება გამოიწვია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაუგეგმავი სესიის დაწყების წინ ტრამპმა აშკარად ცუდ ტონში,  კატეგორიულად მოითხოვა რათა დარბაზი დაეტოვებინათ ე.წ. პარტნიორი ქვეყნების დელეგაციის წევრებს (მათ შორის საქართველოსი და უკრაინის) რითაც გამოხატა აშკარა დამოკიდებულება  იმისა, რომ ის სრულებით არ არის დაინტერესებული NATO-ს გაფართოების ,მითუმეტეს აღმოსავლეთით. აღმოსავლეთით გაფართოების საწინააღმდეგოდ მან ასევე გააკეთა განცხადება Fox News-ისთვის მიცემულ ტელეინტერვიუში . როდესაც მას დაუსვეს კითხვა თუ რატომ უნდა წავიდეს ამერიკელი ჯარისკაცი საომრად, მაგალიად, მონტენეგროში მან უპასუხა, რომ სრულებით არ უჭერს  მხარს ამას  და საერთოდ ეს მისთვის მიუღებელია. მისი აზრით კონფლიქტი მაგალითად მოყვანილ მონტენეგროში ხელს შეუწყობს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. „ჩერნოგორია – პატარა ქვეყანაა, ძალიან ძლიერი, თავმოყვარე და აგრესული  ადამიანებით დასახლებული, მათ შეუძლიათ გახდნენ აგრესორები და- გამარჯობათ-ჩვენ მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს“.

თუმცა ბოლოს მაინც დაუმატა  დაუმატა რომ  რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მიხედვით იძულებული იქნება  გააგზავნის იქ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები.

თუ ღრმად ჩავწვდებით ამ ინტერვიუში გამოხატულ აზრს მივხვდებით რომ ტრამპი აშკარად წინააღმდეგია ალიანსის გაფართოების  და აქ მან მონტენეგროს მაგალითზე მიუთთა რომ  ის საქართველოს,  უკრაინას და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს  ვერ ხედავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

აშშ-ს NATO-ელ პარტნიორებს სამიტის მსვლელობისას საკმაოდ ნერვიულობა ეტყობოდათ, რადგან დონლდ ტრამპმა თავის გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა გერმანია და მისი სურვილი ჩრდილოეთის ნაკადის და ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ის  ფინანსირებისთვის. ასევე მოითხოვა რომ NATO -ში შემავალმა ქვეყნებმა ამიერიდან არა მშპ არა 2 % უნდა გადაიხადონ ალიანსის სასარგებლოდ (რომელიც უკვე შეთანხმებული იყო ) არამედ  არამედ 4%. ამ მოთხოვნაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა გაკვირვებულმა უპასუხა რომ ჯერ 2%-მდეა  ასაწევი და სხვაზე მერე შევთანხმდეთო. არ დაეთანხმა ტრამპის აზრს არც საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი და არც გერმანიის კანცლერი, მერკელი მათ 2% საკმარისად მიიჩნიეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ ტრამპმა ალიანსის სხდოები სამხედრო- პოლიტიკურიდან კომერციულში გადაიყვანა, დისკუსიები კი ვაჭრობაში.

ცოტა რომ შეერბილებინათ წინააღმდეგობები ერთმანეთს შორის  დასავლეთის ლიდერებმა მიიღეს ბრიუსელის 13 პუნქტიანი დეკლარაცია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების და სოლიდარობის შესახებ. სადაც ძირითადში შაბლონური რუსეთ-ჩინეთის საფრთხის, ტერორიზმთან ბრძოლის, ყირიმის ანექსიის, გლობალური დათბობის პუნტების გარდა მე9 პუნქტში ასევე შაბლონური სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნები: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ასევე ბოსნია ჰერცოგოვინა ფოგურირებს როგორც NATO-ს „აღმოსავლეთის პარტნიორები“ .

დეკლარაცია დეკლარაციად მაგრამ NATO-ს ევროპელ პარტნიორებს სერიოზული შეშფოთების საფუძველი მაინც დარჩათ რადგან  ტრამპმა ერთ ერთ სხდომაზე აშშ-ს ალიანსიდან შესაძლო გამოსვლაზე წამოცდა სიტყვა, თუმცა იქვე კი დაამატა რომ ამის საფუძველი არ  არსებობსო , მაგრამ რა იცი……….ეს ხომ ტრამპია

 P.S. რაც შეეხება საქართველოს, როგორც მოსალოდნელი იყო  ჩემი  აზრით, ყველაზე უფრო უშედეგო სამიტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ის დეკლარაცია რაც მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარციათ დარჩება,  რადგან კიდევ მეასედ ვაცხადებ :  ქვეყანა რომელსაც ტერიტორიული პრობლემები  აქვს და იმყოფება საომარ მდგომარეობაში მითუმეტეს მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან, ამ  ალიანის წევრი ვერ გახდება!   ხოლო ტრამპმა თავის ციტატით: „და გამარჯობათ-ჩვენ მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს“, NATO-ში  გაწევრობის ილუზია უნდა   გაგვიქროს,  რათა რელურად დავიწყოთ სხვა, ალტერნატიული  ქვეყნის გამთლიანების გზების ძიება.

ვიქტორ ცაავა

4 COMMENTS

  1. ჩემი აზრია, ჩამოყალიბდეს ახალი სტრუქტურა ნატო დაიშალოს. ეს უნდა ითაოს 10 მა სახელმჭიფომ და დაერქვას მშვიდობის დამცველი დედამიწის შეიარაღებული ძალები და ერთიანად აკონტროლონ ყველა სახელმწიფო რომ არ მოხდეს ომი მათ შორის, ამ ჯარს შეუერთდება ვისაც მშვიდობის დამყარებაში სურს მონაწილეობა მიიღოს დედამიწაზე… საქართველოს ნატო უნდა , რუსეთს არ უნდა. კარგი იქნებოდა რომ იაპონიას არ უნდოდეს ჩვენი ნატოში მიღება… მეორე ვარიანტი არის ის რომ საქართველოს ჰქავდეს 3 ძალა. ქართული ნატო და რუსული… ეს მე მგონი ისედაცაა გარდა უკანონო უნებართვო რუსული ჯარისა რომელიც ისედაც დგას და არც აპირებს გასვლას სეპარატისტებით ამოფარებული….

  2. ასე გამოდის,რომ საქართველოს დანგრევა ზვიადს დაუწყია და სურენას გაუგრძელებია.

  3. ბ-ნი ვიქტორისსადმი პირადული არაფერი, მხოლოდ პატივისცემა.
    მაგრამ, გაზეთი და ჟურნალისტი(ისევე, როგორც ყველა სამსახური) უნდა ზრუნავდნენ დასრულებული აზრები გამოაქვეყნონ და ფაქტებს შორის ბმა-კავშირებიც თვალსაჩინო…ადრე ხშირად ვკითხულობდი ამ გაზეთს, ძალიან მოწონდა. ამ ბოლო დროს დაუკმაყოლებლობის გრძნობა მიჩნდება. სამწუხაროდ, ძალიან ტენდენციურს დაემსგავსა ნამდვილი ქართული სენით, ზედაპირული მსჯელობით, დასნებოვნებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here