Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ პუერტო-რიკოს იერთებს

აშშ პუერტო-რიკოს იერთებს

puerto riko

პუერტო რიკოს აშშის 51- შტატად გადაქცევის შესახებ კანონპროექტი აშშის კონგრესში 28 ივნისს შეიტანა ქვედა პალატის წარმომადგენელმა ჯენიფერ გონსალესკოლონმა.

“დღევანდელი დღე ისტორიულია. მეამაყება, რომ ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც გაკვალა პუერტო-რიკოს დეკოლონიზაციის გზა”, _ განაცხადა კუნძულელმა ქალბატონმა.

კანონპროექტს მხარს უჭერენ ორივე პარტიის კონგრესმენები: 15 დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის 22 წარმომადგენელი. ამ პარტიას ბოლო პერიოდში  “ტრამპის პარტიად” მოიხსენიებენ. მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი იზიარებს “გარიგებას”, რომელიც პუერტო-რიკოს შემოერთებაზე არის დადებული.

კანონის მიღების შემდეგ წარმომადგენელთა პალატა და სენატი დაამტკიცებენ სპეციალურ კომისიას, რომელიც გადაწყვეტს შემოერთების ტექნიკურ საკითხებს. არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა პუერტო-რიკო და რამდენიმე პატარა კუნძული აღიარებული იქნება აშშ-ის 51-ე შტატად.

კანონპროექტი შეიქმნა პუერტო-რიკოს ხალხის ნების საფუძველზე. ჯერ კიდევ 2012 წელს იქ მოეწყო რეფერენდუმი, რომლის შედეგად, ამომრჩეველთა 54 პროცენტმა განაცხადა, რომ სურს, თავიანთი ქვეყანა აშშ-ის შტატად იხილოს. 2017 წელს გაიმართა მეორე რეფერენდუმი, რომელმაც დაადასტურა აბსოლუტური უმრავლესობის (97 პროცენტის) ნება აშშ-თან შეერთების.

ცნობისთვის: 120 წლის წინათ, ესპანეთთან ომის შემდეგ, პუერტორიკო გადაეცა აშშ, მაგრამ დღემდე ვერ გახდა სრულუფლებიანი შტატი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ამერიკის მოქალაქეებად ითვლებიან.

1 COMMENT

  1. რავქნათ ჩვენც ხომარ შევიტანოთ განაცხადი,ჰა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here