ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი არეულობების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია. ამის შესახებ „როიტერსი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„58 დემონსტრანტი დაიღუპა, კიდევ 2700-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ცრელმსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად მიიღო დაზიანებები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მთლიანობაში, საზღვარზე არსებულ პროტესტში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნა.
http://www.interpressnews.ge
არ მოასვენებენ ისრაელს პალესტინელები,ამერიკამ კი ახალი ჩორტი ჩაუგდო.