Home ახალი ამბები მსოფლიო ღაზას სექტორში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია

ღაზას სექტორში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია

1222
ღაზა

ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი არეულობების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია. ამის შესახებ „როიტერსი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„58 დემონსტრანტი დაიღუპა, კიდევ 2700-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ცრელმსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად მიიღო დაზიანებები“, – აცხადებენ სამინისტროში.

მთლიანობაში, საზღვარზე არსებულ პროტესტში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნა.

http://www.interpressnews.ge

1 COMMENT

  1. არ მოასვენებენ ისრაელს პალესტინელები,ამერიკამ კი ახალი ჩორტი ჩაუგდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here