ეს არასასიამოვნო სტატისტიკა პენტაგონის ანგარიშის გამოქვეყნებამდე გაასაჯაროვეს.
კერძოდ, 2017 ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, ეს სავალალო მაჩვენებელი 10 პროცენტით გაიზარდა: თუ 2016 წელს აღირიცხა 6172 შემთხვევა, მომდევნო წელს უკვე 6769 იყო, რაც 2015 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ანონიმური წყაროების ცნობით, ყველაზე თვალშისაცემი ზრდა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულზე მოდის.
სააგენტო Associated Press-მა გამოიძია აშშ-ის სამხედრო ბაზებში მცხოვრები ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2007 წლიდან 10 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი ინციდენტი მოხდა ქვეყანაში და მის საზღვრებს მიღმა განლაგებულ სამხედრო ქვედანაყოფებსა და პენტაგონს დაქვემდებარებულ სკოლებში.