Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის არმიაში იმატა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ

აშშ-ის არმიაში იმატა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ

1492
არმია

ეს არასასიამოვნო სტატისტიკა პენტაგონის ანგარიშის გამოქვეყნებამდე გაასაჯაროვეს.

კერძოდ, 2017 ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, ეს სავალალო მაჩვენებელი 10 პროცენტით გაიზარდა: თუ 2016 წელს აღირიცხა 6172 შემთხვევა, მომდევნო წელს უკვე 6769 იყო, რაც 2015 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ანონიმური წყაროების ცნობით, ყველაზე თვალშისაცემი ზრდა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულზე მოდის.

სააგენტო Associated Press-მა გამოიძია აშშ-ის სამხედრო ბაზებში მცხოვრები ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2007 წლიდან 10 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი ინციდენტი მოხდა ქვეყანაში და მის საზღვრებს მიღმა განლაგებულ სამხედრო ქვედანაყოფებსა და პენტაგონს დაქვემდებარებულ სკოლებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here