აშშ–ის ეროვნული უშიშროების სააგენტო წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი რიგითი მოქალაქის ზარებსა და კერძო მიმოწერას იწერს და აგროვებს. Reuters –ის ცნობით, 2017 წელს მან 534 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს მოუყარა თავი.
გასული წლის მონაცემებთან შედარებით, შეგროვებული ჩანაწერების რაოდენობამ სამჯერ და მეტად მოიმატა: 2016 წელს შეგროვებული 151 მილიონიდან 2017-ში _ 523 მილიონამდე,_ ნათქვამია სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში. ასეთი მკვეთრი მატების მიზეზს არ ასახელებენ.