Home რუბრიკები ისტორია რუსი ინტელიგენცია საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის სამსახურში

რუსი ინტელიგენცია საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის სამსახურში

ალექსანდრე ოლდენბურგი

ისტორიამ დაადასტურა, რომ ერებისა და ხალხების ურთიერთობას განსაზღვრავენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. საქართველორუსეთის შუქჩრდილებით სავსე ხანგრძლივი ურთიერთობის პერიოდში ხალხთა შორის მეგობრობისა და თანადგომის, ურთიერთმხარდაჭერის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ისტორიამ შემოგვინახა მრავალი არაქართველის სახელი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას მხარი დაუჭირეს ქართველ ინტელიგენციას და ამით ნათელი კვალი დატოვეს საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიაში.

წერილი III

ილია ჭავჭავაძე მხოლოდ ერთხელ ეწვია სოხუმს _ 1903 წლის მაისში, რაც მეტად საყურადღებო მოვლენასთან იყო დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის ბოლოს აფხაზეთის საუკეთესო მიწების “განაწილების” შედეგად გაგრა და მისი შემოგარენი _ 14 ათასი ჰექტარი მამული “წილად ხვდა” რომანოვების სიძეს, პრინც პეტრე ოლდენბურგს.

ამ საქმოსანმა გაანადგურა გაგრის საუკეთესო ტყეები, მოსპო ძვირფასი ჯიშის კორომები, გაზიდა ბზა და ურთხმელი, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, ამ მემამულემ და მისმა შვილმა _ პრინცმა ალექსანდრემ, რა სიახლე შეიტანეს გაგრის მიდამოებში. მათ ეს, ერთ დროს მიყრუებული და დაჭაობებული ადგილი, კეთილმოაწყვეს _ ააშენეს დასასვენებელი სახლები, პარკები, სასტუმროები და უმშვენიერეს კურორტად აქციეს.

გაგრაში სწორედ პრინცმა პეტრე ოლდენბურგმა დააარსა პირველი სკოლა, ბავშვთა თავშესაფრის სახელწოდებით, და მისი პირველი დირექტორი იყო . სიდოროვი. პეტრე ოლდენბურგის სიკვდილის შემდეგ მისმა შვილმა, ალექსანდრე ოლდენბურგმა, განიზრახა მამის მიერ დაწყებული საქმის გაფართოება. მართლაც, მან 1903 წლის დასაწყისისათვის მოამზადა ნიადაგი, საკუთარი სახსრებით გაგრაში დაეარსებინა საშუალო ტიპის სკოლაინტერნატი ამიერკავკასიის მასშტაბით ყველა წოდებისა და ეროვნების გოგონებისა და ვაჟებისთვის. ეს უთუოდ კეთილშობილური საქმე იყო.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პრინცმა ალექსანდრემ 1903 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე მიიწვია გაგრაში რჩევა-დარიგებისა და კონსულტაციისთვის, მაგრამ ამ დროს ილიას არ ეცალა და გაგრაში ვერ ჩავიდა, მიზეზი კი წერილობით შეატყობინა. მაშინ, 1903 წლის 27 აპრილს, ალექსანდრე ოლდენბურგმა თბილისში ილიასთან გაგზავნა გაგრის ბავშვთა თავშესაფრის დირექტორი პ. ა. სიდოროვი და თან გააყოლა წერილიც, რომელშიც წერდა:

თქვენო კეთილშობილებავ, თავადო ილია გრიგოლის ძევ!

გაცნობებთ გაგრაში სკოლაინტერნატის გახსნის თაობაზე, რომელსაც ექნება სახელმწიფო საშუალო სასწავლო დაწესებულების სტატუსი ორივე სქესის ბავშვებისთვის. სურვილი მაქვს და საჭიროდ მიმაჩნია, ვისარგებლო თქვენი რჩევებით ამ საქმის განსახორციელებაში. სამწუხაროდ, რაკი თქვენ პირადად ვერ ჩამოხვედით გაგრაში, თქვენთან ვაგზავნი . . სიდოროვს, ჩემი გარდაცვლილი მამის, პრინც პეტრე გიორგის ძე ოლდენბურგის მიერ გახსნილი თავშესაფრის დირექტორს. სიდოროვი დაწვრილებით გაგაცნობთ მოცემულ საკითხს. იმედს ვიტოვებ, რომ ყურადღებას გამოიჩენთ და თქვენი რჩევებით დამეხმარებით ადგილობრივ პირობებში ამ საქმის განხორციელებაში”.

ილია ჭავჭავაძე გულისყურით გაეცნო ალ. ოლდენბურგის გეგმებს და მისწერა პასუხი. ასე გაიმართა მიმოწერა მათ შორის და დამყარდა კეთილი ურთიერთობა. როგორც მიმოწერიდან ჩანს, ილიას პრინცისთვის გაუგზავნია, აგრეთვე, ქართველ პოეტთა ნაწარმოებებიც, ალბათ, იმ მიზნით, რომ ალ. ოლდენბურგს სრული წარმოდგენა ჰქონოდა ქართველი ხალხის სულიერ კულტურაზე. რა კრებული გაუგზავნა ილიამ, უცნობია, მაგრამ, რომ გაუგზავნა, ფაქტია. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ი. ჭავჭავაძის არქივში ინახება ალ. ოლდენბურგის ასეთი შინაარსის საპასუხო წერილი ილიასადმი:

თქვენო კეთილშობილებავ, თავადო ილია გრიგოლის ძევ!

სულის სიღრმემდე შემძრა თქვენმა ყურადღებამ. თქვენო ბრწყინვალებავ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ თქვენი შესანიშნავი ნაწარმოების _ “ქართული პოემებისეგზემპლარის მოწოდებისთვის”.

ჩვენთვის უცნობია ილია ჭავჭავაძის ასეთი ნაწარმოები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ილია საქმის კურსში იყო ყოველივე იმისა, რაც იმ დროს გაგრაში განათლების დარგში კეთდებოდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის დიდი საქმე, რომელიც ალ. ოლდენბურგმა გაგრაში სასწავლებლის დაარსებით გააკეთა, . ჭავჭავაძის მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა.

პრინც ოლდენბურგის ამ კეთილშობილური საქმიანობის შესახებ ილიამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას მოახსენა. ამის თაობაზე “ივერია” წერდა:

“ეხლანდელ თავად-აზნაურთა საგუბერნიო კრებას მოხსენდება ფრიად საყურადღებო და საქართველოსათვის დიდად სასიამოვნო ამბავი იმის შესახებ, რომ მისმა უმაღლესობამ ოლდენბურგის პრინცმა ალექსანდრე პეტრეს ძემ ინება, დაარსოს გაგრაში, სოხუმის მაზრაში, ამიერკავკასიისთვის საშუალო სასწავლებელი პანსიონებით ქალთა და ვაჟთათვის. ამ სასწავლებელთან გამართული იქნება ეგრეთ წოდებული უფროსი კლასები, სადაც ასწავლიან ყოველ ტექნიკურს და მეტადრე სამეურნეო საგნებს, ცხოვრებაში გამოსადეგს. ასეთი სასწავლებელი მით უფრო სასურველია ჩვენთვის, რომ ამ სასწავლებელში ჩვენებურს ენას დათმობილი ექნება ჯეროვანი ადგილი”.

ეს იყო ფრიად სასიხარულო ამბავი. გაგრაში არსდებოდა სასწავლებელი, რომელსაც მიზნად ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის განათლება, ახალგაზრდობის აღზრდა, ამ კუთხის აყვავებააღორძინება. ამ გარემოების უარყოფა ყოვლად შეუძლებელია, ამიტომაც მიუთითებდაივერია”: “დარწმუნებული ვართ, რომ თავადაზნაურობა დიდის მადლობითა და სიხარულით მიიღებს ამ ამბავს და თავის მხრით არ დაიშურებს არავითარს ღონისძიებას, რომ ამ სასურველს აზრს თავისი გზა მიეცეს განსახორციელებლად”.

გაგრაში ჩატარებული ღონისძიების შემოწმების მიზნითა და ალ. ოლდენბურგისათვის მადლობის გამოსაცხადებლად აურჩევიათ დეპუტაცია სამი კაცის შემადგენლობით: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ორბელიანი (სიძე პოეტ ვახტანგ ორბელიანისა, თბილისის თავადაზნაურთა მარშალი) და სიღნაღის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი.

კომისიის წევრები გაგრაში 1903 წლის მაისში ჩასულან. 22 მაისს ეწვივნენ სოხუმს.

სოხუმში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩასვლა ელვისებური სისწრაფით გავრცელებულა. თედო სახოკია ილიას მასპინძლად დახვდა სოხუმში. “ასეთი ადამიანების სტუმრობით სოხუმელები მაინცდამაინც განებივრებული არ ვიყავით, _ მიუთითებს თ. სახოკია, _ წარმოგიდგენიათ, რარიგ უნდა გაგვხარებოდა მთელი საქართველოს სიამაყის _ ილია ჭავჭავაძის მოსვლა! რომ ყველას შესძლებოდა ი. ჭავჭავაძის ნახვა, მისგან ცოცხალი სიტყვის გაგონება, გადაწყდა, სადილი გამართულიყო ძმათა შარვაშიძეთა სასახლის ვრცელ ეზოში ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ქვეშ”.

“ივერია” ტრადიციულ ქართულ-აფხაზურ სუფრას ასე ხატოვნად აღწერს: “წარმტაც სურათს წარმოადგენდა დიდს მანძილზე გაშლილი სუფრა, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო მშვენიერი ხეივანი ხილნარისა და თავში კი ამაყად იდგა ასწლოვანი მუხა. სამს საათზედ მასპინძელი საზოგადოება სულ შეგროვილი იყო და გულისფანცქალით ელოდა იმ წამს, როდესაც ბაღში ფეხს შემოდგამდა სოხუმის ძვირფასი სტუმარი”.

ოთხ საათზე ეტლით მოსულან ილია ჭავჭავაძე და მისი თანმხლები პირები. საგანგებოდ მოწვეული მუსიკოსები მარშით შეგებებიან ძვირფას სტუმრებს. სადილზე თამადა ყოფილა სოხუმის მოქალაქე თეიმურაზ გაბუნია, “ცნობილი თავისი ჭკუითა და სიდარბაისლით”. თაფლად იღვრებოდა ძმობისა და მეგობრობის სადიდებელი სადღეგრძელოები. სამადლობელი სიტყვა ი. ჭავჭავაძეს ფეხზე წამოდგომით უთქვამს, საზოგადოებაც ფეხზე მდგარი უსმენდა თურმე ერის მოჭირნახულეს.

ბატონებო, _ უთქვამს ილიას, _ დიდი პატივისცემით მოგესალმებით! ბედნიერი გახლავართ, რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს კალმით დახატულს კუთხეს და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხს

თქვენ რომ გიყურებთ, გულს იმედი და სასოება ჩამესახა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის, მტერს ისე ადვილად არ დავეჩაგვრინებით”.

ი. ჭავჭავაძემ თავის სიტყვაში განსაკუთრებით აღნიშნა ეპოქის ახალი ვითარება, კაპიტალიზმის განვითარება. ამ გზაზე იმ ერს აქვს უპირატესობა, უთქვამს ილიას, რომელიც ცხოვრებას კვალდაკვალ მისდევს, ამიტომ საჭიროა ქვეყნის ეკონომიური მართვის საჭეები ჩვენმა ხალხმა აიღოს ხელთო.

დღეს, _ მიუმართავს მას დამსწრეთათვის, _ აქამომდე ამ მშვენიერს აფხაზქართველთა მიწაწყალს ხმლით ვინახავდით და ასე თუ ისე შევინახეთ კიდეც. დღეს ხმალი ქარქაშში ჩაეგო. დღეს სხვა მტერი მოდის, როგორც ვხედავთ, ისე გულდაგულ და პირდაპირ კი არა, როგორც პატიოსანი ხმალი, არამედ ჩუმად, ქურდულად, როგორც მაცდური და მპარავი. იგი მტერი ფულია, გაიძვერა და მზაკვარი. იგი ღიმილით და ალერსით მოგექცევათ და ისე გამოგაცლით ხელიდან ამ ლამაზს, ტურფას, მდიდარს ქვეყანას, რომ პირველ ხანში იქნება მადლობელნიც გაუხდეთ.

კიდევ ვიტყვი: ღმერთმა გიხსნათ ამ საშინელ მაცდურისგან, ღმერთმა ჰქნას და თამამ ხმლისაგან უძლეველნი არ იძლივნეთ მხდალ და მშიშარ ფულისაგან და შეინარჩუნოთ ეს სისხლით მორწყული მშვენიერი ქვეყანა”.

თედო სახოკიას გადმოცემით, ი. ჭავჭავაძის სიტყვაში მთელი სამოქმედო პროგრამა იყო ჩამოყალიბებული:

“…დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი ზის, ვინც ირჯება, ვინც ცდილობს, ქონება შეიძინოს, ეკონომიურად წელში გამაგრდეს, ვინც ამას არ ფიქრობს, ვინც სხვას შეჰყურებს, აცა, რამე გავარდეს ხელიდან და მე ავიღოვო, ის ხალხი ტყუილად ნუ ელის, შორი მანძილი გაიაროს ცხოვრებაში…

ერთობლივი ძალით მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანა შევინარჩუნოთ, სხვას მისი დაპატრონების მადა არ გავუღვიძოთ, მოსეულ ათასგვარ მტერსა და დუშმანს კრიჭაში ჩავუდგეთ, გავუმკლავდეთ, ხმალამოღებული დავუხვდეთ, ჩვენზე არ გავახაროთ”.

ილიას ჩამოსვლამ სოხუმში, მისმა ურთიერთობამ აფხაზეთის მოწინავე ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან დადებითი შედეგი გამოიღო თუნდაც იმ მხრივ, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე მას აღუძრავს საკითხი სოხუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გაძლიერებისა და სკოლის დაარსების შესახებ.

ის, რაც ილიამ თვალის ერთი გადავლებით შენიშნა აფხაზეთში და რაზეც მიუთითებდა გაზეთი “ივერია”, წარმოადგენდა აფხაზ-ქართველთა ყველაზე საშიშ ეროვნულ მტერს. ეს იყო უცხოური ბურჟუაზია, რომელიც თანდათან ეუფლებოდა აფხაზეთის მიწა-წყალს. ამ გარემოებაზე ხშირად მიუთითებდნენ ქართული პერიოდული ორგანოები. მაგალითად, “ივერიისა” და “ცნობის ფურცლის” თანამშრომელი აფხაზეთიდან _ კონდრატე გვასალია გულისტკივილით აღნიშნავდა:

“სოხუმის ოლქში მემამულეებმა თავიანთი მიწა-წყალი გაჰყიდეს. ვისაც გადარჩა რამ, ისინიც ეშურებიან მამულის მოშორებას. თუ საქმე ასე წავიდა, ხუთი წლის შემდეგ ჩვენს მემამულეებს ფაცხის დასადგმელი ადგილიც აღარ ექნებათ, ადგილი ჩალის ფასად გაჰყიდეს, ფული ოხრად გაფლანგეს და მომავალზე რას ფიქრობენ, ალაჰმა უწყის”.

მომზადდა ოთარ ჭურღულიას წიგნისნარკვევები ქართულაფხაზური კულტურულლიტერატურული ურთიერთობებიდანმიხედვით

P.S. რა ნაცნობი სურათია: “მიწაწყალი გაჰყიდეს…”, “ფაცხის დასადგმელი ადგილიც აღარ ექნებათო…”

მას შემდეგ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. დღეს კი საკითხავია: სოხუმი და, საერთოდ, აფხაზეთი საქართველოა?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here